სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

სპორტი, გამოჩენილი ადამიანების საიტი
მწრთვნელი/მსაჯი
ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი 1904-1977წწ. მწრთვნელი ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ ზემო ხანდაკი კასპი

1904-1977 წწ. გარდ. 73 წლის

ბმულის კოპირება

მწრთვნელი/მსაჯი

გვარი გოგიბედაშვილი სია

კასპი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

195       ბეჭდვა

ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი 1904-1977წწ. მწრთვნელი ქართული ჭიდაობა დაბ. სოფ ზემო ხანდაკი კასპი

საიტის შესახებ: გამოჩენილი ადამიანები, რეგიონის, ქალაქის მიხედვით. დღის იუბილარი/ხსენება

ვლადიმერ (ლადო) გოგიბედაშვილი. 1904-1977წწ 


საქართველოს ორგზის ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში, დიდი მოამაგე კაცი იყო "დედა ჭიდაობის" სპორტსმენობას თავი, რომ დაანება დაუღალავად, დღენიადაგ, შრომობდა ქართული ჭიდაობის და მოჭიდავეების საკეთილდღეოდ. იყო მწვრთნელი-სელექციონერი, მსაჯი, ტარდებოდა მისი სახელობის ტურნირი, თავად მართავდა საკუთარი ფულით ჭიდაობებს მათ შორის აფხაზეთში შეიტანა ქართული ჭიდაობა. იყო არაჩვეულებრივი თამადა, ჰქონდა უნიკალური "ვეფხისტყაოსნების" კოლექცია, რომელიც ივანე ჯავახიშვილს სახლ-მუზეუმს გადასცა.


გადააღებინა რეჟ. რეზო ესაძეს დოკ.ფილმი "ყოველ შაბათს" ქართულ ჭიდაობაზე 1970 წელს და ორი- სამი თვის განმავლობაში ბ-ნი რეზო ცხოვრობდა ლადოსთან მამაპაპისეულ სახლში, ამას იმისთვის ვუსმევ ხაზს, რომ ბ-ნმა რეზომ გადაიღო გენიალური ფილმი "ქალაქი ანარა" და ამ ფილმის სცენარის იდეა სწორედ ხსენებულ სტუმართმასპინძლობაში დაიბადა და რატომ? ბ-ონ ლადოს ჰქონდა დიდი ყანწი 4-ლიტრიანი, დღე ერთი იყო და ვითომ ყანწის დამლევები არ ილეოდა ხან 5-6 დელეგაცია მოადგებოდა მასპინძლის კარს ყანწის ჯერ დასალევად და მერე წასაღებად:) ყანწი უძველესია, ლათინური ასოებით, სიცილიურ დიალექტზე აწერია; - "ვინც დამლევს იმის ვარ და ამის დამლევი ღმერთებთან დაიმკვიდრებს ადგილს" ღმერთებში "იუპიტერიც" არის ნახსენები, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს უნიკალური ყანწი ჯერ კიდევ ქრისტიანობამდე ხანისაა და უძველესია. არსებობს ესეთი ვერსია, რომ ყანწი საქართველოში ირანიდან მოხვდა "დიდი მოურავისთვის" უბოძებნია "შაჰ-აბას" მეორეს, ერთ-ერთი გამარჯვების შემდეგ. თავად ყანწის მეპატრონეს ლადო ძიას ორჯერ ჰქონია დალეული ყანწი ერთხელ როდესაც დაცალა და შესაბამისად დაისაკუთრა. ერთი სიტყვით ვისაც ძია ლადო, ვლადიმერ გოგიბედაშვილი ახსოვს ყველა თანხმდება, რომ იყო უაღრესად კარგი ქართველი, დარბაისელი, ხელგაშლილი, სტუმართმოყვარე, პატრიოტი კაცი.....


