სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11192

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
ნონა გაფრინდაშვილი დ.1941წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

მაქს.წარმატება 23 წლის

ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი გაფრინდაშვილი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

11       ბეჭდვა

ნონა გაფრინდაშვილი დ.1941წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ზუგდიდი სამეგრელო

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
19
4
3

ბიოგრაფია: დაიბადა ზუგდიდში 1941 წლის 3 მაისს მამა დაბადებულია სოფელი კორბოული, საჩხერე


სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1964, 73, 81, 83, 85), ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი (1969, 72). ჭადრაკის „ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი (ოქროს პრიზი).


საქართველოს ორგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი (1969, 75). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი (1964). ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით (1997) დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც გადაეცემა კაცთა და ქალთა ოლიმპიადების ჯამში საუკეთესო ქვეყანას. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი (1989-96) და საპატიო პრეზიდენტი (1996-იდან). საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-86). 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს. ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენის კავალერი (2001). ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 წელს მიენიჭა საერთაშორისო სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენი, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი და ევროპის ოლიმპიური კომიტეტის ორდენი.


დაიბადა ზუგდიდში მასწავლებელ ტერენტი გაფრინდაშვილისა და ვერა გრიგოლიას ოჯახში. იგი ექვს დედმამიშვილში მეხუთე შვილი და ერთადერთი ქალიშვილია.
ჭადრაკის თამაში ნონას 5 წლისას ასწავლეს ძმებმა. სწორედ მათი მეშვეობით მოხვდა ნონა ზუგდიდის ნაკრებში, რომელიც 1953 წლის ზაფხულში ბათუმში გამართულ მოსწავლეთა რესპუბლიკურ პირველობაში მონაწილეობდა.


ვახტანგ ქარსელაძე 1919-1966წწ 1947-1966წწ. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის ჭადრაკის კაბინეტის მასწავლებელი; მისი მოწაფეები იყვნენ ნ. გაფრინდაშვილი, ნ. ალექსანდრია, ე. კაკაბაძე, მ. ტოგონიძე, რ. ჯინჯიხაშვილი, თ. გიორგაძე, ი. ჩიქოვანი, დ. ჯანოევი, ა. ბოკუჩავა და სხვა; მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის მესაძირკვლე.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.892


სწორედ ამ ტურნირზე შეამჩნია ის ჭადრაკის ცნობილმა პედაგოგმა ვახტანგ ქარსელაძემ, მისთვის ჩვეული დიდი ინტუიციის წყალობით, მაშინვე გამოარჩია იგი: „შევამჩნიე, რომ მახვილი თვალი და პოზიციის შეფასების თავისებური უნარი ჰქონდა“.

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2012, კაუნასი, ლიეტუვა

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 2013, ოპატია, ხორვატია

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2013, პლოვდივი, ბულგარეთი

მესამე ადგილი(65წ. ბლიცი მამაკაცები)

ჭადრაკი - სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, პორტუ, პორტუგალია

პირველი ადგილი(65წ. ბლიცი)

ჭადრაკი - სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, პორტუ, პორტუგალია

მესამე ადგილი(65წ. რაპიდი მამაკაცები)

ჭადრაკი - სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, პორტუ, პორტუგალია

პირველი ადგილი(65წ. რაპიდი)

ჭადრაკი - სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, პორტუ, პორტუგალია

მეორე ადგილი(65წ. კლასიკური)

ჭადრაკი - სენიორებს შორის ევროპის ჩემპიონატი 2014, პორტუ, პორტუგალია

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - სენიორთა შორის ევროპის ჩემპიონატი 2018, დრამენი, ნორვეგია

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-15 საჭადრაკო ოლიმპიადა 1992, მანილა, ფილიპინები

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-12 საჭადრაკო ოლიმპიადა 1986, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-11 საჭადრაკო ოლიმპიადა 1984, სალონიკი, საბერძნეთი

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-10 საჭადრაკო ოლიმპიადა 1982. ლიუცერნი, შვეიცარია

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-9 საჭადრაკო ოლიმპიადა 1980, ლა ვალეტა, მალტა

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-8 საჭადრაკო ოლიმპიადა 1978, ბუენოს აირესი, არგენტინა

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-6 საჭადრაკო ოლიმპიადა 1974, მედელინი, კოლუმბია

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-5 საჭადრაკო ოლიმპიადა 1972, სკოპლე, იუგოსლავია

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-4 საჭადრაკო ოლიმპიადა 1969, ლიუბლინი, პოლონეთი

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-3 საჭადრაკო ოლიმპიადა 1966, ობერჰაუზენი, გფრ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა მე-2 საჭადრაკო ოლიმპიადა 1963, სპლიტი, იუგოსლავია

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1978, ბიჭვინთა, სსრკ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1975, ბიჭვინთა, თბილისი, სსრკ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1972, რიგა, სსრკ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1969, თბილისი, მოსკოვი, სსრკ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1965, რიგა, სსრკ

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - მატჩი მსოფლიო ჩემპიონობისათვის 1962, მოსკოვი, სსრკ


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 23.10.2020
ბოლო რედაქტირება 29.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16