სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10620

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე 1906-1982წწ. აკადემიკოსი, ქიმია დაბ. ცხინვალი. ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე 1906-1982წწ. აკადემიკოსი, ქიმია დაბ. ცხინვალი.

1906-1982 წწ. გარდ. 76 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი არეშიძე სია

ცხინვალი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

49       ბეჭდვა

ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე 1906-1982წწ. აკადემიკოსი, ქიმია დაბ. ცხინვალი.

ქრისტეფორე იოსების ძე არეშიძე (დ. 12 თებერვალი, 1906, ქ. ცხინვალი ― გ. 28 დეკემბერი, 1982, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1969; წევრ-კორესპონდენტი 1961). ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962), პ. მელიქიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (1974).


1931 წელს დაამთავრა თსუ. იყო საქართველოს მეცნიერებათა ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე და თსუ პროფესორი.


ქრისტეფორე არეშიძემ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ნავთობის ქიმიური და ორგანული კატალიზის განვითარებას. აღმოაჩინა ალკოლციკლოპენტენური ნახშირწყალბადების იზომერიზაციის ახალი რეაქცია. შეიმუშავა გოგირდიანი ნავთობპროდუქტების განგოგირდების ორიგინალური მეთოდი და ახლებურად ახსნა ნავთობის თანმხლებ წყლებსა და აირებში გოგირდწყალბადის არსებობა. გუმბრინის ბაზაზე მოამზადა ნიკლის, ქრომისა და სხვა ლითონების კატალიზატორები, რომელთაგან ზოგიერთი ქიმიურ და კვების მრეწველობაში დაინერგა. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ყოფილ სსრკ-ში სინთეზური ცეოლითების კატალიზური თვისებების შესწავლა. დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.


ლიტერატურა

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 561-562.

ჩივაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 194.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0