სულ ვიზიტორი : 5921754241
განთავსებული სტატია : 9037

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
არჩილ ცაგარელი (1913-1988) აკადემიკოსი გეოლოგი თბილისი ქართლი არჩილ ცაგარელი (1913-1988) აკადემიკოსი გეოლოგი თბილისი ქართლი
თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

85       ბეჭდვა

არჩილ ცაგარელი (1913-1988) აკადემიკოსი გეოლოგი თბილისი ქართლი

არჩილ ლუკას ძე ცაგარელი (დ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 22 ნოემბერი]1913თბილისი — გ. 1988თბილისი) — ქართველი გეოლოგისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969). გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1954). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1966). სკკპ წევრი 1954 წლიდან. იგი მიეკუთვნება გამოჩენილ ქართველ გეოლოგთა იმ პირველ თაობას, რომელთაც მათი მასწავლებლების ალექსანდრე ჯანელიძისალექსანდრე თვალჭრელიძისა და კალისტრატე გაბუნიას ხელმძღვანელობით ქართული გეოლოგიური სკოლის ჩამოყალიბება და წარმატება განაპირობეს საერთაშორისო სამეცნიერო სარბიელზე.

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. 1939-1940წწ. ასწავლიდა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1940 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა რეგიონული გეოლოგიის განყოფილებას; 1979-1981წწ. იყო ინსტიტუტის დირექტორი; 1940 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1951 წელს — სადოქტორო დისერტაცია; 1980 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი; 1954 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ეხება საქართველოსა და კავკასიის მეზოზოური ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის, მეოთხეული გეოლოგიისა და რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. მეოთხეულ სისტემას მიუძღვნა მან 1964 წელს გამოქვეყნებული ნაშრომი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს მთელი მეოთხეული ნალექების პირველ შემაჯამებელ მონოგრაფიულ გამოკვლევას წარმოადგენს. დიდ ყურადღებას უთმობდა აგრეთვე ეროზიულ-დენუდაციური ზედაპირების გენეზისის საკითხს, რომელსაც განიხილავდა ახალგაზრდა ტექტონიკური მოძრაობების ფონზე. პირველმა შეაჯამა და თანამედროვე დონეზე განაზოგადა საქართველოს ზედაცარცული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის საკითხები. შეიმუშავა კავკასიის განვითარების ნეოტექტონიკური ეტაპის ახალი სქემა. შემოგვთავაზა კავკასიის ალპური მოძრაობების ქრონოლოგია, დაადგინა მისი ასაკი. თანაავტორი და თანარედაქტორია საქართველოს გეოლოგიის შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი ნაშრომისა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,-1987.-გვ. 182-183; ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ლონდონის გეოლოგიური საზოგადოება, საპატიო წევრი (1975-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1969-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1966 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ეროვნული ბიბლიოთეკა



ატვირთვა დავით ფეიქრიშვილი 01.01.2021





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე (1873-1933) მართმ. დეკანოზი სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


საოჯახო წიგნის შექმნის რეკომენდაცია, ელექტრონული ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა