სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მსოფლიო ჩემპიონი
ჰენრი კუპრაშვილი დ.1946წ  მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდი დაბ. ხაშური
ბმულის კოპირება

მსოფლიო ჩემპიონი

გვარი კუპრაშვილი სია

ხაშური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

64       ბეჭდვა

ჰენრი კუპრაშვილი დ.1946წ მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდი დაბ. ხაშური

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ჰენრი კუპრაშვილი მსოფლიო რეკორდსმენი ცურვაში და მსოფლიო ჩემპიონი თანამედროვე ხუთჭიდის ბიატლში


ჰენრი კუპრაშვილი (დ. 13 სექტემბერი, 1946, ხაშური), საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწე; მსოფლიო სრუტეთა ახალი, უნიკალური კოლხური წესით გადაცურვის ფუძემდებელი; მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში (თანამედროვე ხუთჭიდი); მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ზამთრის ცურვაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი; სტუ-ს სენატის წევრი; პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი; ისტორიკოსი, ჟურნალისტი, პოლიტოლოგი; გადამდგარი პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი; ვიცე-პოლკოვნიკი; ომის ვეტერანი. 


ჯილდოები: 1. ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი; 2. მედლები: ბაირონის (ოქრო, დიდი ბრიტანეთი), „მხედრული მამაცობისათვის“ (საქართველო), „სამაგალითო სამსახურისათვის“ (უკრაინა), „თავისუფლების მსოფლიო მედალი“ (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი) და სხვ.

წლის ადამიანი – 2002 (გაზეთი „ახალი ეპოქა“) და 2006 (ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტი). 


მსოფლიო მასმედიის მიერ იგი შეყვანილია მსოფლიო ცურვის ისტორიაში, რადგან მან: 

1) სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის სრულიად ახალ წესს;  2) პლანეტაზე პირველმა გადაცურა დარდანელის სრუტე „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულმა). 

მსოფლიო მასმედიის მიერ შერქმეული თიკუნები „ადამიანი დელფინი“ (ტ/კომპანია CNN - სი-ენ-ენ-ი, 17. 02.01, 05.11.02 და სხვ.), „წყლის პრომეთე“, „დარდანელის გმირი“, „სრუტეთა მბრძანებელი“, „კაცი ლეგენდა“ და სხვ.

ასევე არის პირველი ქართველი ოუშენმენი (Oceanman) და საერთაშორისო მარათონელი მოცურავე,  ქართული (კოლხურ-იბერიული) სტილით ცურვის ფუძემდებელი და სკოლის შემქმნელი; ავტორი სპორტული ტანვარჯიშის კოლხურ-იბერიული კომპლექსისა და ქართული ცურვის სახელმძღვანელოსი... 


ჰენრი კუპრაშვილი მეცნიერი, პედაგოგი და პუბლიცისტი:

ავტორი 5 მონოგრაფიის, 7 სახელმძღვანელოსი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, პრესაში გამოქვეყნებული 400-ზე მეტი სტატიის, ინტერვიუსა და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე წაკითხული 50-ზე მეტი მოხსენებისა. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია. არის სოციალურ მეცნიერებათა დარგობრივი აკადემიის აკადემიკოსი.

სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე განხორციელებული მულტი და ინტერსციპლინური სასწავლო-სამეცნიერო თეორიულ-პრაქტიკულ ღონისძიებათა პროექტის „პოლიტიკა სამსჯავროზე“ ავტორი.


ჰენრი კუპრაშვილი სპორტსმენი (მოცურავე, თანამედროვე ხუთჭიდელი, მორბენალი):

კაცობრიობის ისტორიაში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრულ მდგომარეობაში, ცურვის ქართული სამხედრო-საწვრთნელი სტილით) აუზში გაცურა 2 კმ. – 28.01.2001. „ლაგუნა ვერე“, თბილისი.

მსოფლიოში პირველმა „მხედრული კოლხურით“ (ოთხგან ხელფეხშეკრული) 3 საათსა და 15 წუთში გადაცურა დარდანელის სრუტე ევროპიდან აზიაში, 12 კმ. – 30.08.2002, ჩანაქკალე, თურქეთი;

მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში (ინდივიდუალური) – 2018 (ჰურგადა, ეგვიპტე);

მსოფლიო ჩემპიონი ბიატლში (გუნდური) – 2015 (ბათუმი, საქართველო);

მსოფლიო ჩემპიონი ტრიატლში (გუნდური) – 2015 (ბათუმი, საქართველო);

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ტრიატლში (ინდივიდუალური) – 2018 (ჰურგადა, ეგვიპტე).

ზამთრის (ყინულჭრილში) ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი – 2018 (ტალინი ესტონეთი);

ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ბიატლში (ინდივიდუალური) – 2019 (მაშიკუ, პორტუგალია);

ბოსფორის სრუტის აზიიდან ევროპაში თავისუფალი სტილით საკონტინენტთაშორისო გადაცურვის მონაწილე - 07.07.2013 (სტამბოლი);

„თბილისიმარათონის“ მონაწილე (21.0975 კმ.) 2014 წლიდან; 

„ყაზბეგიმარათონის“  მონაწილე (21.0975 კმ.) 2016 წლიდან; 

Wings for Life World Run - მსოფლიო რბენის მონაწილე  და კეთილი ნების ელჩი 2014 წლიდან და სხვ. და სხვ.


