სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10554

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ეთერ ქემერტელიძე 1926წ.აკადემიკოსი. ფარმაკოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი. ეთერ ქემერტელიძე 1926წ.აკადემიკოსი. ფარმაკოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი. ეთერ ქემერტელიძე 1926წ.აკადემიკოსი. ფარმაკოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ქემერტელიძე სია

საჩხერე გამოჩენილი ადამიანები სრული სია

37       ბეჭდვა

ეთერ ქემერტელიძე 1926წ.აკადემიკოსი. ფარმაკოქიმიკოსი. დაბ. საჩხერე, იმერეთი.

ეთერ პეტრეს ასული ქემერტელიძე (დ. 23 მარტი1926საჩხერე) — ქართველი ფარმაკოქიმიკოსი. პროფესორი (1977), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993), საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1994), რუსეთის ფედერაციის მედიკო-ტექნიკური აკადემიის წევრი (2004), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984). სკკპ წევრი 1946 წლიდან. საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქე (1983), თბილისის საპატიო მოქალაქე (2017). ვიკიპედია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.


დაამთავრა თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტი 1946 წელს.

1946-1949 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ფარმაცევტული ინსტიტუტის წამლის ფორმათა და გალენური პრეპარატების კათედრის უფროსი ლაბორანტი, 1948-1953 წლებში - თბილისის ქიმიურ-ფარმაცევტული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტი, 1951-1953 წლებში - ამავე ინსტიტუტის ფარმაქიმიკოსი, 1953–1960 წლებში იყო საქართველოს იოველ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი,  1958-1961 წლებში - უფროსი მეცნიერ თანამშრომელი,  1961 წლიდან - ინსტიტუტის ფიტოქიმიის განყოფილების გამგე, 1958–1963წწ. დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; 1964–1972 წლებში დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში,1972–2006 წლებში კი - დირექტორი. 1977 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 2009  წლიდან არის საქართველოს საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. 9 მონოგრაფიის, 530 სამეცნიერო ნაშრომის, 75 საავტორო მოწმობისა და პატენტის, 35 ახალი სამკურნალო პრეპარატის ავტორია. 1997 წელს დაჯილდოვდა ამერიკისა ბიოგრაფიის ინსტიტუტის საერთაშორისო კოლეგიის "ოქროს ფირფიტით" და აღიარებული იქნა წლის გამორჩეულ პიროვნებად მცენარეთა ქიმიის მეცნიერების დარგში; "საქართველოს 1998 წლის საუკეთესო მედიცინის მუშაკი"-ს საპატიო ნიშნის მედლით; კემბრიჯის საერთაშორისო ბიოგრაფიული ცენტრის მედლით - XX საუკუნეში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის "საუკეთესო პიროვნება" (2000). ფარმაცევტულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.


სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს მცენარეთა ფიტოქიმიური შესწავლა და სამკურნალო პრეპარატები", დაიცვა 1973 წელს.

 წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 10.-თბ.,1986.-, გვ. 499; თსსუ-ის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტი: new.tsmu.eduსაქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.175


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • 4 საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგია, წევრი
  • რუსეთის ფედერაციის მედიკო–ტექნიკური აკადემია, ნამდვილი წევრი (2004-)
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1995-)
  • საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომისია, წევრი (1992-2006)
  • საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭო, წევრი
  • სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის სამეცნიერო–საპრობლემო საბჭო, წევრი
  • სსრკ უმაღლესი საბჭო, დეპუტატი (1984-1989)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის კომისია, თავმჯდომარის მოადგილე
  • სსრკ ფარმაცევტთა სამეცნიერო საზოგადოების პრეზიდიუმი, წევრი
  • სსრკ–საფრანგეთის საპარლამენტო კომისია, წევრი


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2017 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2010 - იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია
  • 2004 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1960-2001 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - "ბიოლოგიურად აქტიურ მცენარეულ ნივთიერებათა შესწავლა და ახალი სამკურნალო პრეპარატები"
  • 1996 - საქართველოს ღირსების ორდენი
  • 1995 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • 1989 - ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის სახელობის მედალი, საქართველოში მედიცინის განვითარებისთვის გაწეული ღვაწლისთვის
  • 1983 - საჩხერის რაიონის საპატიო მოქალაქე
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1980 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1975 - საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0