სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გივი სვანიძე 1921-1999წწ.  აკადემიკოსი, ჰიდროლოგი. სოფ. ცხუკუშერი, ცაგერი, ლეჩხუმი. გივი სვანიძე 1921-1999წწ.  აკადემიკოსი, ჰიდროლოგი. სოფ. ცხუკუშერი, ცაგერი, ლეჩხუმი.

1921-1999 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი სვანიძე სია

ცაგერი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

გივი სვანიძე 1921-1999წწ. აკადემიკოსი, ჰიდროლოგი. სოფ. ცხუკუშერი, ცაგერი, ლეჩხუმი.

გივი გედეონის ძე სვანიძე (დ. 20 სექტემბერი1921 სოფელი ცხუკუშერი, ახლანდელი ცაგერის მუნიციპალიტეტი — გ. 10 აგვისტო1999თბილისისაქართველო)— ქართველი ჰიდროლოგი და ჰიდროენერგეტიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1981), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1966). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1984). სტოქასტიკური ჰიდროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ვიკიპედია


დაბადების ადგილი: სოფელი ცხუკუშერი, ცაგერის რაიონი.

დაამთავრა სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსიტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1944 წელს.

1944-1947წწ. იყო თბილჰიდროპროექტის ინჟინერი; 1950-1971წწ. ენერგეტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, განყოფილების გამგე; 1971-1998წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კათედრის გამგე; 1976 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დირექტორი. ავტორია 270 დაბეჭდილი სამეცნიერო შრომისა, მათ შორის 15 მონოგრაფიისა.


სადოქტორო დისერტაციის თემა - "მდინარული ჩამონადენის გაანგარიშების საფუძვლები მონტე-კარლოს მეთოდით", დაიცვა 1963 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ. 297; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია:ტ. 9.-თბ.,1985.-გვ. 311

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება, ვიცე–პრეზიდენტი (1980-)
  • საქართველოს ეკოლოგიის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, აკადემიკოსი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1993-)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1982 - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1971 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია
  • ეროვნული ბიბლიოთეკა



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0