სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ოთარ ღუდუშაური 1925-1991წწ. აკადემიკოსი. ექიმი დაბ. ყაზბეგი. მცხეთა, მთიანეთი. ოთარ ღუდუშაური 1925-1991წწ. აკადემიკოსი. ექიმი დაბ. ყაზბეგი. მცხეთა, მთიანეთი. ოთარ ღუდუშაური 1925-1991წწ. აკადემიკოსი. ექიმი დაბ. ყაზბეგი. მცხეთა, მთიანეთი.

1925-1991 წწ. გარდ. 66 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ღუდუშაური სია

სტეფანწმიდა(ყაზბეგი) გამოჩენილი ადამიანები სრული სია

76       ბეჭდვა

ოთარ ღუდუშაური 1925-1991წწ. აკადემიკოსი. ექიმი დაბ. ყაზბეგი. მცხეთა, მთიანეთი.

ოთარ ნასყიდას ძე ღუდუშაური (დ. 17 მაისი 1925ყაზბეგი, — გ. 22 დეკემბერი 1991მცხეთა)


— ქართველი ტრავმატოლოგ-ორთოპედი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი. საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1953 წლიდან.


დაბადების ადგილი: სოფელი ყაზბეგი, ახლანდელი ყაზბეგის რაიონი.

დაამთავრა ქალაქ ორჯონიკიძის სამედიცინო ინსტიტუტი 1949 წელს.

1949-1952წწ. მუშაობდა ჯერ ჩრდილოეთ კავკასიაში, შემდეგ, 1952-1970წწ.  მოსკოვში; საქართველოში დაბრუნების შემდეგ იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პარალელურად, 1970 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და სამხედრო-საველე ქირურგიის კათედრის გამგე; 1972-1975წწ. იყო ამავე ინსტიტუტის რექტორი; საბჭოთა კავშირში პირველმა გამოიყენა პლასტიკური ოპერაციებისათვის კორუნდული კერამიკა; დანერგა კლინიკაში ოპერაციული მკურნალობის ორიგინალური მეთოდები - შეუხორცებელი ინფიცირებული მოტეხილობის, აგრეთვე ყალბი სახსრებისა და გრძელი ლულოვანი ძვლების დეფექტების მკურნალობა, მენჯ-ბარძაყისა და იდაყვის სახსრების ჩანაცვლება კონსერვირებული ჰომოტრანსპლანტატებით და სხვა. ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1965), პროფესორი(1966).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ., 1986.-გვ.600; https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_ღუდუშაური


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-1991)
  • საქართველოს ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1971-)
  • ტრავმატოლოგთა და ორთოპედთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი (1975-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინური პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • სსრკ სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 20.03.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ღუდუშაური - გვარის 10 ღვთისმსახური

1 0