სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11832

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდა სინოდი
მიტროპოლიტი დავითი ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872-1935წწ  დაბ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია

1872-1935 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

წმიდა სინოდი

გვარი კაჭახიძე სია

სამტრედია გამოჩენილი ადამიანები სრული სია

734       ბეჭდვა

მიტროპოლიტი დავითი ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872-1935წწ დაბ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია

ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე - (15.X.1872, დაბ. დიდი ჯიხაიში, სამტრედია  - 19.III.1935, ქუთაისი), - სასულიერო პირი (დავითი).


„ერთ დროს იქნება ვინმემ დაიწყოს ქექვა სინოდის საქმეებში და გადაფურცლოს ჩემი ნაწერებიც და ვიქნე მის თვალში გაშავებული“ (მიტროპოლიტი დავითი. 1928 წ. 11 იანვარი). როგორც ჩანს მას სერიოზულად აწუხებდა ფიქრი „რას იტყვის ჩემზე შთამომავლობა.“ და ეს არც იყო გასაკვირი მიტროპოლიტ დავითის (კაჭახიძე) პიროვნების პირუთვნელად შეფასების გარეშე. XX საუკუნის I ნახევრის საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სრულყოფილად წარმოჩენა შეუძლებელია.


მიტროპოლიტი დავითი, ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე, დაიბადა 1872 წლის 15ოქტომბერს ქ. ქუთაისში. ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1899 წელს დაამთავრა ყაზანის სასულიერო აკადემია. 1898 წლის 8 მაისს ეკურთხა მღვდელ-მონაზონად. 1899 წელს დაინიშნა კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების მასწავლებლად. 1902 წელს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწეა. 1903 წლიდან სოლოკამსკის, ხოლო შემდეგ პოლოცკის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველია, 1905 წელს დონის სემინარიის რექტორია. 1907 წლის 4 ნოემბერს დავით კაჭახიძე საქართველოს ეგზარქოსმა ნიკონმა ალავერდელ ეპისკოპოსად აკურთხა. 1907 წლიდან იგი ეგზარქოსის სინოდალური კანტორის წევრი იყო. ეგზარქოსი ინოკენტი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსის უფლებების შემცირებას, მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი მოვიდა მათ დამცველად. განრისხებულმა ეგზარქოსმა იგი პიატიგორსკში გადაიყვანა 1912 წელს, სადაც მან გამოსცა ბროშურები, რომელშიც აკრიტიკებდა ინოკენტის პროექტს, რომელსაც „საქართველოს ეკლესიის დამცირების მიზნით გაკეთებულ ოინებს უწოდებდა.“ (5, 87). 1914 წლიდან 1917 წლამდე იგი ვინიცის ეპისკოპოსი იყო. საქართველოს მართლმადიდებლი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1917 წელს, იგი დაბრუნდა საქართველოში. პირველი საეკლესიო კრების დაწყვეტილებით ეპისკოპოსი დავითი დაინიშნა ურბნისის ეპისკოპოსად, 1921 წლიდან 1923 წლამდე იყო ჭყონდიდელი, 1923 წელს ბათუმ-შემოქმედელი, 1924 წელს მცირე ხნით ალავერდელი, ხოლო ქუთათელგაენათელი. მიტროპოლიტ ნაზარის ტრაგიკული აღსრულების შემდეგ გახდა ქუთათელ-გაენათელი ეპისკოპოსი. 1923 წლის 2 სექტემბერს ეკლესიო რეფორმების ჯგუფის მოწოდებით შედგა სამღვდელოების კრება ქუთაისში, რომელიც გახსნა ეპისკოპოსმა დავითმა. მისი აზრით, აუცილებელი იყო საქართველოს ეკლესიაში შესულიყო ცვლილებები თანამედროვე ცხოვრების მიხედვით. ეპისკოპოსი დავითი და დეკანოზი პლატონ ცქიტიშვილი (მიტროპოლიტ ნაზარის საეპარქიო სახლში გადამალული სიონის საპატრიარქო ტაძრის განძეულობის ადგილსამყოფელი ხელისუფლების წარმომადგენლებს დეკანოზმა პლატონ ცქიტიშვილმა შეატყობინა და მათი ნდობაც დაიმსახურა ს.ვ.) თბილისში დაუბრკოლებლად შევიდნენ მეტეხის ციხეში და კათოლიკოს–პატრიარქ ამბროსის მოსთხოვეს გადადგომა. უწმიდესმა ამბროსიმ ყურადღებით მოუსმინა მათ და უპასუხა: „თუ ჩვენი ეკლესიისათვის საჭიროა, მაშინ იძულებით უნდა ვიქნე გადაყენებული,“ ჩემი ნებით მე არ გადავდგები.“ (30,1523,17).


1925 წლის მარტში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი და საკათალიკოსო საბჭოს წევრები პატიმრობიდან გაათავისუფლეს. უწმიდესმა ამბროსიმ შექმნა კომისია, რომელსაც უნდა გამოეძიებინა ეპისკოპოს დავითის საქმიანობის კანონიერება. საკათალიკოსო საბჭოს დავალებით კომისიის სათავეში ჩაუდგა ალავერდელი ეპისკოპოსი მელქისედეკი (ფხალაძე). 1926 წლის 9 ნოემბრის განჩინებით ეპისკოპოსი დავითი გადაყვანილ იქნა მაწყვერელის კათედრაზე. ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ეპისკოპოს დავითის პროტესტი საკათალიკოსო საბჭოსადმი. ქუთათელი ეპისკოპოსი დავითი, რომელსაც ოფიციალური საერო ხელისუფლებისაგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა, წავიდა კიდევ უფრო დიდ კონფრონტაციაზე, მან 1926 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელობას სრული დაუმორჩილებლობა გამოუცხადა.


