სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
სიმონა დოლიძე 1885-1911წწ ფირალი დაბ. სოფ. ამაღლება ჩოხატაური გურია

1885-1911 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი დოლიძე სია

ჩოხატაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

35       ბეჭდვა

სიმონა დოლიძე 1885-1911წწ ფირალი დაბ. სოფ. ამაღლება ჩოხატაური გურია

სიმონა დოლიძე ცნობილი გურული ფირალი და ტერორისტი დაიბადა 1885 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ამაღლებაში ,


კომიტეტის დავალებით სიმონა დოლიძემ არაერთი მოღალატე გამოასალმა სიცოცხლეს . მან მოკლა თავისი სოფლის ორი მამასახლისი წეროძე და კეკელიძე , წეროძის მკვლელობის გამო სოფელს დიდი გადასახადი შეაწერეს კეკელიძემ სიმონა დოლიძის ცოლი თავისთან დაიბარა და შეურაწყოფა მიაყენა სილა გაარტყა და ქმრის გაცემა მოსთხოვა , როცა ეს დოლიძემ შეიტყო კეკელიძე მოკლა. გადმოცემის თანახმად ის იყო საშუალო ტანის , მას ახასიათებენ როგორც გულკეთილ და თავმდაბალ ადამიანს , თუმცა უსამართლობას რომ დაინახავდა პასუხ გაუცემელი არ ტოვებდა . 1911 წელს დოლიძემ გურიის დატოვება გადაწყვიტა და ბათუმისკენ წავიდა მას თან ახლდა მისი სახლიკაცი ანდრო დოლიძე და ფირალი მელქისედეკ ბურჭულაძე , სოფელ ნატანებში ისინი შეჩერდნენ და დასასვენებდალ ნალიაში შევინდენ , ხოლო შემდეგ ანდრო დოლიძე საჭმლის მოსატანად გაგზავნეს . სიმონა არ ელოდა ღალატს რადგან ანდრო დოლიძე ძმად ჰყავდა შეფიცული . გზად წამოსული დოლიძე სოფელ მერიაში პროპორშჩიკ ივანე ჯაფარიძეს გადაეყარა და ფირალები გასცა . ჯაფარიძემ თავისი ჯარით ალყა შემოარტყა ნალიას , ნალიიდან პირველი სიმონა გადმოხტა და ფეხში დაიჭრა , ხოლო ბურჭულაძემ გაქცევა მოასწრო , დაჭრილმა დოლიძემ მაინც მოახერხა ივანე ჯაფარიძის მოკვლა მაგრამ იმ დღეს სიმინა დოლიძეც მოკლეს 1911 წლის 25 სექტემბერს. 


გადმოცემით, დაჭრილ დოლიძეს მაუზერი თავდამსხმელებისთვის გადაუგდია. ჯაფარიძეს ეს რომ დაუნახავს ბურჭულაძისთვის თავი დაუნებებია და მაუზერისკენ გამოექანა, სიმონას ის მეორე მაუზერით მოკლავს. ცნობილია, რომ სიმონა დოლიძე ორ მაუზერს ატარებდა — კონდახიანს, რომელიც თოფის მაგივრობას უწევდა და მეორე უკონდახოს. ასევე ხმარობდა თოფს და რევოლვერს.

სხვა ვერსიით ივანე ჯაფარიძე არა სიმონა დოლიძემ, არამედ მისმა მოადგილემ მოკლა პირადი ინტერესის გამო, და იმ დროს, რომ სიმონა დოლიძეს დაბრალებოდა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.11.2020
ბოლო რედაქტირება 10.10.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0