სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გრიგოლ მუხაძე 1879-1948წწ აკადემიკოსი, ქირურგი. დაბ. გორი, ქართლი.

1879-1948 წწ. გარდ. 69 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მუხაძე სია

გორი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

12       ბეჭდვა

გრიგოლ მუხაძე 1879-1948წწ აკადემიკოსი, ქირურგი. დაბ. გორი, ქართლი.

გრიგოლ მიხეილის ძე მუხაძე (დ. 8 იანვარი1879თბილისირუსეთის იმპერია ― გ. 8 ოქტომბერი1948თბილისისაქართველოს სსრსსრკ)


― ქართველი ქირურგი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1941), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1914), პროფესორი (1919), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), სსრკ-ის მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), მეცნიერებისა და პრაქტიკული ქირურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში ვიკიპედია


დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს.

1911 წელს იგი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს ქ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი გადმოყავთ თბილისში და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად ნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობს. პარალელურად, იგი არ წყვეტს მეცნიერულ კვლევა-ძიებას. 1932 წელს მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წ. მისივე ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად და რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. გრ. მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე ინიციატორი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის შექმნისა ქ. თბილისში. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი; ცამეტი წელი იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი 1925-1937). 1946 წელს შექმნა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტს, მან საფუძველი ჩაუყარა ქირურგიის ყველა დარგის განვითარებას საქართველოში.   

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-ჯვ.228


ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-)
  • საქართველოს ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე (1947-1948)


ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1943 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1942 - საპატიო ნიშნის ორდენი
  • 1941 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.01.2023
სულ რედაქტირებულია 2





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0