1926 წლის 25-28 დეკემბერს ქუთაისში მიმდინარე საეკლესიო კრების ერთ-ერთი ორგანიზატორი ეპისკოპოსი დავითი იყო. მისი ვიწრო პიროვნული შეუთავსებლობა საკათოლიკოსო საბჭოსთან, კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსისთან, კარგად გამოიყენეს საბჭოთა საოკუპაციო ხელისუფლებამ და შექმნა ორხელისუფლებიანობა ეკლესიაში. ეპისკოპოსი დავითი IV საეკლესიო კრების მიერ მიტროპოლიტად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ გამოცხადდა. ახლა უკვე იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა მისი ქმედებანი, რომ 1928 წლის 22 სექტემბერს საკათოლიკოსო სინოდმა გამოუცხადა საყვედური, რომელსაც ხელს აწერდნენ: უნეტარესი კათოლიკოსი პატრიარქი ქრისტეფორე III, ეპისკოპოსები: სიმეონი, პავლე, სტეფანე, ვარლამი, ეფრემი მელქისედეკი, იოანე. ამ შენიშვნამ მიტროპოლიტი დავითი ახალი შფოთისათვის აღანთო მან ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ უნეტარეს ქრისტეფორე III-ს შეუტია და როგორც კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მოითხოვა სინოდის საგანგებო სხდომის ჩატარება. 1930 წლის 12 თებერვალს შედგა საკათოლიკოსო სინოდი, მიტროპოლიტ დავითის მოსაწონი არავინ დარჩა საქართველოს ეკლესია საკათოლიკოსო სინოდმა არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და გადაწყვიტა მისი პენსიაზე გაშვება, მაგრამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ქრისტეფორე III-ს განკარგულებით გადაყვანილ იქნა ბათუმ-შემოქმედელად. ახლა იქ დაიწყო დაპირისპირებანი... იგი 1935 წლის 19 მარტს გარდაიცვალა ბათუმში, დაიკრძალა ქუთაისში, პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

მადლობა, მერაბ კაჭახიძე დავითის ძე, საქართველოს პარლამენტის წევრი (მამის ბიძაშვილი)

საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.18


მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935

მიტროპოლიტი დავითი — ერისკაცობაში ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე 1872 წლის 15 ოქტომბერს, ქუთაისის გუბერნიაში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება პატარა ექვთიმემ მამის მეთვალყურეობით მიიღო. 1883-1889 წლებში სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა, რომლის დასრულების შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში განაგრძო, რომელიც პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. შემდგომში იპოლიტე ვართაგავა მის შესახებ წერდა: „იგი ბავშობიდანვე განმარტოვებული იყო, სემინარიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ეკლესიურ, რელიგიურ საკითხებზე. ყველა ამხანაგი დარწმუნებული იყო, რომ ის ანაფორას ჩაიცვამდა. სემინარიაში მასწავლებლები მას ავალებდნენ ქადაგების დაწერას თბილისის ეკლესიებში წარმოსათქმელად...“ 1895 წელს, როგორც წარჩინებულ მოსწავლეს, რეკომენდაცია მიეცა ყაზანის სასულიერო აკადემიაში სწავლა გაეგრძელებინა. 1897 წლის 25 ოქტომბერს მესამე კურსის სტუდენტი, აკადემიის რექტორმა, ჩებოკსარის ეპისკოპოსმა ანტონმა (ხრაპოვიცკი) ბერად აღკვეცა და სახელად დავითი უწოდა. ქართულმა სამღვდელოებამ და საზოგადოებამ დიდი სიხარული განიცადა კიდევ ერთი ახალგაზრდა, ნასწავლი ბერის შემატებით. ამ მოვლენის შესახებ, ცნობილი იმერელი დეკანოზი დავით ღამბაშიძე თავის ჟურნალ „მწყემსში“ გახარებული წერდა: „ვინც ჩვენს ეხლანდელი დროის სამღვდელოების და საზოგადოების სასულიერო წოდების მდგომარეობას თვალს გადაავლებს, ვინც კარგად ჩაუკვირდება ჩვენი ეხლანდელი დროის ვითარებას და საზოგადო ასპარეზზე მუშაკთა შემცირებას, რასაკ- ვირველია, გული მწუხარებით აევსება და იმედს დაკარგავს ჩვენს მომავალზე. ყოველის მხრით გაისმის მწუხარება და ჩივილი, რომ აღარა გვყავს ნასწავლი პირები შავ სამღვდელოებაში, აღარავინ აცხადებს სურვილს ბერად წასვლისას ნასწავლთაგანებიო! ჩვენი მონასტრები, რომელთა წყალობით ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი სარწმუნოება და ზნეობა მთელ მხარეს ეფინებოდა და ხალხის გულში მაგრად ფესვს იდგამდა, დღეს თითქმის ცარიელდებიან. იმ მონასტრებში, სადაც წინათ ღვთის გალობა-ღაღადების ხმა ყოველ მსმენელს გულს უტკბობდა და ამაო ამ ქვეყნიერობის მწუხარებას უქარვებდა, იქ დღეს ერთადერთი მედავითნის გალობის ხმა ისმის მარტო და ისიც, ღმერთმან უწყის, რა კილოსია! ამაების შემხედვარეს, რასაკვირ- ველია, გული გიწუხს და სასოწარკვეთილებას ეძლევი. მაგრამ ეს უკანასკნელი დრო რაღაცა წაღმა მობრუნდა ჩვენთვის. ჩვენ დაუვიწყარ მწყემსმთავართა მაგალითს წაბაძა რამდენიმე პირმა და გამოვიდნენ ქრისტეს ყანაში სამსახურებლად, როგორც მაგალითებრ არქიმანდრიტი ლეონიდე, იღუმენი კირიონი და მღვდელ-მონაზონი დიმიტრი. ეხლა ჩვენ მივიღეთ ფრიად სასიხარულო ამბავი ყაზანის სასულიერო აკადემიიდან. ამ აკადემიის სტუდენტი ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე უკვე აღკვეცილა ბერად. ჩვენს გამოცემაში დაბეჭდილი მისი სტატიებიდან კარგად იცნობენ ჩვენი მკითხველები ექვთიმე კაჭახიძეს: თუ ვინ არის იგი, რა მიმართულების და რა ღრმა ზნეობის პატრონია. თუ როდესმე იყო საჭირო ჩვენთვის ჭეშმარიტი ქრისტიანობრივი ზნეობით და მტკიცე სარწმუნოებით აღჭურვილი კაცი, სწორედ ეხლა არის საჭირო. ჭეშმარიტად ამისთანა კაცების შეძენა ეხლანდელ დროში ჩვენი სასულიერო წოდებისათვის ფრიად შესანიშნავი და სასიხარულოა. ღმერთო, მოხედე საქართველოს ერს და შთაუნერგე შენი მსახურება უმჯობეს მის შვილებს და ნუ მოიძულებ ღვთისმშობლის წილხდომილს ივერიას!“ 1897 წლის 21 ნოემბერს მეუფე ანტონმა (ხრაპოვიცკი) მამა დავითს დიაკვნად დაასხა ხელი. იმ პერიოდში ყაზანის სასულიერო აკადემიაში მრავლად სწავლობდ- ნენ სხვა ქართველი სტუდენტებიც, რომელთა შორის იყვნენ: მღვდელი ბესარიონ ხელაია (შემდგომში კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი), მიხეილ ფხალაძე (შემდ...

