სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში
1758-1784 წლის შიდა და ოსმალოსთან 20-მდე ბრძოლა სოლომონ პირველი
ბმულის კოპირება

ბრძოლების სია ასობით საბრძოლო მოქმედება საქართველოს ისტორიაში

გვარი პირველი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

1758-1784 წლის შიდა და ოსმალოსთან 20-მდე ბრძოლა სოლომონ პირველი

სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ოთარ პატიეშვილი სოლომონ I იმერეთის მეფე სამაგისტრო ნაშრომი შესრულებულია

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს ისტორიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად ხელმძღვანელი პროფესორი: ელდარ მამისთვალიშვილი


მიუხედავად მტრის მიერ არაერთი მოთხოვნისა ტყვეთა სყიდვის აღდგენაზე, ყველა შემთხვევაში სოლომონმა უარით უპასუხა. მისი ამ თავგანწირული მოქმედებით არაერთი ქართველი გადაურჩა ტყვედ გაყიდვას. სოლომონის მოქმედებები თანმიმდევრული და მიზანმიმართული იყო, იგი 1758 წლის ლეკების თავდასხმის შემდეგ, ოსმალთა ყველა შემოტევას გმირულად იგერიებდა. დღემდე შეუსწავლელია სოლომონი თავისი მცირერიცხოვანი ჯარითა და მწირი სახსრებით როგორ ახერხებდა ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიასთან დაპირისპირებას. ფაქტია, მან შეარჩია ბრძოლის ისეთი ტაქტიკა, რომელშიც იგი თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. მეფე სომლომონი არა მხოლოდ ქვეყნის ბედზე მზრუნველი არამედ კარგი მხედართმთავარიც იყო. ამ დროს ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაც მოხდა - ქართლ-კახეთის და იმერეთის მეფეებმა გორში 1758 წელს თავდაცვითი კავშირის ხელშეკრულება დადეს  "რომელ ქვეყანაში მტერი შემოვიდესო, ერთმანეთს მივეშველნეთო." აღსანიშნავია, რომ ამ შეთანხმებისათვის მეფეებს რამდენიმე წლის მანძილზე არ უღალატიათ. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების მიუხედავად, მეფეებს სისტემატურად და აშკარად ერთმანეთის დახმარება არ შეეძლოთ, რადგან 1555 წლის ამასიის ზავით ეს დაუშვებელი იყო. ბოლოს განცდილი მარცხის მიუხედავად, 1760 წელს თურქებმა ისევ შემოუტიეს იმერეთს, მათი მიზანი ისევ და ისევ სოლომონ მეფის დამორჩილება, ხარკის გადახდევინება და ტყვის სყიდვის აკრძალვის გაუქმება იყო. სოლომონ მეფე ამ ლაშქრობას მომზადებული შეხვდა და მომხდურნი კვლავ სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ, სულთნის ბრძანებით იმერეთში ანატოლიის მმართველმა სარ აჰმედ ფაშამ ილაშქრა. მას მრავალრიცხოვანი ჯარი შეუგროვებია და იმედი ჰქონდა, რომ იმერეთს ძირფესვიანად დაანგრევდა, სოლომონ მეფეს კი ცოცხლად შეიპყრობდა, მაგრამ მისი იმედები არ გამართლდა, რადგან სოლომონმა ფაშა დაამარცხა. ფაშას ათიათასიანი ჯარით ძლივს გაუსწრია ახალციხეში. გამარჯვებულ სოლომონს კი უამრავი ტყვე და ალაფი დარჩენია ბრძოლის ველზე.  1761 წელს თურქებმა ისევ სცადეს იმერეთის დამორჩილება, მაგრამ ამაოდ, ოსმალები კვლავ დამარცხდნენ.  1763 წელს ახალციხის ფაშა 13 000-იანი ლაშქრით ორ ტალღად შემოიჭრა იმერეთში და წარმატებასაც მიაღწია, მაგრამ მტრის ჯარში უთანხმოება ჩამოვარდა, რითაც ისარგებლეს ქართველებმა და მუსრი გაავლეს მტერს. ოსმალთა 13 ათასიანი არმიის დამარცხებას ორმა გარემოებამ შეუწყო ხელი: 1. სოლომონ მეფის ბრწყინვალე სამხედრო მანევრმა, როდესაც მან მტერი იმერეთის სამხრეთით შემოიტყუა.  პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, გვ. 246. 43 მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, თბ., 1902, გვ. 378 44 ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. VI. თბ., 1973. 45 იქვე. 46 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S 546 30 2. ოსმალთა ჯარის მრავალეთნიკურობამ და საბრძოლო წესრიგის ნაკლებობამ, მტრის ჯარში უთანხმოება გააღვივა, რამაც კიდევ მეტი უპირატესობა მიანიჭა სოლომონ მეფეს. იმერეთის გაუვალ ადგილებში შეტყუებული მტერი ძარცვა–რბევით დაკავდა, რამაც მათი ყურადღება კიდევ უფრო მოადუნა. ამ უპირატესობათა შემდეგ ქართულმა სამხედრო ნაწილებმა განახორციელეს მტერზე თავდასხმა, რამაც მტრის დაშლა და განადგურება გამოიწვია. გადარჩენილი ოსმალები ახალციხისკენ გაიქნენ, იმერთა მხედრობა მათ უკან დაედევნა და გაანადგურა. მტრის 13 ათასიანი ჯარი თითქმის მთლიანად ამოწყდა. წარმოუდგენელია, როგორ უძლებდა იმერეთი პატარა სამეფო ოსმალთა მრავალ ათასიან ლაშქრობებს, მაგრამ ქართველების ბრძოლას უდიდესი მოტივაცია ჰქონდა: ქვეყნის გათავისუფლება! რისთვისაც ისინი თავდადებით იბრძოდნენ, თავს არ ზოგავდნენ და უფრო ძლიერ მტერს ამარცხებდნენ. ხრესილის ომის შემდეგ, ეს გამარჯვება სოლომონ მეფის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება იყო, სადაც მტრის 13 ათასი მებრძოლი განადგურდა, რაც ოსმალებისათვის გაშმაგებისა და შურისძიების საფუძველი იყო, მომავალში უფრო ორგანიზებული თავდასხმა მოეწყოთ იმერეთზე.47 თურქეთი ვერაფრით ეგუებოდა მარცხს, იმავე 1763 წელს თურქთა ლაშქარი კვლავ დაესხა თავს იმერეთს, მაგრამ ამჯერადაც დამარცხდა და უკუიქცა. ამის