სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9190

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ელგუჯა მეძმარიაშვილი 1946 აკადემიკოსი მეცნიერი ბათუმი აჭარა ელგუჯა მეძმარიაშვილი 1946 აკადემიკოსი მეცნიერი ბათუმი აჭარა ელგუჯა მეძმარიაშვილი 1946 აკადემიკოსი მეცნიერი ბათუმი აჭარა
აკადემიკოსი

გვარი მეძმარიაშვილი სია

ბათუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

152       ბეჭდვა

ელგუჯა მეძმარიაშვილი 1946 აკადემიკოსი მეცნიერი ბათუმი აჭარა

ელგუჯა ვიქტორის ძე მეძმარიაშვილი (დ. 17 აგვისტო1946ბათუმისაქართველოს სსრ) — ქართველი მეცნიერი და სამხედრო მოღვაწე, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013). ვიკიპედია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.


დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი 1969 წელს.

1961-1963 წწ. მუშაობდა "საქსოფელექტრომშენის" N2 სამშენებლო სამმართველოში ელექტრომემონტაჟედ (ბათუმი), 1969-1972 წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ასპირანტი, 1973-1985 წწ. ამავე ინსტიტუტის ლითონის კონსტრუქციების კათედრის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ასისტენტი, დოცენტი; 1975-1979 წწ. ინსტიტუტის გაერთიანებული პროფკავშირის თავმჯდომარე; 1979-1986 წწ. ჯერ სტუდენტთა საკონსტრუქტორო ბიუროს, ხოლო შემდეგ, სპეციალური საკონსტრუქტორო ბიუროს უფროსი; 1982-1989 წწ. მუშაობდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დავალების საუწყებათშორისო ჯგუფში მიწისზედა და კოსმოსური სტრატეგიული კომპლექსების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სპეციალისტად, 1985-1995 წწ. შეთავსებით იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების კათედრის გამგე; 1986 წლიდან ჯერ ხელმძღვანელობდა საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სპეციალურ საკონსტრუქტორო ბიუროს, შემდეგ კი, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების და ცოტა მოგვიანებით - საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის გენერალური დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი; 1995 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპეციალური ნაგებობების - შემდგომში, სამხედრო-საინჟინრო შეიარაღებებისა და სპეციალური ნაგებობების კათედრის გამგე და, აგრეთვე, ჯერ, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სამხედრო-საინჟინრო ცენტრის ხელმძღვანელი, შემდეგ კი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო-საინჟინრო აკადემიის პრეზიდენტი; 1999 წლიდან იგი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი შეიარაღებული ძალების სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის დარგში; 1975-1995 წწ. შექმნილი აქვს ტრანსფორმირებადი სისტემების თეორია; 1985 წელს დაარსებული აქვს საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი და მისი უნიკალური სასტენდო კომპლექსი; 2000 წელს მუშაობს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო–საინჟინრო აკადემიაში; 2002-2006 წწ. ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამის შესაბამისი ახალი თაობის თანამგზავრების კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციების შექმნის თეორიული საფუძვლების ავტორია;  პროფესორი. არის 270–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის და გამოგონების ავტორი. მიღებული აქვს: თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობისათვის საქართველოს პატრიარქის სიგელი (2005), სამამულო კოსმონავტიკაში შეტანილი დიდი წვლილისათვის აკადემიკოს მ. კელდიშის მედალი.


სადოქტორო დისერტაციის თემა – "კოსმოსური მსხვილგაბარიტიანი რადიოტელესკოპებისა და პერსპექტიული საინჟინრო ნაგებობების ტრანსფორმირებადი სისტემების თეორიული საფუძვლები, კონსტრუქციები და გამოცდის მიწისზედა კომპლექსი", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.87

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევრაზიის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1992-)
  • საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (2000-)
  • საქართველოს მე–5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრი (1994-)
  • საქართველოს სამხედრო–საინჟინრო აკადემია, წევრი (1999-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2018 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1999 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი
  • 1999 - ქ. მცხეთის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
  • 1995 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    1978-1993 წლებში შესრულებული ნაშრომისათვის - "კოსმოსური საინჟინრო კონსტრუქციები, მათი შექმნისა და გამოცდების მიწისზედა სასტენდო კომპლექსი"
  • ეროვნული ბიბლიოთეკა



დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
რედაქტირება 11.10.2021





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


პაპავა ვლადიმერ დაბ.1955 აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ სამეგრელო

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957 ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0


აფხაზეთის ომის ზუსტი ქრონიკა 14 აგვისტო 1992 30 სექტემბერი 1993 წელი

1 0


ყდა თელავის გამოჩენილი ადამიანები

2 0

წიგნის ყდა