34-2 საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.19

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)

... გომში კათოლიკოს-პატრიარქი მელქისედეკი), იპოლიტე ვართაგავა, სერგი გორგაძე და სხვანი. მამა ბესარიონი და მამა დავითი დიდი ნუგეში იყვნენ იქაური სტუდენტობისათვის. ისინი დიდი ძალისხმევით ახერხებდნენ სტუდენტებში ეროვნული სულისკვეთება შეენარ-ჩუნებინათ. ამის გამოძახილი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიის კარის ეკლესიაში მათ მიერ პერიოდულად ჩატარებული ქართული წირვა-ლოცვები. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „ივერია“ 1898 წელს: „14 იანვარს, ნინოობა დღეს, ყაზანის სასულიერო აკადემიის ეკლესიაში ქართულად იქნა გარდახდილი წირვა. სწირა I კურსის სტუდენტმა, მღვდელმა ბესარიონ ხელაიამ მეIII კურსის ბერ-დიაკვნის დავითის (ერობაში ექვთიმე კაჭახიძე) თანამსახურებით. წირვაზედ გალობდნენ თბილისის სემინარიის მოსწავლედ ნამყოფი ქართველიდა რუსი სტუდენტები და რამდენიმე საგალობელი ქართულის კილოთი იგალობეს. ამ ამბისა გამო იქაური რუსული გაზეთი „საეკლესიო უწყებანი“ აღნიშნავს განსხვავებასა და ღირსებას ქართულად წაკითხულის სახარებისას, სამოციქულოსას და ნათქვამ ასამაღლებლებისას და კვერექსებისას. წირვას დაესწრნენ ზოგიერთი პროფესორები, აუარებელი სტუდენტობა და მათი ყოვლადუსამღვდელოესობა, აკადემიის რექტორი“.


მარცხნიდან სხედან მღვდელ მონაზონი ნაზარი (ლეჟავა), არქიმანდრიტი დავით (კაჭახიძე) და არქიმანდრიტი ვიტალი. 1906 წლის სექტემბერი, კოჩაევოს ლავრა.

1898 წლის 8 მაისს ბერ-დიაკონი დავითი მღვდლად აკურთხეს. 1899 წელს სასულიერო აკადემია მან ღვთისმეტყველების მაგისტრის ხარისხით დაამთავრა, დაიცვა დიპლომი პატრისტიკაში და სამშობლოსა და დედაეკლესიის სამსახურს მოწყურებულმა მაშინვე საქართველოს მოაშურა. 1899 წლის 26 აგვისტოს ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონი კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად დაინიშნა. 1900 წლის 10 ნოემბერს თელავის სასულიე-რო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გაამწესეს. 1902 წლის 10 მარტს სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველის თანაშემწედ გადაიყვანეს. ამავე წლის 6 მაისს სამკერდე ოქროს ჯვრით დაჯილდოვდა. 1903 წლის 20 ოქტომბერს რუსეთში, პერმის ეპარქიაში, სოლოკამენის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველად გადაიყვანეს. 1905 წლის 14 მაისს ვიტებსკის სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა და არქიმანდრიტის წოდება მიენიჭა. 1906 წლის 25 აგვისტოს ნოვოჩერკასის რაიონში, დონის სა- სულიერო სემინარიის რექტორად განამწესეს. 1907 წლის შემოდგომაზე რუსეთის წმინდა სინოდმა არქიმანდრიტი დავითი ალავერდის ეპარქიის მღვდელ-მთავრად გამოირჩია. ამავე წლის 4 ნოემბერს აღესრულა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა. კურთხევის წესი შეასრულეს: საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა ნიკონმა (სოფისკი), იმერეთის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი), გორის ეპისკოპოსმა   პეტრემ (კონჭოშვილი) და ბაქოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (ვახნინი). კვერთხის გადაცემის შემდეგ ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა წარმოსთქვა გრძნობით აღსავსე სიტყვა, გთავაზობთ ამონარიდს ამ ქადაგებიდან: „რა მნიშვნელოვანი ეპიზოდია ჩემი ცხოვრებისა! რაოდენ დიდ საქმეს უნდა მივყო ხელი! რაოდენ ძნელ უნდა ვმწყმსო ცხოვარნი, ვიხსნა ადამიანები, ანუ განვწმინდო და განვანათლო სულები კაცთა, ვაზიარო ისინი საღმრთო ცხოვრებას; მივანიჭო მათ ჭეშმარიტი, უცვალებელი, მარადიული ბედნიერება! ვარ განა გა- მოსადეგი ამ მაღალი მსახურებისათვის?! მაქვს განა ამისათვის საკმარისი ძალები?! შემიძლია განა, მაგალითი ვიყო სხვათათვის?! გაიგებს კი ყველა, რას უნდა ვგრძნობდე, რაჟამს მოციქულებისა და სხვა მღვდელმთავრების წარმოდგენისას ვფიქრობ ჩემს წინაშე წარ-მომართულ ესოდენ მაღალ მსახურებაზე?! აღარას ვიტყვი ჩემს უძლურებებზე, ისინი ცნობილია ყველასათვის, ვისაც კი მოუწია საქმე ჰქონოდა ჩემთან. მაგრამ მე მწამს, რომ ქვეყნად ყოველი აღესრულება ღმრთის ნებით და ვიმედოვნებ, რომ იგი კეთილად წარ- მმართავს მე - სამომავლო მსახურებაში და არ დაუშვებს წარწყმედას ჩემსას. მე ვადგები მოციქულთა გზას მტკიცე სასოებით ღმრთის წყალობისა. და უმეტესად გთხოვთ თქვენ, მწყემსმთავარნო, მწყემსნო და ღმრთისმოყვარე ერისკაცნო, ილოცეთ ჩემთვის წინაშე ღმრთისა, რათა მომცეს მან ძალა და სიმტკიცე მაღალი და საძნელო მსახურების აღსასრულებლად“. 1912 წლის 17 აპრილს ყველასათვის მოულოდნელად ეპისკოპოსი დავითი ჩრდილოეთ კავკასიაში, პიატიგორსკის ეპარქიის მმართველად გადაიყვანეს. ამის მიზეზად სახელდებოდა მისი დაპირისპირება საქართველოს ეგზარქოს ინოკენტისთან (ბელიაევი). ეგზარქოსი შეეცადა გურია-სამეგრელოსა და იმერეთის ეპისკოპოსების უფლებების მინიმუმამდე შემცირებას, მაგრამ მეუფე დავითი წინ აღუდგა ამ განზრახვას. ამით განრისხებულმა ინოკენტიმ წმინდა სინოდს მისი

34-3 საპატრიარქოს უწყებანი N34 12-18ნოემბერი 2009წ გვ.20

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)



საქართველოდან გაძევება მოსთხოვა, რაც მალევე სისრულეში მოიყვანეს. ძვირფას მღვდელმთავართან განშორება ძლიერ განიცადა მაშინდელმა ქართულმა ინტელიგენციამ და საზოგადოებამ. მეუფე დავითის ძმის შთამომავლებთან, ოჯახში შემორჩენილია წერილი, რომელიც საგანგებოდ მის გადაყვანასთან დაკავშირებით დაიწერა: „ძვირფასო მწყემს-თმთავარო! თქვენი მეუფების მოულოდნელი წასვლა, საქართველოს მრავალჭირნახულ ეკლესიის სამწყსოს მიტოვება და სხვა ადგილას სამოღვაწეოდ გადასვლა მწარე საგონებელში აგდებს საქართველოს ერს. მით უფრო სამწუხაროა ეს გარემოება, რომ თქვენი მწყემსთმთავრული მოღვაწეობა ჯერ კიდევ დიდად ესაჭიროებოდა საზოგადოებას და თქვენც, სულით და გულით მასთან დაკავშირებული, არ მოიწადინებდით მის მიტოვებას, რომ რომელსამე მძიმე საქმეს არ აეძულებინეთ... ივერიის ეკლესია შეჩვეულია დროთა ბრუნვის ცვალებადობას. იგი დამშვენებულია მრავალ წარჩინებულ მღვდელმთავართა მოღვაწეობით, რომელთაც ჩვენი საქართველოსადმი მოწამეობრივი ღვაწლიც კი მიუძღვისთ. ისინი მუდმივ მზად იყვნენ ყველაფერი აეტანათ, ოღონდ კი წმინდად დარჩენილიყვნენ თავის რწმენასთან და საქვეყნო მოღვაწეობასთან. ეს იყო შორეულ წარსულში, მაგრამ, სამწუხაროდ, არც ეხლა არის საიშვიათო ამგვარი მოვლენა: ჯერ საზოგადოებას თქვენი წინამოადგილე მღვდელმთავრის ხვედრი არც კი გამოუგლოვია და ეხლა ასე მალე თქვენც იძულებული ბრძანდებით, დასტოვოთ სამშობლო ქვეყანა... მაგრამ, სადაც უნდა წაბრძანდეთ, თან წარიღებთ მრავალ თქვენ პატი- ვისმცემელთა გრძნობას, და თან გაგჰყვებათ ის სიყვარული, რომლითაც თქვენდამი არის გამსჭვალული ქართველი საზოგადოება! იგი არ შესწყვეტს თქვენთან სულიერ კავშირს, რაც უნდა შორეული იყოს თქვენი ადგილ-სამყოფელი, - იგი მუდამ თქვენი იქნება, - მას მანძილი და მოშორება ვერ გაანელებს! სადაც უნდა შეგხვდეთ წასვლა, აზრი და მისწრაფება თქვენი მაინც ყოველთვის პატარა ივერიისკენ გამოინავარდებს და ეს იმედი, თქვენის წასვლით დაობ-ლებულთ, ნუგეშის მომცემად მოგვევლინება...ივერიის მფარველმა ღვთისმშობელმა გიწინამძღვროთ ყოველს საქმეში, ძვირფასო მწყემსთმთავარო, ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), 1916 წელი მოგცეთ მხნეობა და ძალა ჩვეულებრივის სიმედგრით მწყემსთმთავრობისა, გუნდმა, საქართველოს  ეკლესიისათვის თავდადებულ მწყემსთმთავართა,  მოგივლინოთ სულიერი სიძლიერე და გულწრფელმა  გრძნობამ თქვენი მეუფების პატივისმცემელ შვილთა შეგიმსუბუქოსთ მძიმე ხვედრი, იმ წმინდა ჯვრის სასიქადულოდ და ღირსეულად სატარებლად, რომელიც თქვენს მეუფებას ცხოვრების მრწამსად და დი ად მიზნად დაუსახავს. 1912 წლის ნოემბერი“. წერილს თან ახლავს უამრავი ხელმოწერა, მათ შორის: აკაკი წერეთლის, იაკობ გოგებაშვილის, ივანე ჯავახიშვილის, თედო ჟორდანიასი, დეკანოზ ნიკიტა თალაკვაძის და სხვათა.

საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.12

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935

ჩრდილო კავკასიაში გადაყვანილი მეუფე დავითი დიდ ნუგეშად მოევლინა სამშობლოს მოწყვეტილ თანამემამულეებს, განსაკუთრებით კი ალაგირელ ქართველობას. 1912 წლის დეკემბრის თვეში იგი პირველად ეწვია ქ. ალაგირს. აი, რას წერდა ამის შესახებ გაზეთი „იმერეთი“ თავის ერთ-ერთ ნომერში: „ეს პირველი მაგალითია, რომ ალაგირს სწვევოდეს ქარ- თველი მღვდელმთავარი. აქაური ქართველი საზოგადოება აღტაცებით დაუხვდა ძვირფას სტუმარს. როცა გაიგეს ეპისკოპოსი დავითი მობრძანდებაო დარგ-კოხში მიაგებეს თავისი წარმომადგენლები. გარდა ამისა ალაგირიდან რამდენიმე ვერსის მანძილზე დაახვედრეს ცხენოსანთა რაზმი დროშით, რომელზედაც მისალმების ზეწარწერა იყო. ყოვლადსამღვდელო დავითმა ქართული სკოლის დარბაზში ილოცა მწუხრი და ცისკარი ქართულ ენაზე. აქაური ქართველობა ქართულ წირვა-ლოცვას დანატრებულია. ეკლესიაში ქართულად მხოლოდ „უფალო შეგვიწყალეს“ თუ გაიგონებენ, თორემ სხვაფრივ მღვდელმოქმედება და წირვა-ლოცვა ყოველთვის სლავურ ენაზე სრულდება. რომ შეიტყვეს, საღამოს ლოცვა ქართულ ენაზე იქნებაო, იმდენი ხალხი მოზღვავდა, რომ სკოლის ფართო დარბაზში ტევა არ იყო და გარეთ იდგნენ მლოცველნი. ყოვლადსამღვდელო დავითმა გრძნობიარე სიტყვა წარმოსთქვა, თვითინ გული აუჩუყდა და მსმენელთაგანაც მრავალი ააცრემლა. აქა-იქ ქვითინიც კი გაისმა. „ნივთიერი კეთილდღეობა თქვენ აღარ გაკავშირებთ თქვენს სამშობლოსთან - ბრძანა სხვათა შო-..

35-2 საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.13

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)

