სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვაჟა ოკუჯავა 1930-2011წწ აკადემიკოსი, ნეიროფიზიოლოგი. წარმ. მარტვილი, სამეგრელო. ვაჟა ოკუჯავა 1930-2011წწ აკადემიკოსი, ნეიროფიზიოლოგი. წარმ. მარტვილი, სამეგრელო.

1930-2011 წწ. გარდ. 81 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ოკუჯავა სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

347       ბეჭდვა

ვაჟა ოკუჯავა 1930-2011წწ აკადემიკოსი, ნეიროფიზიოლოგი. წარმ. მარტვილი, სამეგრელო.

ვაჟა მიხეილის ძე ოკუჯავა (დ. 25 თებერვალი1930თბილისი — გ. 17 მარტი 2011თბილისი) — ქართველი ნეიროფიზიოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974).  ვიკიპედია


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1956 წელს.

1961-2000 წწ. იყო კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტის ექსპერიმენტული განყოფილების გამგე; 1973-1975 წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი მეცნიერების დარგში; 1975-1980 წწ. მეცნიერებათა აკადემიის ფიზიოლოგიისა და ექსპერიმენტული მედიცინის განყოფილების აკადემკოს-მდივანი; 1978-1988 წწ. ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უჯრედის ფიზიოლოგიის, პათოლოგიის და ფარმაკოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1980-1985 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი;


1985 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეირობიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1993-1997 წწ. სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის ნევროლოგიური ელექტროდიაგნოსტიკის განყოფილების გამგე; 2000-2006წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერიმენტული ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი. არის 250 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ნეიროფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1966), პროფესორი (1967).


სადოქტორო დისერტაციის თემა - "ეპილეფსიური აქტივობის ძირითადი ნეიროფიზიოლოგიური მექანიზმები", დაიცვა 1966 წელს. 

წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 1998-1999. - გვ.262; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.516; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფი უნივერსიტეტის ვებგვერდი: tsu.ge


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეპილეფსიის ევროპული აკადემია(EUREPA), წევრი (1998-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1974-2010)
  • საქართველოს ფიზიოლოგთა საზოგადოება, პრეზიდენტი (1975-)
  • ტვინის შემსწავლელი საერთაშორისო ორგანიზაცია(IBRO), წევრი (1962-)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ხვარაზმის საერთაშორისო სამეცნიერო პრემია
  • 1981 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1981 - ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ეროვნული ბიბლიოთეკა
  • ოკუჯავა – ზუგდიდიმარტვილიდიდი ჭყონითამაკონიგაჭედილიხეთაგურძემი 
  • http://www.geogen.ge/ge/treasurege/63/4317/



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 02.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0