სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
სალომე მელია დ.1987წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ბათუმი აჭარა
ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი მელია სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

38       ბეჭდვა

სალომე მელია დ.1987წ. მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკი დაბ. ბათუმი აჭარა

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება
1
3
5

სალომე მელია დაიბადა 1987 წლის 14 აპრილს ქალაქ ბათუმში. სალომემ ჭადრაკის თამაში ბავშვობაში შეისწავლა. სალომეს პირველი მწვრთნელი მამამისი — გენადი მელია იყო.სამართალმცოდნე. საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის. საერთაშორისო ოსტატი მამაკაცთა შორის.  დაჯილდოებულია  საქართველოს  პრეზიდენტის  საპატიო  სიგელით,  საქართველოს  ეროვნული  ოლიმპიური  კომიტეტის (სეოკი) მედლითა  და  საპატიო  სიგელით.  სპორტის რაინდი. პრეზიდენტის სტიპენდიანტი.   საქართველოს  ჭადრაკის  ფედერაციის  2013  წლის  და  აჭარის  მრავალგზის  საუკეთესო  სპორტსმენი. ფიდეს  შშმ პირთა კომისიის წევრი.  აჭარის  ჭადრაკის  ფედერაციის  პრეზიდენტი.    ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი;  ევროპის ორგზის ჩემპიონი  და ორგზის პრიზიორი; საქართველოს  სამგზის ჩემპიონი  და ოთხზგის პრიზიორი. ქალთა  შორის  საქართველოს  ჩემპიონი  და ხუთგზის პრიზიორი; ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატების ორგზის ვიცე-ჩემპიონი (კლასიკურ და სწრაფ ჭადრაკში) და ერთგზის ბრინჯაოს მედალოსანი; ნონა გაფრინდაშვილის თასის  მფლობელი. მსოფლიოს გუნდური ჩემპიონი, ოთხგზის პრიზიორი და პირად დაფაზე ორგზის ოქროს მედალოსანი.  მსოფლიოს საჭადრაკო  ოლიმპიადის პრიზიორი გუნდურ და პირად ჩათვლაში. ევროპის  გუნდური ჩემპიონატების სამგზის პრიზიორი და პირად დაფაზე ოქროს მედალოსანი. ევროპის  საკლუბო ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებული და ოთხგზის პრიზიორი. საქართველოს საკლუბო ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონი. მრავალი  საერთაშორისო  ტურნირის  გამარჯვებული. 


საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა შორის (2005), საერთაშორისო ოსტატი ვაჟთა შორის (2007) წელი. 18 - წლამდელთა შორის ევროპის ორგზის ჩემპიონი (2005 - 06),  20 წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2009), ევროპის საკლუბო პირველობის მესამე პრიზიორი (2010). სწრაფ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2010), ,ევროპის გუნდური პირველობის (2011) და მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის (2011) წლის მესამე პრიზიორი, კლუბ "ბათუმის" შემადგენლობაში ევროპის საკლუბო ჩემპიონი (2017).


მეორე ადგილი()

ჭადრაკი - 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2022, ჩენაი, ინდოეთი

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 2013, ლეგნიცა, პოლონეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი 2014, პლოვდივი, ბულგარეთი

მეორე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2017, კრეტა, საბერძნეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2017, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი 2011 პორტო-კარასი, საბერძნეთი

პირველი ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2015, ჩენდუ, ჩინეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2011, მარდინი, თურქეთი

მესამე ადგილი()

ჭადრაკი - ქალთა 24-ე საჭადრაკო ოლიმპიადა 2010, ხანტი-მანსიისკი, რუსეთი




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.11.2020
ბოლო რედაქტირება 18.03.2024
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16