შემდეგ თურქებმა აღმოსავლეთიდან სცადეს ზემო იმერეთში შეჭრა, მაგრამ სოლომონ მეფეს მხარში ერეკლე მეფე ამოუდგა და თურქებს გზა ჩაუკეტა, რის გამოც ისინი იძულებილნი გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ. ოსმალეთის ხელისუფლებამ სოლომონ მეფესთან წარმოებული ბრძოლის თითქმის ყველა ეტაპი წააგო, რადგან 1757 –1763 წლებში მათ მიერ გამოგზავნილი ჯარების ძირითადი ნაწილი დამარცხდა. დაუმარცხა იმერეთის მეფემ სოლომან ურუმის ჯარს, რომ ლევან აბაშიძეს და რაჭის ერისთავს მოეყვანათ მის წასახდენათ, მოკლეს ლევან, ამოწყვიტეს ჯარი მისი და 47 Hammer I., Geschite des osmanisches Reichs, IV, 1836, S 560 31 ურუმნი სულ ხელთ დარჩათ, სამი ფაშები ცოცხალნი დაიჭირეს, ჭარელნი შერიგდენ კახს ბატონს.48 მტრის ზარალი 60 ათას კაცს აღემატებოდა, სწორედ ამის გამო მტერმა გადაწყვიტა ბრძოლის ტაქტიკა შეეცვალა, ვინაიდან იმერეთის თავდაცვითი ჯარების სიძლიერე თურქთათვის დაუძლეველი გახდა. მტერმა გადაწყვიტა ნაცნობი გზისთვის მიემართა, მოღალატე ქართველებთან შეეკრა პირი და ძალების მაქსიმალური მობილიზებით მისთვის არასასურველი მეფე ტახტიდან ჩამოეგდო. 1763 წელს ახალციხეში ჩავიდა სოლომონ მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ ბაგრატიონი. ის თურქებს ტყვეებით ვაჭრობის აღდგენას შეჰპირდაა მისი ტახტზე დასმის სანაცვლოდ. გადატრიალება 1765 წელს განახორციელეს ოსმალეთის სულთნის უშუალო ხელშეწყობითა და მოღალატე ქართველების დახმარებით. ოსმალეთის ხელისუფლებას კარგი შესაძლებლობა მიეცა თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. მათ უზარმაზარი ჯარი შეკრიბეს და ჰასან ფაშა ჩაუყენეს სათავეში. სოლომონის მხარეზე იყვნენ გურიისა და ოდიშის მთავრები, ხოლო როსტომ - რაჭის ერისთავი ისევ თურქეთის მხარეს აღმოჩნდა. ფაშა პირველად გურიას შეესია. მამია IV გურიელმა მწვავე ბრძოლები გაუმართა, მაგრამ დამარცხდა. ეს იყო კარგად დაგეგმილი და ძლიერ ორგანიზებული თავდასხმა, მტრის საერთო რაოდენობა 80 ათას კაცს შეადგენდა. ფაშა ამჯერად ფრთხილად მოქმედებდა. მან იმერეთში სწრაფად შესვლა ვერ გაბედა. იმერეთს გვერდი აუარა და ოდიშის მთავარს ეწვია - თურქების ძალთა სიმრავლით შეშინებულმა დადიანმა, სამთავრო ძარცვისაგან რომ გადაერჩინა, ქედი მოიხარა და მათ მიერ წაყენებულ მოთხოვნას - ჯარისათვის სურსათის მიცემას - დასთანხმდა. ეს წელი თურქთა ლაშქარმა ოდიშში გამოიზამრთა. სოლომონ მეფე იზოლირებული აღმოჩნდა. 1766 წელს ჰასან-ფაშა იმერეთს შეესია. განმარტოებული მეფის დამარცხება აღარ გაჭირვებიათ. ერთთვიანი ბრძოლის შემდეგ, ფაშამ სვერის ციხე აიღო და იქიდან სოლომონი განდევნა. გამარჯვებული ფაშა ქუთაისში შევიდა და მეფის ბიძაშვილი თეიმურაზ მამუკას ძე მეფედ გამოაცხადა.49 სოლომონ მეფემ ოთხი კაცის თანხლებით 48 პ. ორბელიანი, „ამბავი ქართლისანი“ თბ.1981. გვ. 27 49 Hammer I., Geschichte des osmanisches Reichs, IV, S. 560. 32 თავი შეაფარა თავისი ერთგული წერეთლების საძმო ციხეს - "მოდინახეს", რომელიც ქაიხოსრო და ნიკოლოზ წერეთლებმა გადასცეს მას.50 ქუთაისის დაკავების შემდეგ მტერს 4000 კაციანი ჯარი დატოვა იმერეთის დედაქალაქში და გადავიდა ახალციხეში. თეიმურაზ ბაგრატიონის მეფედ დასმის შემდეგ, იმერეთი ორად გაიყო: ერთ მხარეს იდგნენ თეიმურაზ ბატონიშვილი და ქართველობის მოღალატე თავადაზნაურობა; მეორე მხარეს კი სოლომონ მეფის ქართველობისთვის მებრძოლი თავადაზნაურები. აღსანიშნავი და დასაფსებელია, რომ სოლომონ მეფის მომხრეები - დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ლაშქარი თანდათან მრავლდებოდა და მტკიცდებოდა. აღნიშნული მარცხის და სოლომონის გაქცევის შემდეგ, დამპყრობელი ცდილობდა მეფის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მისმა ერთგულმა მებრძოლებმა არ გასცეს იგი. წერეთლების მამულში თავშეფარებული გმირი მეფე ხალხს განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ მეფის გადარჩენას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სოლომონის მდგომარეობა თითქმის უიმედო იყო, მაგრამ შეუპოვარმა მეფემ ყველაფერი გააკეთა ოსმალეთის პოზიციების შესასუსტებლად. 1767 წელს სოლომონ მეფემ ლეკები დაიქირავა და რაჭა დალაშქრა. ნათელია, რომ უბედურების სათავედ სოლომონ მეფეს რაჭის ერისთავი მიაჩნდა და სწორედ მის წინააღმდეგ დაიწყო მოქმედება. ეს ბრძოლა სოლომონ მეფემ ბოლომდე მიიყვანა და მოღალატე ერისთავი სათანადოდ დასაჯა. 1766 წელს თურქეთის მთავრობამ იმერეთში გასალაშქრებლად ისევ ბრძანა დიდი ლაშქრის შეყრა. მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ ეს ლაშქრობაც დიდ სარგებლობას არ მოუტანდა მათ და ისევ ზავის დადება ამჯობინეს. ზავის დადება სოლომონთან იმის მომასწავებელი იყო, რომ დამყპრობელმა გამარჯვების რწმენა დაკარგა.51 სოლომონიც არ იყო დარწმუნებული, რომ იმერეთის ტახტს კვლავ შემოიმტკიცებდა, ამიტომ 50 ს. კაკაბაძე, წერილები და მასალები საქართველოს ისტორიისათვის, გვ. 92. 