... რის მღვდელმთავარმა — მაგრამ თქვენი მოვალეობაა აქ, ამ უცხო მხარეს უფრო გაუფრთხილდეთ ქართველის სახელს. ერიდეთ ადამიანის ღირსების დამამცირებელს ქცევას, რომ ამით სახელი არ გაუტეხოთ მთლად საქართველოს. თქვენის ყოფა-ქცევით არავის მისცეთ საბაბი ქართველობაზე ცუდი აზრი შეიდგინოსო“. ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივ ეკლესიაშიც სწირა. წირვა შესრულებულ იქნა სამ ენაზე: რუსულ-ქართულ-ოსურად. წირვის შემდეგ ქართული სკოლის დარბაზში შეიკრიბა ქართველი საზოგადოება და ძვირფასი სტუმრის პატივსაცემად საზოგადო ნადიმი გაიმართა. ყოვლადსამღვდელომ ადგილობრივი სკოლებიც დაათვალიერა და მოწაფეები გამოსცადა. ინახულა ქართველთა მოსახლეობა და გაეცნო მათს ნივთიერ მდგომარეობას. ხალხი აღტაცებული დარჩა ჩვენი თანამემამულე მღვდელმთავრის მობრძანებით“. 1913 წლის 6 მაისს მეუფე დავითი წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1914 წლის 14 თებერვალს კი ვინიცკის ეპისკოპოსად გადა-იყვანეს. 1917 წლის 25 მარტს სვეტიცხოველის საპატრიარქო ტაძარში ჩატარებული წირვის შემდეგ აღსდგა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. რუსეთში გადასახლებულ ქართველ სასულიერო პირებს საშუალება მიეცათ დაბრუნებოდნენ მშობლიურ ქვეყანას და ეკლესიას. მეუფე დავითი საქართველოში 1917 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და საკათოლიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით, ამავე წლის 1 ოქტომბერს ურბნისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. ახლად დანიშნულ მღვდელმთავარს თითქმის ნუ- ლიდან მოუხდა ყველაფრის დაწყება. ეპარქიაში ჩასულ ეპისკოპოს დავითს გორში არც რეზიდენცია დახვდა და არც კანცელარიის დასაბინავებელი ადგილი. ამასთან დაკავშირებით, მან რამდენჯერმე მიმართა საქართველოს მენშევიკურ მთავრობას დახმარებისათვის. ერთ-ერთი ასეთი მიმართვა თბილისში 1919 წლის 8 თებერვალს გააგზავნა: „ურბნისის ეპისკოპოს და მის კანცელარიას დღევანდლამდის არ მოეპოვება ბინა ქალაქ გორში. ეკლესიები ამ ეპარქიისა ვერ გაიღებენ ვერავითარ ხარჯს ამ საკითხისათვის და არც მოქალაქეთა შორის არის შესაძლებელი ამ თანხის მოგროვება. ამის გამო ურბნისის საეპარქიო საბჭომ 1919 წლის 5 თებერვალს გამოიტანა შემდეგი განჩინება. ეთხოვოს საკათოლიკოსო საბჭოს, რათა მან იშუამდგომლოს განათლების მინისტრის წინაშე, რომ გორში ყოფილი სასულიერო სასწავლებლის შენობაში, რომელიც შეადგენს ურბნისის ეპარქიის კუთვნილებას, გამგისბინა ამ სასწავლებლისა დაეთმოს ეპისკოპოსს და მის კანცელარიას, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსე-ნებული სასწავლებლის ხელმძღვანელობამ აძლიოს ურბნისის საეპარქიო საბჭოს ბინის დასაქირავებლად არა ნაკლებ 3. 000 მანეთისა წელიწადში. გთხოვთ, ეს საქმე დაგვიჩქაროთ“. 1919 წელს მეუფე დავითი საკათოლიკოსო საბჭოს წევრად აირჩიეს. 1920 წლის ივლისში თავისი თხოვნით ურბნისის ეპარქიის მმართველობისაგან გათავისუფლდა. 1921 წლის 23 ნოემბერს ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდისის ეპარქიის მართვა-გამგეობა დაევალა, ხოლო 1922 წლის 29 აპრილიდან მხოლოდ ჭყონდიდელი ეპისკოპოსია. ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობის ჟამს ეპისკოპოსი დავითი ეპარქიის სამღვდელოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ადგი-ლობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმე დღით დააპატიმრა. 1924 წლის 9 მარტს საკათოლიკოსო საბჭომ იგი დროებით ალავერდის ეპარქიაში განამწესა. 1924 წლის 1 ნოემბერს მეუფე დავითი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს. თუ რა მძიმე მდგომარეობა დახვდა მას ეპარქიაში, კარგად ჩანს 1926 წლის 19 თებერვლით დათარიღებულ წერილში: „პატივისცემით მოვახსენებ საკათოლიკოსო საბჭოს, თუ რა მდგომარეობა იყო 1925 წელს იმერეთის ეპარქიაში. ვიტყვი მოკლედ, როგორი

35-3 საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.14

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(გაგრძელება)

იყო საეკლესიო ცხოვრება ეპარქიაში - ვგოდებ და ვიგლოვ მე! ანარქია... ქაოსი... მოსალოდნელი იყო, რომ ეკლესიის გახსნის შემდეგ მორწმუნეებს მოენატრებოდათ ეკ-ლესიაში სიარული და სამღვდელოებას მეტი პატივისცემით მოეპყრობოდენ. გარნა სინამდვილემ იმედები გაგვიცრუა. სამღვდელოება ერთხმად აცხადებს, ხალხი ეკლესიაში არ დაიარება და მღვდლის შენახვაზე არ ზრუნავსო. მეც თვითონ მოწმე ვარ იმისა, თუ როგორი გულგრილია ხალხი ღვთისმსახურებისადმი. რადგან ხალხი ეკლესიაში იშვიათად და ნაკლებად დაიარება, საეკლესიო სანთელი არ იყიდება, ეკლესიაში შემოსავალმა იკლო. საეკლესიო ნივთები არ მოიპოვება. ეკლესიები მეტად ღარიბულად არიან ( მოწყობილი. ეკლესიური მიმართულება ძალიან მისუსტებულია რაჭაში, ქვემო იმერეთში, ხონის, სამტრედიის, ჯიხაიშის რაიონებში. 2 ლეჩხუმმა მოახდინა შედარებით ( კარგი შთაბეჭდილება. რადგანაც ბევრმა მღვდელმა მიატოვა საეკლესიო სამსახური, საჭირო შეიქმნა ახლების კურთხევა. ყველგან არ ხერხდება შეერთება სამრევლოებისა. მთაგორიანი სოფლები ერთმანეთს დაშორებულია და მოსახლეობა გაფანტული ცხოვრობს. როცა რომელიმე მღვდელს ვეტყოდი, მინდა ეკლესიები მოვინახულო-მეთქი, სიხარულს გამოხატავდნენ, მაგრამ როცა უკვე მოვემზადებოდი სამოგზაუროდ, სხვა საქმეს გამოიძებნიდა.


