სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვარლამ თოფურია 1901-1966წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა, სამეგრელო. ვარლამ თოფურია 1901-1966წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა, სამეგრელო. ვარლამ თოფურია 1901-1966წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა, სამეგრელო. ვარლამ თოფურია 1901-1966წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი  დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა, სამეგრელო.

1901-1966 წწ. გარდ. 65 წლის

აკადემიკოსი

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

139       ბეჭდვა

ვარლამ თოფურია 1901-1966წწ აკადემიკოსი ენათმეცნიერი დაბ. სოფ. ონტოფო, აბაშა, სამეგრელო.

ვარლამ ტრიფონის ძე თოფურია (დ. 8 იანვარი1901, სოფელი ონტოფო, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 21 აგვისტო1966თბილისი) 


— ქართველი ენათმეცნიერი,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი(1944), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1946). სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა  თსუ-სა (1936-1966) და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტში (1936-1966, ჯერ ლექსიკოლოგიის, შემდეგ ქართველურ ენათა განყოფილების გამგე; 1941-1943 წლებში — ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1943-1949 წლებში — დირექტორი). 1945 წლიდან გარდაცვალებამდე განაგებდა მისი ინიციატივით დაარსებულ ახალი ქართული ენის კათედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.



დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი საენათმეცნიერო განხრით 1922 წელს. 1923 წლიდან დაიწყო მეცნიერული და პედაგოგიური მუშაობა. კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში და სახელმწიფო უნივერსიტეტში. თოფურია იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კაკვასიურ ენებს. მისი შრომების საფუძველზე გადაწყდა ამ ენების ისტორიის, ფონეტიკური სისტემის, გრამატიკული სტრუქტურის, დიალექტოლოგიის, ლექსიკური შედგენილობის, მეთოდიკისა და ეპიგრაფიკის აქტუალური თეორიული და პრაქტიკული საკითხები. საფუძვლიანად შეისწავლა ლაკური ენა და მრავალი ნაშრომი მიუძღვნა მას. განსაკუთრებული ამაგი დასდო ვანური ენის  მეცნიერულ შესწავლას („სვანური ენა. I. ზმნა“, 1930); მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და თანაავტორობით გამოქვეყნდა „სვანური პოეზიის“ I ტომი (1939) და „სვანური პროზაული ტექსტების“ 3 ტომი (1939-1967), „ქართული დიალექტოლოგია“, ტ. I (1961).

საგანგებო ყურადღებას იმსახურებს თოფურიას გამოკვლევათა სერიები, რომლებშიც გაშუქებულია  ქართველური ენების  ფონეტიკური შესატყვისობის, სიტყვაწარმოების, ზმნისა და სახელის მორფოლოგიისა და სალიტერატურო ქართული ენის ნორმალიზაციის კარდინალური საკითხები. თოფურია იყო თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი მუდმივი სახელმწიფო კომისიის წევრი, „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის“ მთავარი რედაქციის წევრი და III ტომის რედაქტორი, „ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის“, „რუსულ-ქართული ლექსიკონის“, და „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ თანაავტორი. ეკუთვნის სახელმძღვანელოები უმაღლესი და საშუალო სკოლებისათვის. დატოვა მდიდარი და მრავალფეროვანი მეცნიერული მემკვიდრეობა. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971). 150-ზე მეტი შრომის ავტორია. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა  და სხვა ორდენებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


წყარო-www.wikipedia.ge



დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 08.01.2023





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა