სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო. სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო. სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე.  დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო.

1898-1993 წწ. გარდ. 95 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯიქია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

40       ბეჭდვა

სერგი ჯიქია 1898-1993წწ აკადემიკოსი, აღმოსავლეთმცოდნე. დაბ. სოფ. ონოღია, მარტვილი, სამეგრელო.

სერგი ჯიქია (დ. 20 ოქტომბერი1898 — გ. 1993) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში თურქოლოგიის ფუძემდებელი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი


დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დასციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი, 1945–1953 წლებში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი, 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე.


სერგი ჯიქიას სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია.

სერგი ჯიქიას ფუნდამენტური ნაშრომებია: „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“, „იბრაჰიმ ფეჩევის შრომები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“, „თურქულ-ლაზური ენობრივი ურთიერთობანი“. სერგი ჯიქიამ დიდი ამაგი დასდო ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. ის არის ლენინგრადსა და საქართველოში გამოცემული თურქული ქრესტომათიების ავტორი. ვიკიპედია


დაბადების ადგილი: სოფელი ონოღია, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი ენათმეცნიერების სპეციალობით. 1936 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა კათედრის გამგე და ყველა თურქოლოგიური დისციპლინის საუნივერსიტეტო კურსის პირველი ლექტორი; 1945-1953წწ. აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის პირველი დეკანი; 1960 წლიდან გარდაცვალებამდე გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თურქოლოგიის განყოფილების გამგე. მისი სამეცნიერო მოღვაწეობა მრავალმხრივი იყო: თურქული ფილოლოგია, თურქული ენების დიალექტოლოგია, თურქული ენის ისტორია, თურქულ-ქართული ენობრივი კონტაქტები, თურქული დოკუმენტებისა და ისტორიული წყაროების პუბლიკაცია. იგი არის 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  მისი ფუნდამენტური ნაშრომია გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის პუბლიკაცია. დიდი ამაგი დასდო მან ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონების შედგენა-რედაქტირებას, აზერბაიჯანული სკოლებისათვის ქართული ენის სახელმძღვანელოების შედგენას. იგი თურქული ქრესტომათიების ავტორია.


წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.- თბ., 1987.- გვ.568


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-1993)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1975 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი

ბიბლიოგრაფია




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 09.01.2023
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 08.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0