51 შ. ბურჯანაძე. სოლომონ პირველის მეფობის პირველი პერიოდი ( 1752-1769) თსუ-ს შრომები. ტომი 41, თბილისი 1950. გვ. 101 33 ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე მეორეს მიმართა თხოვნით, რათა თურქეთთან მორიგებაში ეშუამდგომლა. ერეკლე მეფის შუამდგომლობას თურქეთის მთავრობა დიდი კმაყოფილებით შეხვდა. ერეკლეს ელჩმა სტამბოლს აღუთქვა, რომ სოლომონ მეფე მზადაა, ხონთქარს აძლიოს ხარკის ანგარიშში 60 ქალი წლიურად.52 ხოლო ხონთქარი იმერეთის საშინაო საქმეებში არ ჩაერეოდა. ხელშეკრულების დადება გაჭიანურდა, იმიტომ რომ ამ დროს იმერეთის ტახტზე ოსმალეთის მომხრე თეიმურაზი იჯდა. მიუხედავად ოსმალეთის მიერ დიდი სამხედრო ოპერაციის განხორციელებისა და სოლომონის ტახტიდან ჩამოგდებისა, ოსმალეთმა თავის საბოლოო მიზანს მაინც ვერ მიაღწია და იმერეთიდან კვლავ საფრთხეს ელოდა, ამიტომ სულთნის ბრძანებით დაიდო დროებითი ზავი. შემდგომი პერიოდი კარგად გამოიყენა მეფემ და თავის ირგვლივ შემოიკრიბა იმერეთის ერთგული მამულიშვილები. მან ქაიხოსრო წერეთლის მეთაურობით 1768 წელს სასტიკად დაამარცხა მისი მოწინააღმდეგენი. 1768 წელს სოლომონ მეფემ გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა თავის მოწინააღმდეგეებს - დასავლეთი საქართველოს მეფე-მთავრებს. სოლომონ მეფემ თავისი ერთგული იმერლებით და დაქირავებული ლეკებით დაამარცხა თურქები და მათ მიერ მეფედ დაყენებული თეიმურაზი.53 ამ გამარჯვებით იმერეთის ტახტი კვლავ სოლომონმა დაიკავა და მთელი იმერეთი შემოიმტკიცა. თეიმურაზ ბატონიშვილი შეიპყრეს და მუხურის ციხეში გამოკეტეს, საიდანაც ცოცხალი აღარ გამოსულა.54 ეს გამარჯვებაც სოლომონ მეფის ბრწყინვალე სამხედრო ნიჭსა და აზროვნებას უნდა მივაწეროთ, მან შეძლო და მტერს დაუპირისპირდა თავისთვის სასურველ ადგილზე და ძლიერი მტერი დაამარცხა. ტახტის დაბრუნების შემდეგ, სოლომონ მეფეს გასაჭირის დროს სტამბოლისადმი შეთავაზებული მორჩილების პირობები ახლა მიუღებლად მიაჩნდა და ტყვეებით ხარკის გადახდას დაჟინებით უარყოფდა. 52 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 4, გვ. 420. 53 გიულდენშტენდი, მოგზაურობა საქართველოში. ტ.1, გვ.169. 54 შ. ბურჯანაძე. სოლომონ პირველის მეფობის პირველი პერიოდი ( 1752-1769) თსუ-ს შრომები. ტომი 41, თბილისი 1950. გვ. 102 34 ახალციხის ფაშასაგან მოთხოვნას ხარკში ადამიანების გაგზავნაზე სოლომონმა უპასუხა - მე სწორედ ასეთი ხარკის წინააღმდეგ ვიბრძოდი და ვიბრძვი და სულთან ქალების გაგზავნას როგორ აღვუთქვამდიო. ფაშამ ეს პასუხი სულთას აცნობა, მაგრამ რაიმე საწინააღმდეგო ღონისძიება სოლომონის მიმართ არ მიუღიათ. იმიტომ რომ სტამბოლის მთავრობა მაინც შეშფოთებული იყო, რადგან იმერეთის სამეფო კვლავ ცდილობდა რუსეთთან კავშირის დაჭერას. თუკი იმერეთს დაკარგავდა, თურქეთს ხელიდან ეცლებოდა შავ ზღვაზე და კავკასიაში ბატონობის ერთ-ერთი დასაყრდენი. ამიტომ სულთანი იძულებული იყო, სოლომონისათვის დაეთმო. მას შემდეგ რაც სოლომონმა ტახტი თავისი ძალებით დაიბრუნა, სულთანმა მუსტაფა III-მ 1768 წლის აგვისტოში სოლომონ მეფის მიმართ წყალობის ფირმანი გამოსცა, რომლის ძალითაც ,,ქრისტიან მფლობელთა შორის სახელგანთქმულ სოლომონს იმერეთის მეფედ აღადგენდა,"55 თუმცა ამ სიგელის გამოცემამდე, როგორც აღვნიშნეთ სოლომონმა ხმლით დაიბრუნა მეფობა, რაც დიდი გამარჯვება იყო. ადრინდელ ბრძანებებში, უმთავრესი მოთხოვნა ტყვეთა სყიდვა და ხარკის გადახდა იყო, ახალ ფირმანში ამის მსგავსი მოთხოვნა აღარ ფიქსირდებოდა. ამ გამარჯვების შემდეგ სოლომონ მეფეს სულთნის ფირმანთან ერთად ხალათი და ხმალიც მიუღია, რითაც სულთანი მიანიშნებდა რომ ის ჯერ კიდევ ოსმალეთზე იყო დაქვემდებარებული. მართალია, სოლომონ მეფემ მოახერხა ტახტის დაბრუნება, მაგრამ ქვეყანა სამშვიდობოს გასული როდი იყო: თურქთა ჯარების ლაშქრობათა შედეგად მეურნეობა დაეცა; თურქებს ეჭირათ ბათუმის, ქობულეთის, ციხისძირის, ფოთის, რუხის, ანაკლიის, სოხუმის, ქუთაისის, შორაპნის, ბაღდადის, ციცხვათის ციხეები, სადაც იანიჩართა სამიათასიანი გარნიზონი იდგა; მტრის ხელში დედაქალაქი ქუთაისიც. 56 ამრიგად, ათი წლის მანძილზე 1758-1768 წლებში იმერეთის სამეფო სოლომონ მეფის ხელმძღვანელობით გმირულად ებრძოდა თურქ დამპყრობლებს და მათ დამხმარე თავადებს. 55 ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. 4, თბ. 1973. გვ. 420. 56 მაჭარაძე ვ.,მასალები XVIIIს-ის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისთვის ნაწილი III, ნაკვეთი ნაკვეთი I, თბ., 1988, 153. 