სხედან მარცხნიდან: სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრის არქი- მანდრიტი პავლე (ჯაფარიძე), ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იოანე (მარღიშვილი), პათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი (ხელაია), ჭყონდი- დელი ეპისკოპოსი დავითი (კაჭახიძე), ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტე- ფორე (ციცქიშვილი). დგანან. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გაბრიელ ჩაჩანიძე (შემდგომში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი), სიონის საპატრიარქო ტაძრის მთავარდიაკონი სიმონ (სიკო) მონასელიძე, სიონის საპატრიარქო ტაძრის დიაკონი ნიკოლოზ ბოლღაშვილი, თბილისის წმინდა ესტატეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ლაზარე ნათიძე, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, მღვდელ მონაზონი ეფრემი (სიდამონიძე). ფოტო გადაღებულია 1922 წლის 14 ოქტომბერს სვეტიცხოველის ტაძრის ეზოში 

მე მაინც მოვინახულე ლეჩხუმი, შორაპანის და არგვეთის ოლქის 11 ეკლესია. როგორც მთავარხუცესთა შემოტანილი სიებიდან ჩანს, 1925 წელს მოქმედი იყო: ქუთაისის ოლქში 177, შორაპანის ოლქში - 130, რაჭაში - 18, ლეჩხუმში - 41, სვანეთში - 16. საეპარქიო მდგომარეობა მთელი წლის განმავლობაში ძალიან მოდუნებული იყო. მონასტრები გაუქმებულია, გარდა მათხოჯის დედათა მონასტრისა. აქ ეკლესია ჯერ არ გაუხსნიათ. ღვთისმსახურება სრულდება დიდ ოთახში. მონასტერში ძალიან ღარიბად ცხოვრო- ბენ. მღვიმევის მონასტრის ტაძარი გახსნილია, როგორც სამრევლო ეკლესია. მოწამეთის ეკლესიის დაბრუნება უმაღლესი მთავრობის მიერ ნებადართულია, მხოლოდ ჯერ სისრულეში არაა მოყვანილი. შიშობენ, მონასტერი არ იქნეს აღდგენილიო. მე მივეცი წერილი, რომ სასულიერო მთავრობა არ შეეცდება მონასტრის აღდგენას. გელათის შესახებ ამბობენ: შეიძლება დაგვიბრუნონ წმინდა გიორგის ტაძარი, როგორც სამრევლოს ეკლესია. ესეც კარგი იქნება. მღვდელმონაზვნები მსახურობენ სოფლებში, როგორც მღვდლები. მიტროპოლიტის ბინაში და საეპარქიო კანცელარიის სახლში მოთავსებულია ბავშთა თავშესაფარი. არც საეპარქიო სანთლის ქარხანაა და არც საწყობი. ეკლესიები ყიდულობენ სანთელს კერძო პირთაგან. ნებადართულია, საეპარქიო კანცელარიის არქივი 5 წლის საქმეები და საეკლესიო წიგნები წავიღოთ უკან. კომისიას მღვდელთაგან დავავალე ამ საქმის შესრულება“. მეუფე დავითი 1926 წლის 9 ნოემბერს საკათოლიკოსო საბჭოს დადგენილებით აწყურის ეპარქიაში და- ინიშნა და დროებით დაევალა ურბნისის ეპარქიის მართვა-გამგეობა. 1926 წლის 24 დეკემბერს ქუთაისში მომხდარმა საეკლესიო კრებამ იგი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად დატოვა და მიტროპოლიტის წოდება მიანიჭა. 1927 წლის 21-27 ივნისს ჩატარებულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის IV კრებაზე მიტროპოლიტი დავითი გამოცხადდა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ. 1930 წლის 8 ივლისს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში დაინიშნა. 1932  წლის 13 აპრილს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტ-..

 

ეპისკოპოსი დავით კაჭახიძე და დეკანოზი ზაქარია ლუკაშვილი. 1916 წელი.

35-4 საპატრიარქოს უწყებანი N35 19-25ნოემბერი 2009წ გვ.15

მიტროპოლიტი დავითი (კაჭახიძე) 1872-1935(დასასრული)

... რატემ (ცინცაძე) სკუფიაზე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. 1934 წელს ხელისუფლებამ დახურა ბათუმ-შემოქმედის ეპარქია და მისი მღვდელმთავარი, მიტ-როპოლიტი დავითი აიძულა ეპარქია დაეტოვებინა. იგი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი დღეები გაატარა. 1935 წლის 19 მარტს ქუთაისში მყოფი მეუფე დავითი მცირე ხნის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მეუფის ცხედარი, 23 მარტს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძრის სამხრეთ კარიბჭესთან დიდი პატივით დაასაფლავეს. მეუფე დავითი სისტემატიურად თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ ჟურნალებსა და გაზეთებში. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის ქადაგებათა I ტომი. გამოსაცემად მზადაა და 2010 წლის იანვარში გამოიცემა მისი ქადაგებანის II ტომიც. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ზაქარია ჭიჭინაძე მიტროპოლიტ დავითის შესახებ წერდა: „ეპისკოპოსი დავითი სადაც კი სწავლობდა, ყველგან სამაგალითო მოწაფე გახლდათ, სათნო თვისების, დინჯი ხასიათის, სამაგალითოდ კაცთმოყვარე, ამასთანავე სწორი და მართალი ყველა ამხანაგის წინაშე. სიმართლე და ჭეშმარიტება მის გულსა და სულს ალმასივით ეწყობოდა, იგი ერთი სამაგალითო მისაბაძი გახლდათ. დავითს პატარაობის დროსვე ეტყობოდა დიდი მამულიშვილობა, ეს საოცრება იყო იმ დროის კოსმოპოლიტიკურ ხანაში, ვინაიდან მაშინ ქართველთ მამულიშვილობა უმეცრად მრავალთაგან ადვილად უარყოფილი გახლდა, იმ დროის სემინარიის მოწაფეთაგან“.

