სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ნოდარ ცინცაძე 1930წ. აკადემიკოსი, ფიზიკოსი წარმ. ოზურგეთი, გურია. დაბ. თბილისი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ცინცაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

ნოდარ ცინცაძე 1930წ. აკადემიკოსი, ფიზიკოსი წარმ. ოზურგეთი, გურია. დაბ. თბილისი.

ნოდარ ცინცაძე (დ. 22 თებერვალი, 1930, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, ფიზიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (2001). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე. ჰიროსიმის უნივერსიტეტის საპატიო წევრი.


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1955 წელს.

1958–1960 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1960–2006 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პლაზმური ფიზიკის განყოფილების უფროსი; 1960–1967 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის დოცენტი; 1974-2002 წწ. გეტერბორგისა და უმეოს უნივერსიტეტების პროფესორი; ლოს-აჟელესის, ბერკლის, კორნელის პრინსტონის, ნიუ-ორკის, კოლუმბიის უნივერსიტეტების (აშშ), პროფესორი (1975); 1985-1995 წწ.  თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ISTP)(ტრიესტი, იტალია) პლაზმის ფიზიკის კოლეჯის დირექტორი, პროფესორი; 1968-1994 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1994-2006 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის კათედრის გამგე;  2006-2010 წწ. ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის პლაზმის ფიზიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივირსეტეტისა და ელეფთერ ანდრონიკაშვის სახელობის ფიზიკის უნსტიტუტის განყოფილების გამგე; 2012 წლიდან ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პლაზმის ფიზიკის მიმართულების სრული პროფესორი. მისი სამეცნიერო ინტერესების სფეროა: მაკროსკოპიული სისტემების კინეტიკური თეორია, პლაზმაში არაწრფივი მოვლენების თეორია, ძლიერი ლაზერული გამოსახულების მოქმედება გარემოზე, კვანტური ფერმი და ბოზეს გაზის თვისებების დადგენა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 7 მონოგრაფიის ავტორია.


საკანდიდატო დისერტაციის თემა - "Сильноточные электронные пучки", დაიცვა 1958 წელს: სადოქტორო დისერტაციის თემა - "Нелинейные взаимодействия в неравномерной плазме", დაიცვა 1964 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდი: science.org.ge



ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

მსოფლიოს პლაზმის ფიზიკის საბჭო, წევრი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1988-)

ხიროსიმის სინთეზის თეორიის ინსტიტუტი უნივერსიტეტი, საპატიო წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

2015 - ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

საქართველოში პლაზმის ფიზიკის სამეცნიერო სკოლის დაარსების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის

საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

საქართველოს განათლების სამინისტროს ჯილდო, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის

ღირსების ორდენი

ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია

ეროვნული ბიბლიოთეკა




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 04.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ცინცაძე ირაკლი, მოღვ.1892-1924წწ. წინამძღვარი მღვდელი, მოღვ. სოფ. ვაქირის წმინდა თომა მოციქულის ეკლესია

2 0

7.5 კალისტრატე ცინცაძე 1866-1952წწ კათოლიკოს პატრიარქი ხსენება 21 (03/02) თებერვალი დაბ. სოფ.ტობანიერი ვანი იმერეთი

1 0


ცინცაძე - გვარის 72 ღვთისმსახური

1 0

ცინცაძე კირილე 1865-1940წ. არქიმანდრიტი მოღვ. აწყურის წმიდა გიორგის ტაძარი. ახმეტა

2 0

ცინცაძე ხარიტონ ანტონის ძე დაბ. 1869წ. შტატის მღვდელი, სოფ. ფარცხმა (ჩოხატაური) წმინდა დიმიტრის ეკლესია.

2 0

ცინცაძე ამფილოქ მიხეილის ძე მოძღვარი, 1911-1917 წწ ძულუხის წმ. გიორგის ეკლესია. ვანი

2 0

ზაზა ცინცაძე 1971-92წწ. გარდ. 21 წლის, სოფ. აჩადარა, სოხუმი, აფხაზეთი დაბ. სოფ. გუთური ჩოხატაური გურია

3 0

გიო ცინცაძე 1956-2012 წწ. მხატვარი წარმ. სოფ ჯუმათი ,ოზურგეთი, გურია.

2 0


ნანა ცინცაძე 1947წ. მხატვარი წარმ. ოზურგეთი, გურია.

1 0


ავთანდილ ცინცაძე დ.1983წ.მსოფლიო ჩემპიონი სამბო წარმ. ჩოხატაური

1 0

1 1 5


ლევან ცინცაძე აკაკის ძე დ.1986წ. ევროპის პრიზიორი კონტაქტური კარატე წარ. ლანჩხუთი გურია

1 1

2 2 2


აკაკი ცინცაძე 1950წ. უშიშროების გენერალი. დაბ. ბათუმი.

2 0