35 3.2 სოლომონ I - ის ბრძოლა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებისათვის როგორც აღვნიშნეთ, სოლომონ მეფემ 1768 წელს ტახტის დაბრუნების შემდეგ, მის მთავარ მტერს როსტომ ერისთავს შეუტია. ვინაიდან როსტომი ჩვეულებას ისევ არ უღალატებდა, თანაც იგი რეალურ საფრთხეს უფმნიდა სამეფოს და აუცილებლად უნდა განეიტრალებულიყო. სოლომონ მეფემ 1767, 1768 და 1769 წლებში რამდენჯერმე დალაშქრა რაჭა. თავის მხრივ როსტომი ყოველ ჯერზე მეტი მოკავშირის შემოერთებას ცდილობდა. სწორედ მოკავშირის მოსაძებნად გაგზავნა როსტომმა თავისი ვაჟი ჩრდილო კავკასიაში, ყაბარდოში, თუმცა მოკავშირე ვერ ნახა და იქიდან დახმარება ვერ მიიღო. შემდეგ მას ერეკლე მეფისათვის მიუმართავს მაგრამ მისგანაც უარი მიუღია. ქართლ-კახეთის გმირი მეფე ორგულ თავადს დახმარებას არ გაუწევდა სოლომონ მეფის წინააღმდეგ საბრძოლველად, ამასთანავე, ერეკლეს სოლომონთან სამოკავშირეო ხელშეკრულებაც ჰქონდა დადებული. ამ ეტაპისთვის სოლომონის მიერ განხორციელებული ყველა მოქმედება უშედეგო გამოდგა. როსტომ ერისთავის ნდობა, რომ არ შეიძლებოდა სოლომონმა ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ მასთან ზავი მაინც დადო. თუმცა ზავმა დიდხანს არ გასტანა და სოლომენ მეფე იძულებული გახდა როსტომი დაესაჯა. როსტომი დაისაჯა საკუთარ ოჯახთან ერთად, მას და მის ვაჟებს თვალები დაათხარეს, რაჭის საერისთავომ კი არსებობა შეწყვიტა, როსტომის სამფლობელო სამეფო საკუთრებად გამოცხადდა. ეს იყო სოლომონ მეფის კიდევ ერთი გამარჯვება როსტომ ერისთავზე, რომელიც მუდამ 1752 წლიდან მოყოლებული ოსმალეთის ხელისუფლების ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი იყო დასავლეთ საქართველოში, იგი მუდმივად საფრთხეს უქმნიდა ქვეყანას.57 როსტომ ერისთავის დამარცხებით სოლომონ მეფემ ყველაზე ძლიერი შინაური მტერი მოიცილა, კიდევ უფრო გაძლიერდა და მიეცა შესაძლებლობა იმერეთიდან 57 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ. 37 36 ოსმალთა გაძევებაზე ეფიქრა . ამ მნიშვნელოვან საქმეში სოლომონ მეფეს ხელი რუსეთთურქეთის 1768-1774 წლების ომმა შეუწყო. სოლომონ მეფემ კარგად იცოდა, რომ ძალთა შეუსაბამობის გამო ოსმალეთის საბოლოოდ შეჩერება შეუძლებელი იყო. ოსმალეთს თითქმის ყოველთვის შეეძლო 80- 100 ათას კაციანი და უფრო მეტი ჯარის შეკრება და იმერეთში შემოჭრა, რაც დამღუპველი იქნებოდა იმერეთისთვის. თუმცა რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს ნაკლებად იყო მოსალოდნელი, რადგან ძირითადი ბრძოლები ბალკანეთში მიმდინარეობდა. სოლომონი ფიქრობდა, რომ იმერეთის თურქთაგან გასაწმენდად ხელსაყრელი პერიოდი იყო და რა თქმა უნდა იგი შეეცადა მის გამოეყენებას. როგორც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, ჯერ კიდევ სოლომონის მამა ალექსანდრე მეხუთემ დაამყარა კავშირი რუსეთთან, შემდეგ მამის პოლიტიკა, ძლიერი მოკავშირის ყოფნის მოტივით შვილმაც გააგრძელა. როგორც ვიცით იმერეთი საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ოსმალურ ზეგავლენას განიცდიდა, ტყვეთა სყიდვა, ომები და მუდმივი დაპირისპირება სისხლისგან ცლიდა იმერეთს. გადაშენების პირას მდგომი ქვეყნისათვის შველა იყო საჭირო. სოლომონ მეფემ თავისი სწორი მოქმედებით ორ დიდ იმპერიას შორის დაპირისპირება თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა. 58 გაძლიერებული რუსეთის იმპერია ოსმალეთისათვის რა თქმა უნდა საფრთხეს წარმოადგენდა და კავკასიაში რუსეთის გამოჩენა მათთვის მიუღებელი იყო. სოლომონი ცდილობდა რუსეთის იმპერიის სიძლიერე იმერეთის სამეფოს გასათავისუფლებლად გამოეყენებინა. თუმცა თავის მხრივ რუსეთსაც ჰქონდა ინტერესი იმერეთისა და ზოგადად საქართველოსადმი, რამაც განაპირობა რუსეთის მხრიდან საერთოდ ქართული სამეფოებისადმი ინტერესი. სოლომონ მეფემ რუსეთთან ურთიერთობა 1768 წელს დაიწყო, როცა რუსეთის მთავრობამ იმერეთში ქართველი ბერი გრიგოლ არქიმანდრიტი გამოგზავნა, ის ჩრდილო ოსეთში ქრისტიანობას ქადაგებდა. გრიგოლ არქიმანდრიტი სოლომონ მეფეს შეხვდა, მეფემ რა თქმა უნდა, არქიმანდრიტი კარგად მიიღო, მაგრამ ოსმალებმა 58 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.70 37 გრიგოლ არქიმანდრიტის ჩამოსვლა გაიგეს და მოკლეს. ეს ფაქტი რა თქმა უნდა მოწმობს იმას, რომ ოსმალეთის ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა, სოლომონ მეფისა და რუსეთის კავშირის შესახებ. ამის შემდეგ, 1768 წლის ზაფხულში 23 ივნისს სოლომონ მეფე რუსეთში ქუთათელ მიტროპოლიტ მაქსიმე აბაშიძეს აგზავნის ელჩად. რუსეთ თურქეთის ომის სამზადისში, ორივე მხარეს ძალიან აწყობდა მოკავშირეების შეძენა. როდესაც სოლომონი რუსეთთან კავშირზე თავად გავიდა, ისინი ეპითეტებს არ იშურებდნენ, რათა იგი კიდევ უფრო კეთილგანწყობილი გამხდარიყო რუსეთის მიმართ. მეფე სოლომონი განსაკუთრებულ იმედს ამყარებდა ამ ვიზიტზე. მისი სათხოვარი სამი პუნქტისაგან შედგებოდა: 1. „პირველად რათა გამომიხსნა უცხო თესლთა, ოსმანთა ხელისაგან და ყოვლადძლიერი ხელი დასდვა ჩვენ ზედა და ქუეყანასა და ერსა ჩვენსა ზედა“ . 2. „სახიერებისა წყალობისა და მადლობისათვის აქავე განგვამტკიცოს ყოვლად მოწყალე ხელმწიფემ სახმართა და შეწევნათა მიერ, რომ ჯარის მიცემა შევიძლო და მით უძლოთ წინააღმდგომად ოსმანთა“. 3. „მტერნი ჩვენნი მაჰმადიანნი, ოსმანნი ფრიად უძლიერეს ჩვენსა არიან, უკეთუ ცოდვათა ჩვენთათვის, ვერღარა უძლოდ წინააღდგომად“.59 აღნიშნულ პუნქტებში კარგად ჩანს ის უმძიმესი მდგომარეობა, რომელშიც ქვეყანა იყო ჩავარდნილი. მიუხედავად იმისა, რომ სოლომონმა ოსმალები თითქმის ყველა ბრძოლაში დაამარცხა, მას მაინც არ შეეძლო ბოლომდე, უფრო ძლიერი მოკავშირის დაუხმარებლად გამოეხსნა თავი მათგან, ამიტომ ითხოვდა იგი რუსეთისგან შეწევნას. დახმარების შემთხვევაში სოლომონი თავის მხრივ რუსეთის ჯარის მომარაგებასა და კვებაზე იღებდა პასუხისმგებლობას. წერილის ბოლოს სოლომონი გარკვევით მიუთითებდა, რომ ოსმალები ძალიან ძლიერები არიან და შესაძლოა ქართველებმა მათი წინააღმდეგობა ვეღარ დაძლიონ. 1768 წლის 23 ივნისის წერილში სოლომონ მეფე ასევე აღნიშნავდა, რომ; „ძველი დროიდან მოყოლებული ჩვენი სისხლი იღვრება ქრისტეს სარწმუნოებისათვის და 59 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.73 38 იყავით ყოვლად მოწყალე ხელმწიფე და მიგვიღეთ თქვენი მფარველობის ქვეშ და მე გაძლევთ პირობას, ქრისტეს შემწეობით და აღმოსავლური რწმენისა და კანონის საფუძველზე არ დავზოგო საკუთარი თავი და სისხლი დავღვარო უცხოტომელ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში“.60 სოლომონ მეფე რუსეთის ხელისუფლებას უხსნიდა, რომ ქართველები ქრისტიანული სარწმუნოების შესანარჩუნებლად დიდი ხანია იბრძვიან, სწორედ ამ ბრძოლებმა დაასუსტა ისინი და ქრისტიანული იმპერიის მხრიდან დახმარებასა და მფარველობას საჭიროებენ. მფარველობის შემთხვევაში კი სოლომონი მართლმადიდებელი სარწმუნოების საფუძველზე საკუთარ თავს არ დაზოგავდა ოსმალებთან ბრძოლაში. შემდგომმა მოქმედებებმა ნათელი გახადა, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულება ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების მიმართ ქრისტიანულ მორალზე ნამდვილად არ იყო დამყარებული, მათი მიმართება მხოლოდ რუსული იმპერიის სარგებელსა და მრავალ ტყუილზე იყო დაფუძნებული. მიტროპოლიტი მაქსიმე პეტერბურგში 1769 წლის 8 მარტიდან 28 მაისამდე დარჩა. ამ პერიოდში გამოცდილ მღვდელმთავარს მრავალი შეხვედრა ჰქონდა. ინტერესს იწვევს მისი საუბარი სამოქალაქო მრჩეველ თავად ამილახვართან, ის დაინტერესებულა, თუ რამ გამოიწვია ოსმალების დაპირისპირება სოლომონთან. მღვდელმთავარმა ამილახვარს აუხსნია, რომ სოლომონ მეფის წინაპრების დროს იმერეთის თავადაზნაურობა ადამიანებს თურქებზე ყიდდა, რამაც იმერეთი დააცარიელა. სოლომონ მეფემ კი გამეფებისთანავე აკრძალა ტყვეთა სყიდვა. აი, უმთავრესი მიზეზი ოსმალების დაპირისპირებისა სოლომონ მეფესთან, იგი გამოესარჩლა უბრალო ხალხს, რომლებიც უმოწყალოდ იყიდებოდნენ ოსმალეთში, ტყვეთა სყიდვა უმთავრესი საფრთხე იყო იმერეთისთვის. 1769 წლის 14 მარტის ჩანაწერის მიხედვით საგარეო საქმეთა კოლეგიის წინაშე ძალზე შთამბეჭდავად გამოვიდა ქუთათელი მიტროპოლიტი მაქსიმე, იგი კარგად ყოფილა გარკვეული სამხედრო საქმეში; „თუკი იმერლებს უფლება მიეცემათ და ყოველთვის განწყობილნი იქნებიან ქვეითი და ცხენოსანი როგორც რუსეთში სალდათი 60 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ. 75 39 და დრაგუნი ჯდება, ისე მოუნდება. ხალხი იქაური მამაცი, მეომარი და მორჩილი იქნება; მის დროს ომის რიგი ისე ისწავლოს, როგორც ევროპაში“.61 ქართველი დიპლომატი და სასულიერო პირი, საუბრობს იმაზეც, რომ იმერეთში ჯარი სათანადოდ არ არის გაწვრთნილი, რადგან ისინი მხოლოდ ბრძოლასაწარმოებენ ოსმალური წესების მიხედვით, რაც რამდენადმე აფერხებს სამხედრო წარმატებებს. მაქსიმე ქუთათელი ასევე ფლობს ინფორმაციას ევროპულ სამხედრო წესრიგსა და რეგულარულ არმიაზე და მისი სურვილია, ასეთივე წესები დაინერგოს ქართულ ჯარში, რის გამოც ითხოვს დახმარებას რუსეთის სახელმწიფოსაგან. რაც მთავარია, მისი აზრით, ოსმალეთი ჩამორჩენილობისა და უწესრიგობის მაგალითია, ევროპა კი წესრიგისა და სიძლიერის. საბოლოოდ მიტროპოლიტ მაქსიმეს ელჩობა წარმატებულად დამთავრდა, რუსეთის იმპერატორი დათანხმდა, იმერეთში გაეგზავნა, მისი ერთ-ერთი მხედარმთავარი, სათანადო ჯარითურთ, ამასთან ერთად, სოლომონს უგზავნიდნენ ორმოცდაათი ათას მანეთს, თურქების წინააღმდეგ საბრძოლველად იმერეთის მომზადებისათვის. სამშობლოში დაბრუნებულ მიტროპოლიტს თან მოჰქონდა სოლომონ მეფის სახელზე გამოგზავნილი ორი წერილი და ერეკლე მეორის სახელზე გამოგზავნილი წერილები. სოლომონ მეფის მიერ სწორად შერჩეულმა ელჩის კანდიდატურამ და საერთაშორისო ვითარებამ შესაძლებელი გახადა, სოლომონ მეფეს დახმარება მიეღო რუსეთის იმპერიის მხრიდან, რასაც იმერეთის განმანთავისუფლებელ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რუსეთ-თურქეთის ომის პირობებში ერეკლე მეფისა და სოლომონის რუსეთის მხარეზე ომში ჩაბმა რუსეთის ინტერესებში შედიოდა, რაც უფრო დიდი რაოდენობის სამხედრო ძალა გამოვიდოდა კავკასიის ფრონტზე, ეს უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიდა თურქეთს და წარმატებებს მოუტანდა რუსეთის იმპერიას. ქართველ მეფეებს კი თავიანთი ინტერესები ჰქონდათ და ომში ოსმალეთის დამარცხების შემთხვევაში თავიანთი სამეფოების გაფართოება განმტკიცებისაკენ ილტვოდნენ. 61 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 81 40 ერეკლე მეფე ამ ომიდან ძველად დაკარგულ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის შემოერთებას ელოდა და ომში ჩაებმებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი დამხმარე ჯარს გამოაგზავნიდა საქართველოში. სოლომონ მეფის მიზანი კი ფეოდალური შინაომების მოსპობა, ორგული ვასალების დამორჩილება და გურია-სამეგრელო-აფხაზეთის შემომტკიცება იყო მისი ძალაუფლების ქვეშ. სოლომონ მეფის ინტერესებში შედიოდა ასევე აჭარა-ქობულეთის განთავისუფლება ოსმალო დამპყრობლებისაგან.62 გაერთიანებულ ქართულ ჯარს რუსული სამხედრო ნაწილებიც უნდა დახმარებოდნენ ამ საქმეში და სწორედ ამას უნდა მოეტანა შედეგი. თუმცა ქართული სამეფოების გაძლიერება რუსეთის იმპერიის გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა. 1769 წლის 21 მაისს სოლომონ მეფე თბილისში ჩავიდა და ერეკლე მეორეს შეხვედა. მეფეებმა ხანგრძლივი თათბირი გამართეს მომავალი ბრძოლების შესახებ. მათ იცოდნენ, რომ რუსთა 480 კაციანი სამხედრო რაზმი გენერალ ტოტლებენის მეთაურობით ქართველ მეფეთა ჩანაფიქრს დიდად ვერ შეუწყობდა ხელს, მაგრამ 1769 წლის აგვისტოში საქართველოში მათი შემოსვლა გარკვეული წარმატება იყო. ერეკლე მეფე ომში ჩაბმაზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში იყო თანახმა თუკი რუსეთი არტილერიით აღჭურვილ 5000 კაციან არმიას გამოაგზავნიდა საქართველოში. გამოცდილმა მეფემ კარგად იცოდა, რომ რამდენიმე ასეული ჯარისკაცით, სერიოზული წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა. მან ასევე სწორად შეაფასა ის ფაქტიც რომ, რუსების ინტერესი იყო ომის მთელი სიმძიმე ქართველ მეფეებსა და მათ ჯარს გადაეტანა, დიდ იმპერიას კი რაც შეიძლება მცირე დანაკლისი ჰქონოდა. რუსთა მხრიდან თუ მოხდებოდა 5000 კაციანი არტილერიით აღჭურვილი არმიის შემოსვლა, საბრძოლოდ განწყობილი გენერლით სათავეში, ახალციხის განთავისუფლება მართლაც რეალური იქნებოდა. 63 „1769 წლის 3 ოქტომბერს რუსთა და იმერთა გაერთიანებულმა ჯარმა შორაპნის ციხეს შემოარტყა ალყა. რუსეთის ჯარის საქართველოში შემოსვლით აღშფოთებულმა ახალციხის ფაშამ, მოღალატე კაცია დადიანთან შეკრა კავშირი და ასეთ რთულ დროს 62 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 83 63 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი. ქუთაისი 2016, 86 41 დადიანმა „შეჰკრიბა ჯარი ზღვის ახლოს მდებარე ტრაპიზონის თათართა და აფხაზთა სხვა მხარეებიდან და იმერეთისაკენ გამოეშურა“. დადიანი კიდევ ერთხელ, ასეთ გადამწყვეტ მომენტში დაუპირისპირდა საკუთარ სამშობლოს და ახალციხის ფაშას ბრძანებით შეეცადა სოლომონ მეფის გეგმები ჩაეშალა. სწორედ ამის გამო სოლომონ მეფე იძულებული გახდა, ალყა მოეხსნა და იმერთა ჯარით დადიანისა და ოსმალთა 9000 კაციან ლაშქარს დაუპირისპირდა. სოლომონი 20 დეკემბერს დაესხა თავს დადიანის ჯარს, დაამარცხა და უკან დაახევინა. შემდეგ გაქცეულებს დაედევნა, დადიანის სამფლობელო ააოხრა და იმერეთის სამეფოს შემოუერთა. ასე დასაჯა ორგული მთავარი სოლომონ მეფემ, მაგრამ ამ ბრძოლის და წარმატების პარალელურად გენერალ ტოტლებენს შორაპნის ციხეზე ალყა მოხსნა და ქართლში გადავიდა. შინაური მტრის ავკაცობის გამო ასე უშედეგოდ დასრულდა მეფემ 1769 წლის სამხედრო კამპანია. სოლომონის უმთავრესი მიზანი თავისი სატახტო ქალაქის ოსმალებისაგან განთავისუფლება იყო, ამიტომ მან ყველაფერი გააკეთა, რათა მისი სანუკვარი ოცნება აღესრულებინა. თავის მხრივ ოსმალებმა სოლომონ მეფის დასაბრკოლებლად კარგად გამოიყენეს მეფის მტრები. საქმეში ჩაერთო ლეკთა და თურქთა ჯარი. მტრის მიზანი იყო, სოლომონ მეფეს ეს საუკუნოვანი გეგმა ჩაშლოდა და საქმე ქუთაისის განთავისუფლებამდე არ მისულიყო. აღსანიშნავია, რომ სოლომონისა და ერეკლეს აზრი ამ შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვეოდა, რადგან ერეკლე ფიქრობდა, რომ რუსთა დახმარებით თავდაპირველად უნდა აეღოთ ახალციხე, რათა იქედან საფრთხე აღარ დამუქრებოდა, ხოლო სოლომონის აზრით, ჯერ დასავლეთ საქართველოს ციხეები უნდა გაეწმინდათ ოსმალო დამპყრობლებისაგან. ურთულესი იყო სოლომონის მეფობის უკანასკნელი წლებიც, მას კვლავ შეთქმულებისა და შინაურთა ღალატის წინააღმდეგ მოუწია ბრძოლა. მეფეს დაუპირისპირდა ერთადერთი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. დაპირისპირება მამასა და შვილს შორის სოლომონ მეფის მეუღლის მარიამ დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მომხდარა. რადგან სოლომონ მეფე მარიამ 42 დედოფლის გარდაცვალების წელსვე (1778) დაქორწინედა ბერი წულუკიძის ქალიშვილ გულქანზე. სწორედ ამ ქორწინებამ გაართულა ურთიერთობა მამა–შვილს შორის. მამასა და შვილს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება კარგად გამოიყენეს სოლომონ მეფეზე განაწყენებულმა დიდებულებმა. მათ შორის მოწინავე იყო დავით აბაშიძე. დავით აბაშიძის ირგვლივ ქვეყნისთვის ისეთი არასაიმედო პიროვნებები შეიკრიბნენ, როგორებიც იყვნენ მერაბ ნიჟარაძე, თამაზ მესხი, სვიმონ მიქელაძე და ალექსანდრე ბატონიშვილის მამიდაშვილები - წერეთლები. აჯანყებულთა შორის იმყოფებოდა ასევე დავით გიორგის ძე ბაგრატიონი. როგორც 1752 და 1765 წლებში, ამ შემთხვევაშიც სოლომონ მეფეს დაუპირისპირდნენ, ბიძაშვილები, დისშვილები და ბიძა. მათ კავშირი დაუმყარებიათ ახალციხის ფაშასთან და ახალციხეში გადასულან, რა თქმა უნდა ძალიან მძიმე