სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ  პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი. გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ  პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი. გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ  პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი. გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ  პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი.

1891-1959 წწ. გარდ. 68 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ტაბიძე სია

ვანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

118       ბეჭდვა

გალაკტიონ ტაბიძე 1891-1959წწ პოეტი. სოფ. ჭყვიში, ვანი, იმერეთი.

დაბადების ადგილი: სოფელი ჭყვიში, ახლანდელი ვანის რაიონი.

 

დაიბადა კულტურული ტრადიციების მქონე სოფლის მასწავლებლის ოჯახში. 1900 წლიდან სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში, ხოლო 1908 წლიდან - თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910 – 1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად.

გ. ტაბიძე არის ჟურნალ "მნათობის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1924). გ. ტაბიძის შემოქმედება XX საუკუნის 10-იანი წლებიდან იწყება. 1914 წელს გამოქვეყნებულმა კრებულმა "ლექსები" და განსაკუთრებით 1919 წელს გამოცემულმა "არტისტულმა ყვავილებმა" მას საყოველთაო აღიარება, "გენიალური გალაკტიონისა" და "პოეტების მეფის" სახელი მოუტანა. "მე და ღამემ", "მთაწმინდის მთვარემ", "მერიმ" მკითხველს წარუდგინა სრულიად ახლებური პოეტური სამყარო, ქართული ბგერის დიდებული კეთილხმოვანება და სიტყვის მოქნილობა. 


40-იანი წლებიდან გალაკტიონი აქვეყნებს ლექსებს: "ლურჯა ცხენები", "მთაწმინდის მთვარე", "პოეზია უპირველეს ყოვლისა", "ნიკორწმინდა" და სხვ., რომლებშიც რეალობის სფეროში სიკეთის, მშვენიერების და ჰარმონიის მიკვლევაა გადმოცემული. მის თითქმის ყველა ლექსს უაღრესად დახვეწილი მელოდიურობა, აუხსნელი მუსიკალურობა, რითმის ბუნება, ლექსიკა და ფრაზის წყობა ახასიათებს.

გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედება რამდენიმე ათეული წელია გადაულახავ მწვერვალად დგას თანამედროვე ქართულ პოეზიაში. მისი ავტორიტეტი დღესაც ბატონობს და გადაუჭრელ ამოცანად რჩება ქართული ლექსის თვისობრივად ახალ, მის ლექსთან შედარებით უფრო მაღალ საფეხურზე აყვანა. მისი ლექსები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9. -თბ., 1986.-გვ.634-635; burusi.wordpress.com


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1959)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1933 - საქართველოს სახალხო პოეტი


ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 18.11.2021
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


იუსტინე სტეფანეს ძე ტაბიძე 1861-1919წწ მღვდელი. დაბ. სოფ. ჭყვიში (ვანი)

2 0

ტაბიძე - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

ნოდარ ტაბიძე 1931-2016წწ მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ფილოლოგი, დაბ. თბილისი

1 0