ჰენრი კუპრაშვილი მწვრთნელი, მისმა აღზრდილებმა:

ლაგუნა ვერეზე შექმნა კოლხურ-იბერიული სტილით ცურვის შემწავლელი მსოფლიოში პირველი ჯგუფი და ცურვა შეასწავლა დემირელი კოლეჯის 11 მოსწავლეს). მონაწილეობა მიიღეს კოლხურით ცურვის პირველ შეჯიბრებაზე (2004 წელს

ლაგუნა ვერეს მწვრთნელ დიმიტრი დიკთან ერთად მისმა მომზადებულმა ნინო ბასილაიამ (11 წლის), ანი სიჭინავამ (11 წლის), ირაკლი შენგელიამ (12 წლის), თემურ კობახიძემ (12 წლის), ნასტია გრივაჩმა (13 წლის), დათო ბარდაველიძემ (14 წლის) და თიკა ბაკურაძემ (15 წლის) 2006 და 2007 წლებში მსოფლიოში პირველებმა „მხედრული კოლხურით“ ჯგუფურად გადაცურეს თბილისის ზღვა (4 კმ. დისტანცია).

11 წლის ჯიმიკო ბროძელმა „მხედრული კოლხურით“ (ცურვის სამხედრო-საწვრთნელი სტილი) გადაცურა თბილისის ზღვა (03.08.2008); 

მისმა აღზრდილმა SB11 კატეგორიის პარამოცურავემ, ორივე თვალით უსინათლო და მარჯვენა ხელის მტევანამპუტირებულმა ნიკა თვაურმა მსოფლიო ჩემპიონატზე (ქ. ალანია, თურქეთი, 04.04.2011) ბრასით სტილით ცურვაში მოიპოვა ბრინჯაოს მედალი; 

ხოლო 17 წლის ანა ლომინაძემ ასევე „მხედრული. კოლხურით“ გადაცურა დარდანელის სრუტე (30.08.2012).


უნიკალური, კოლხურ–იბერიული მეთოდით ცურვის სწავლებასა და განვითარებას“. აღინიშნებოდა, რომ მან ასევე „სათავე დაუდო მსოფლიოში სრუტეთა გადაცურვის ახალ წესს“,[18] და დაამყარა მსოფლიო რეკორდი ახალი წესით ცურვაში;. ჰენრი კუპრაშვილი ითვლება პირველ ქართველ საერთაშორისო მარათონელ მოცურავედ; . მას ეკუთვნის ცურვის ეროვნული სახეობების შემსწავლელი პირველი ქართული სახელმძღვანელო;[20] შემდგომში მან დაგეგმა იმავე ყაიდით ბოსფორის, გიბრალტარის და ლა-მანშის სრუტეების გადაცურვა.

არის დავით აღმაშენებლის ჩოხოსანთა კავშირის „ჩოხოსნები – 1973“ წევრი,, დამაარსებელი და მისი თავმჯდომარე; 1990 წელს შექმნილი საქართველოს ზღვისპირეთის დამცველთა ასოციაცია "აიეტის"  დამაარსებელი და თავმჯდომარე; 2010 წელს შექმნილი საქართველოს ცურვის ეროვნულ სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი; საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი; სპორტსაზოგადოება დინამოს წევრი. 1989 წელს საქართველოს ერის ღირსების დამცველთა ასოციაცია «იმედის» წინამძღვრად იქნა არჩეული. არჩეული იყო საქართველოს სახალხო ფრონტის დარბაზის წევრად (1989-1992).კუპრაშვილი ბოსფორის სრუტის გადაცურვის შემდეგ

1990 წელს საქართველოს სახალხო ფრონტის მიერ წარდგენილი იყო საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად. არჩევნების ჩაშლის შემდეგ იგი იმავე წელს, შემოდგომისათვის დანიშნულ საქართველოს უზენაესი საბჭოს არჩევნებზე საქართველოს სახალხო ფრონტმა დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა დმანისის #41 საარჩევნო ოლქში 

საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II–ემ ჰენრი კუპრაშვილს 1988 წელს უბოძა ოქროს ჯვარი, 2003 წელს ვერცხლის კი - დიდი ჯვარი და ფოტოსურათი წარწერით 

ენრი კუპრაშვილის ბაბუა, ლუკა ბარნაბის ძე კუპრაშვილი (1896-1924 წ.წ. ცუცხვათელი მღვდლის შვილი) საბჭოთა რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ მიმართული 1924 წლის აჯანყების მონაწილე იყო. აჯანყების დამარცხების მიუხედავად, იგი ოკრიბის ტყიდან არ გამოვიდა და განაგრძობდა ბრძოლას თანამებრძოლთან ერთად. ბოლშევიკებთან შეტაკების დროს ის დაიჭრა (ესროლა ბოლშევიკმა კეზევაძემ სოფელ კურსებიდან). დევნილმა რამდენიმე კილომეტრი იარა და სოფლის წყაროსთან რისია უგრეხელიძის ხელში დალია სული (იყო 28 წლის). დარჩა 18 წლის ფეხმძიმე (ჰენრი კუპრაშვილის მომავალ მამაზე, ოთარიზე) მეუღლე, რომელიც შვილებთან ერთად მთელი ცხოვრება ბოლშევიკების მუდმივი პრესის ქვეშ იმყოფებოდა.

მამა ოთარ კუპრაშვილი მსახიობი. ილო მოსაშვილის სპექტაკლში "ჩაძირული ქვები". ცხინვალის (სტალინირის) თეატრი 40-50-იანი წლები. სპექტაკლი ეხებოდა თურქეთის მიერ დაპყრობილ ქართულ მიწებზე მცხოვრები ქართველების ბრძოლას თავისუფლებისათვის.

ფოტო 1912წ ჰენრის პაპა ლუკა კუპრაშვილი დედასთნ ერთად




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 05.12.2020
ბოლო რედაქტირება 26.08.2023
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16