ვითარება შეიქმნა, მათ კავშირს შესაძლოა, საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეექმნა მეფისათვის და იმერეთისთვისაც. აჯანყებული ევგენი აბაშიძის ქალიშვილი ალექსანდრე ბატონიშვილისთვის ცოლად შეურთავთ, ამ ქორწინებით აჯანყებულებმა საბოლოოდ გადაიბირეს და ნათესაური კავშირი დაამყარეს ბატონიშვილთან და სამეფო კანდიდატთან. ამის შემდეგ აჯანყებულებს სამხედრო მოქმედება დაუწყიათ და სოლომონ მეფისათვის ზემო იმერეთის ციხე ჩხერი და ლოსიათხევი წაურთმევიათ. მათმა გამარჯვებამ დიდხანს არ გასტანა, რადგან მეფემ აჯანყებულები მალევე დაამარცხა. მარცხის შემდეგ ალექსანდრე ბატონიშვილი აღმოსავლეთ საქართველოში ერეკლე მეფესთან გადასულა. ამ პერიოდში სოლომონ მეფესა და ერეკლე მეფეს შორის დაძაბული ურთიერთობა ყოფილა, თეიმურაზ ბაგრატიონის ცნობით: „ვინადგან იყო სამდურავი მეფესა შორის ირაკლისა და მეფისა შორის იმერთასა სოლომონისა, და ამან სოლომონ მოიყვანა ძეი ბაქარისა და ძის ძეი მეფისა ვახტანგისა ალექსანდრე შირაზით“. 64 სოლომონ მეფის მხრიდან ვახტანგ მეექვსის შვილიშვილის ჩამოყვანა ერეკლეს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და გარკვეულწილად თავდაცვითი ღონისძიებაც იყო. თუმცა სოლომონი ძალიან მალე დარწმუნდა, რომ მეფე ერეკლე მას და იმერეთს არ ებრძოდა და ალექსანდრე ბაქარის ძე იმერეთიდან გაუშვა. 64 თეიმურაზ ბაგრატიონი, ახალი ისტორია, თბ, 1983, გვ.58. 43 რაც შეხება სოლომონ მეფის მემკვიდრეს, ალექსანდრეს, მას თავი უმართლებია მეფე ერეკლესთან: „ მე მამის ჩემის ორგული არ ვყოფილვარ, მარა შემაბეზღეს, გიჭერსო და გაღარიბებსო თავი აღარ მამართლებინა და წახდენისა მეშინოდა და გამოვიქეცი.“ 65 1778 წლის 8 აგვისტოს ალექსანდრე ბატონიშვილი იმერეთში დაბრუნდა. მისი დაბრუნების შემდეგ მეფე ერეკლესა და მეფე სოლომონს შორის ზავი დაიდო და ძველებურად კარგი ურთიერთობა დამყარდა. იმერეთში ჩასულ ალექსანდრეს სოლომონ მეფემ გააშვებინა მეუღლე, ევგენი აბაშიძის ქალი, რადგან იგი ამბოხებულებმა სპეციალურად შერთეს, სოლომონის ეს ქმედება პოლიტიკური თვალსაზრისით იყო ნაკარნახევი, რადგან აბაშიძეთა გვარი მუდმივად მტრობდა მას. გაყრის შემდეგ სოლომონმა ალექსანდრე ბერი წულუკიძის ქალზე, დარეჯანზე დააქორწინა. მაგრამ ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ 1780 წლის ოქტომბერში ალექსანდრე გარდაიცვალა. ალექსანდრე ბატონიშვილს დარჩა შვილი გიორგი (გოგია) დარეჯან წულუკიძიდან. უმემკვიდრეოდ დარჩენილ სოლომონ მეფეს კარგად ესმოდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იმერეთში ტახტისათვის ბრძოლა გაჩაღდებოდა, ამიტომ მემკვიდრედ თავისი ძმისწული, ქართლ-კახეთის მეფის კარზე აღზრდილი დავით არჩილის ძე გამოაცხადა. სოლომონ მეფის სახელოვან ბრძოლებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუხის ომი, რომელიც 1779 წლის ბოლოს გაიმართა. ოდიშის მთავარს ოსმალეთის წაქეზებით აფხაზეთიდან საფრთხე დაემუქრა. მიუხედავად იმისა, რომ კაცია დადიანი მუდმივად მტრობდა სოლომონს, მეფემ გაითვალისწინა კაციას თხოვნა და დაეხმარა. აფხაზეთის ნაწილი სამურზაყანო ოდიშის მთავარს ექვემდებარებოდა, თუმცა ის განუდგა მთავარს და შეუერთდა აფხაზეთის მთავარ ზურაბ, ქელაიშ-აჰმედბეგსა და ბექირ-ბეგს, რომელთაც ნიკო დადიანის ცნობით „შეკრიბნეს ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმაი და წარმოემართნენ დადიანსა ზედა.“ სოლომონ მეფე თავისი ჯარით მდინარე ენგურთან დაბანაკებულა დადიანის გვერდით, სადაც მოსულა ასევე სამ დასად დაწყობილი მტრის ჯარი. ბრძოლა 65 კაკაბაძე ს. თავგადასავალი იესე ოსესშვილისა, თბ., 1913, გვ. 112-113. 44 დაწყებულა მეორე დღეს, ზარბაზნებით აღჭურვილი აფხაზთა და ჩრდილო კავკასიელთა მრავალათასიანმა არმიამ სოლომონსა და დადიანის ჯარს შეუტია. „შეიქმნა საშინელი ბრძოლანი“. ბრძოლაში ჩაერთო უშუალოდ სოლომონ მეფე - „ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერთ-ოდიშართასა და მიუხთა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა განგლიჯა რაზმი.“ 66 სოლომონის რაზმი მტრის ჯარის მარჯვენა ფლანგის შუაგულში შეიჭრა, რასაც აფხაზთა ჯარში არევ-დარევა და მათი გაქცევა გამოუწვევია. რუხის ბრძოლაში მრავალი აფხაზი და ჩრდილო კავკასიელი დაღუპულა, გამარჯვებულებს მრავალი ტყვე წამოუყვანიათ ბრძოლის ველიდან. რუხის ომში გამარჯვებით სოლომონ მეფემ შეაჩერა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიიდან მომდინარე საფრთხე და ალაგმა შარვაშიძეთა თავნებობა, ამასთანავე მათი დამარცხებით სამეგრელოს სამთავროც გადაურჩა განადგურებას.67 დასავლეთ საქართველოს ძლევამოსილმა მმართველმა, თავისი ბოლო ლაშქრობა ქვემო გურიასა და აჭარას დაუკავშირა. იგი შეეცადა ამ მხარეში თურქული ზეგავლენა შეემცირებინა. ამ დიდ მამულიშვილურ საქმეში კვლავ ქართველთა ორგულობამ იჩინა თავი, მიუხედავად გასაიდუმლოებული სამხედრო ღონისძიებისა, სამეგრელოს მთავარ კაცია დადიანს ლაშქრობის გეგმა შეუტყვია და ფოთის ფაშასათვის უცნობებია.68 სოლომონ მეფეს თავის 6000 კაციანი ჯარით გაანთავისუფლა ქობულეთი და ჩაქვი. მაგრამ მოღალატეების დახმარებით ოსმალებმა ჩასაფრება მოაწყვეს ციხისძირთან, ნაჭიშკრევის ვიწრო გამოსასვლელში. ღალატის გამო სოლომონ მეფე დამარცხდა, ამ ბრძოლაში სოლომონს 600 კაცი დაუკარგავს, 200 კაცი კი ტყვედ წაუყვანიათ, 18 დიდკაცი დაღუპულა, ტყვეები სტამბოლს გაურეკიათ. 69 რომ არა ღალატი, სოლომონი აუცილებლად გაანთავისუფლებდა დასავლეთ საქართველოს ოსმალებისაგან, მაგრამ ეს მიუღებელი იყო როგორც ოსმალეთისათვის ასევე ოდიშისა და გურიის მთავრებისთვის. სოლომონ მეფის კიდევ უფრო გაძლიერებას 66 დადიანი ნიკო, ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები და ლექსიკონი დაურთო შ. ბურჯანაძემ, თბ., 1962, გვ. 180 67 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.91 68 იქვე. 69 ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. II, თბ., 1967, გვ. 171 45 ისინი საფრთხედ აღიქვამდნენ, მათთვის მიუღებელი იყო დასავლურ ქართული სახელმწიფოს სიძლიერე, სადაც აღარ იქნებოდა ტყვეთა სყიდვა და ქართული წეს– კანონები იმოქმედებდა, რომლის მიხედვითაც მათ იმერეთის მეფის უზენაესი ხელისუფლება უნდა ეღიარებინათ. 1781 და 1783 წლებში რაჭაში ილაშქრა. მან დახოცა მდინარე კინტრიშზე ჩამოსახლებული თურქები და ქურთები. ამით მან ლახვარი ჩასცა თურქეთის წამოწყებას ჩამოესახლებინა მაჰმადიანები აჭარა-გურიაში და გაეთურქებინა ადგილობრივი მოსახლეობა. 70 სოლომონ მეფემ იმერეთიდან ოსმალების გაძევების შემდეგ მიზნად დაისახა ოსმალები აჭარა-გურიიდანაც გაეძევებინა, რაც კიდევ ერთი დიდი ეროვნული საქმე იყო, სამწუხაროდ ამ საქმეშიც თავი იჩინა მთავართა ორგულობამ და მეფის გვერდით დგომის ნაცვლად ოსმალეთთან განაგრძეს მოკავშირეობა. ამით დადიანმა და გურიელმა საერთო ქართულ საქმეს დიდი ზიანი მიაყენეს, სოლომონ მეფემ თავგანწირვის ფასად ოსმალებს დასაყრდენი მოუშალა ძირძველ ქართულ მხარეში.71 სოლომონ მეფის მიერ წარმოებულ ეროვნულ – განმანთავისუფლებელ ბრძოლას ყოველთვის აფერხებდა გადაგვარებულ დიდგვაროვანთა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები დიდ ზიანს აყენებდა საერთო ქართულ საქმეს. დადიანმა და გურიელმა კიდევ ერთხელ უღალატეს სოლომონ მეფეს, რის გამოც რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა. მისი გამეფებისას 1752 წელს იმერეთის მოსახლეობა დაახლოებით 60-70 ათასი კაცი იყო. ტყვეთა სყიდვის აკრძალვამ და ოსმალთა განდევნამ იმერეთის ტერიტორიიდან შესაძლებელი გახადა გაზრდილიყო მოსახლეობის რიცხვი. სოლომონ მეფის მოღვაწეობის დასასრულისას თითქმის გაორმაგდა მოსახლეობა, ქალაქ ქუთაისში დაიწყო ეთნიკური ქართველების კვლავ დასახლება და გამრავლება. მ. გონიკიშვილის გამთვლით იმერულ კომლში საშუალდ 7 სული ითვლებოდა. ამგვარი ანგარიშით, 1782 წლის მონაცემებით (19010 კომლი), იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა 133070 სული 70 ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფო 1768-1784 წლებში. ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე I-II, თბ. 1961, Gგვ. 136. 71 ტყეშელაშვილი ლ. იმერეთის მეფე სოლომონ I დიდი, ქუთაისი 2016, გვ.79 46 უნდა ყოფილიყო. 72 იმერეთის მოსახლეობის ასე გაზრდა რა თქმა უნდა პირადად სოლომონ მეფის დამსახურება იყო. ჩაქვის ბრძოლაში განცდილ მარცხს მძიმედ უმოქმედია სოლომონ მეფეზე. დაუსრულებელმა განსაცდელებმა, ტრაგედიებმა, ბრძოლებმა და შეთქმულებებმა საბოლოოდ მეფის ჯანმრთელობა შელახა. სახელმწიფოებრივი საქმების გარდა მას ძალიან მძიმე დანაკარგები ჰქონდა მიღებული პირად ცხოვრებაში, ახლობელი ადამიანების ნაადრევად დაკარგვით. 1775 წელს სოლომონ მეფეს გარდაეცვალა ძმა არჩილ ბატონიშვილი; მომდევნო 1776 წელს მეფეს ახალგაზრდა ძმა და თანამოაზრე იოსებ კათალიკოსიც გარდაეცვალა მოულოდნელად; 1778 წელს მან დაკარგა საყვარელი მეუღლე მარიამ დადიანი; 1780 წელს გარდაიცვალა ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ალექსანდრე ბატონიშვილი. უახლოესი ადამიანების სიკვდილმა და, ბოლოს, ჩაქვის ბრძოლაში განცდილმა მარცხმა, ჯერ კიდევ ახალგაზრდა მეფე სიკვდილის პირას მიიყვანა. ქართველ ბაგრატიონთა შორის ერთ–ერთი გამორჩეული მეფე 1784 წლის 23 აპრილს, 49 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა . სოლომონ მეფე თავისი სურვილის შესაბამისად დაუკრძალავთ გელათის მთავარ სამეფო ტაძარში. სწორედ სოლომონ მეფის უდიდესმა ღვაწლმა განაპირობა მისადმი სიყვარული და არაერთი ლექსის მიძღვნ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 20.10.2020
ბოლო რედაქტირება 22.12.2021
სულ რედაქტირებულია 1





ბათუმის ხელშეკრულება 04 ივნისი 1918 წელი

2 0

ფონდი ქართუს მიერ რესტავრირებული ისტორიული ძეგლები

2 0

8000 მეტი სასულიერო პირი, მოიძიე გვარით, ითანამშრომლეთ

1 0

დალაგებულია ანბანის მიხედვით, 

წყალტუბო გამოჩენილი ადამიანები ითანამშრომლა ია კუხალაშვილი

2 0

ახმეტის რაიონში გარდაცვლილი მებრძოლები 1990 წლიდან, წიგნი ახმეტელი გმირები.

2 0

ერეკლე მეფის 300 წლისთავი 7 ნოემბერი 2020 მსვლელობის მონაწილეთა სია თელავი მცხეთა

1 0