ეხლა კი მინდა ერთი საინტერესო ისტორია მოგითხროთ, რომელიც უშუალოდ ქართულ ჭიდაობას ეხება.(ნაამბობის რეალობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორიაა და ვინც ლადო გოგიბედაშვილს კარგად იცნობდა მისი მარიფათის მქონე კაცისგან ნამდვილად არაა გასაკვირი)

1940-იანი წლების დასაწყისში ახალგაზრდა ვლადიმერ გოგიბედაშვილი მოსკოვში ყოფილა საქმეზე და მაშინდელ საკავშირო სპორტკომიტეტში შესულა (ხელცარიელი არსად დადიოდა, პატარა ლამაზი ხურჯინის მსგავსი ჩანთა დაჰქონდა მუდამ თან, სადაც ლამაზად ჩაწყობილი; სამლიტრიანი ბოთლი წითელი ღვინით სავსე, ჩურჩხელა, ნაზუქი და სხვა რამ ქართული ნუგბარეულობა ელაგა), უამისობა არც აქ იქნებოდა. ერთი სიტყვით ჩინოვნიკის გვარი მთხრობელმა ვერ გაიხსენა სავარაუდოთ დიდი კაცი, გადაწყვეტილების მიმღებთან ჰქონდა ახალგაზრდა ჯანღონით სავსე ლადოს აუდიენცია. სალამ-ქალამის, ნუგბარეულობის გადაცემის შემდეგ ლადომ ჩინოვნიკს უამბო თავის ამბავი, რომ ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გახლავართ ქართულ ჭიდაობაში და საბჭოთა კავშირის "სპორტის ოსტატობა" მეკუთვნის და უნდა მომცეთო. რაშიო? ჩინოსანმა ქართულ ჭიდაობაშიო გაუმეორა ლადომ, მე მსგავსი სპორტი პირველად მესმისო ჩინოვნიკმა და სასაცილოდ არ ეყო თურმე, მაშინ სხვა სიბრტყეში გადასულა საუბრის შინაარსი; - "სამბო" ხომ რუსული ჭიდაობააო? დიახ ბატონოო ჩინოსანმა, ხოდა სამბოში რუსეთის პრიზიორებს ანიჭებთ "სპორტის ოსტატობას" და ჩვენ რა ქართველებს გვჩაგრავთო? ლადომ (ეჭვი მაქვს კაბინეტში სტალინის დიდი სურათი იქნებოდა გამოკიდებული და ლადო აუცილებლად თვალს შეავლებდა ანაზდათ), აქ შეშინდა თურმე ჩინოვნიკი გასულა ოთახიდან კარგა ხნის შემდეგ შემოვიდა ყველაფერი კარგადააო უთქვამს ლადოსთვის. ლადო გოგიბედაშვილი მოსკოვიდან თბილისში "სპორტის ოსტატის" მედლით მკერდდამშვენებული დაბრუნდა, გამონაკლისს მასზე ხომ არ გააკეთებდნენ? დაახლოვებით ათას კაცს სათანადო დოკუმენტები თავის სამკერდე ნიშნით ჩამოუვიდა საქართველოში და მანამ ე.წ.ბოროტების იმპერია დაიშალა - საქართველოს ჩემპიონი ქართულ ჭიდაობაში ღირსეულად იღებდა საბჭოთა კავშირის "სპორტის ოსტატობას" და ამის დამადასტურებელ სამკერდე ნიშანს!


ნუგზარ გოგიბედაშვილი ვლადიმერის ძე 1935-2021წწ. მცირე ოლიმპ. ჩემპიონი თავისუფალი ჭიდაობა დ. სოფ. ზემო ხანდაკი კასპი


თამაზ გოგიბედაშვილი ნუგზარის ძე სპორტ. დ.1967წ. ჟურნლტ. ტელ. კომენტატორი წარმ. სოფ. ხანდაკი კასპი


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 07.03.2021
ბოლო რედაქტირება 09.02.2023
სულ რედაქტირებულია 3





საქართველოს აბსოლიტური ფალავანი 1928 წლიდან, ქართულ ჭიდაობაში სრული სია

2 0

გაბრიელ ბარჯაძე დ.1953წ. სამბოს ფედერაციის მდივანი სოფ. ითხვისი ჭიათურა

1 0


დავით წიკლაური დ.1980წ. კრივის ფედერაციის პრეზიდენტი წარმ. სოფ. კიტოხი გუდამაყარი

1 0


ლაშა ტალახაძე დ.1993წ. ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობა შტანგა საჩხერე, იმერეთი.

3 0

41 0 1


გენო პეტრიაშვილი დ.1994წ. ოლიმპიური პრიზიორი თავისუფალი ჭიდაობა გორი ქართლი

5 0

27 10 10


ვარლამ ლიპარტელიანი დ.1989წ. ოლიმპიური პრიზიორი ძიუდო ლენტეხი სვანეთი

6 0

22 15 16