Давид (Качахидзе) (1872 - 1935), митрополит Батумский и Шемокмедский

В миру Качахидзе Евфимий Окропирович, родился 15 октября 1872 года в семье протоиерея Имеретинской епархии Окропира Качахидзе [1].

В 1895 году окончил Тифлисскую духовную семинарию по I разряду [2] и поступил в Казанскую духовную академию. 25 октября 1897 года, будучи студентом третьего курса, принял монашеский постриг с наречением имени Давид, а 21 ноября того же года был рукоположен во иеродиакона. 8 мая 1898 года был рукоположен во иеромонаха.

Закончил академию в 1899 году со степенью кандидата богословия и 26 августа того года был назначен инспектором школ Общества восстановления православного христианства на Кавказе.

10 ноября 1900 года был определен преподавателем грузинского языка в Телавском духовном училище.

С 10 марта 1902 года - помощник смотрителя Мингрельского духовного училища в Ново-Сенаках.

Затем служил смотрителем духовных училищ, с 20 октября 1903 года Соликамского, а с 25 ноября того же года - Полоцкого.

14 мая 1905 года был назначен ректором Витебской духовной семинарии с возведением в сан архимандрита.

С 25 августа 1906 года - ректор Донской духовной семинарии в Новочеркасске.

4 ноября 1907 года был хиротонисан во епископа Алавердскоговикария Грузинской епархии.

17 апреля 1912 года назначен епископом Пятигорским, викарием Владикавказской епархии.

14 февраля 1914 года переведен на Винницкое викариатство Подольской епархии.

В 1917 году примкнул к вновь провозглашенной автокефальной Грузинской Православной Церкви и 1 октября того года был определен в её составе епископом Урбнисским.

23 ноября 1921 года ему было поручено управление Чкондидской и Шемокмедской епархией, а 29 апреля 1922 года он был утвержден на этой кафедре.

По некоторым данным в 1923-1924 годах упоминается епископом Батумским [3].

С 9 марта 1924 года - вновь епископ Алавердский, теперь как правящий архиерей.

1 ноября того же года ему было поручено управление Кутаисской и Гаенатской епархией.

По постановлению Католикосского Совета от 3 ноября 1926 года был перемещен на Ацкурскую кафедру [4].

По постановлению временного управления Грузинской Церкви от 3 января 1927 года оставлен на Кутаисской и Гаенатской кафедре с возведением в сан митрополита [5].

По постановлению Католикосского Синода от 6 июня 1930 года перемещен на Батумскую и Шемокмедскую кафедру.

Скончался скоропостижно 19 марта 1935 года в Кутаиси и 23 марта был похоронен в местной Петропавловской церкви.

Награды

  • крест на клобук (Постановлением Католикосского Синода от 13 апреля 1932)

Труды

  • "Религиозно-нравственное воспитание детей," Православный собеседник, 1900, янв., 20.
  • К вопросу об автокефалии Иверской церкви, 1912.
  • "Самоисправление и тренировка воли":

Литература

  • Церк. Вед., 1907, № 38, 345; 1911, № 5, 15; 1912, № 6, 41; № 17, 101; 1914, № 8, 51; 1915, № 43, 494.
  • Приб. к "ЦВ", 1907, № 50, 2255-2259.
  • Русск. Паломн., 1912, № 33, 507.
  • Мисс. Кален., 1907, 131.
  • Прав. Собес., 1901, февраль, 104, 107.
  • Состав Св. Прав. Всер. Син. и Рос. Церк. Иерархии на 1917 год, 246-247.
  • Булгаков, 1399.
  • БЭЛ, т. IX, стб. 53.
  • ФКМ.

Использованные материалы



[1]  РГИА, Ф. 796 Оп. 437 Д. 1289 - http://www.fgurgia.ru/old/showObject.do?object=179391022

[2]  "Выпускники Тифлисской духовной семинарии 1895 года", генеалогический сайт Бовкало А.А., http://www.petergen.com/bovkalo/duhov/tiflissem.html

[3]  По http://hierarchy.religare.ru/h-orthod-gruzep1.html. Страница сайта "Русское Православие," http://www.ortho-rus.tk/cgi-bin/ps_file.cgi?2_266, об этом назначении не говорит.

[4]  Согласно странице сайта Русское Православиеhttp://ortho-rus.ksproject.org/cgi-bin/ps_file.cgi?2_266 (зеркало) - в это время ему также было поручено временное управление Урбнисской епархией. По данным изданий მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე. საქართველოს საეკლესიო კანონების კრებული. გამომცემლობა "საქართველოს მაცნე", თბილისი, 2017 и სერგო ვარდოსანიძე. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.), თბილისი, 2017 - Урбнисской кафедрой в это время не управлял.

[5]  http://www.ortho-rus.tk/cgi-bin/ps_file.cgi?2_266 указывает что "По указу 12-го Собора Грузинской Церкви от 27 июня 1927 г. назначен местоблюстителем Патриаршего престола всея Грузии." Однако, это противоречит известной дате избрания на католикосский престол митрополита Христофора (Цицкишвили) (см.).


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.11.2020
ბოლო რედაქტირება 22.09.2025
სულ რედაქტირებულია 12





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0