სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი 1914-1997წწ. აკადემიკოსი, გეოგრაფი. დაბ. ბილიასუვარი, ბაქოს გუბერნია.

1914-1997 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჯაოშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

63       ბეჭდვა

ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი 1914-1997წწ. აკადემიკოსი, გეოგრაფი. დაბ. ბილიასუვარი, ბაქოს გუბერნია.

ვახტანგ შალვას ძე ჯაოშვილი (დ. 25 თებერვალი (10 მარტი), 1914ბილიასუვარიბაქოს გუბერნია, ახლანდელი აზერბაიჯანი, — გ. 26 მარტი1997თბილისი) — ქართველი ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1970). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983). საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1978). ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1980-1996), სკკპ წევრი 1939 წლიდან.[1]


1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის ქიმია-ტექნიკის ფაკულტეტი. 1941 წელს მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლა. ინსტიტუტის დამთავდრების შემდეგ მუშაობდა ხელმძღვანელ სამეურნეო თანამდებობაზე. 1941-1945 წლებში სამამულო ომის მონაწილე, 1953 წლიდან სამხედრო სამსახურიდან დემობილიზაციის შემდეგ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელია. 1967-1977 წლებში მოსახლეობის გეოგრაფიის ლაბორატორიის გამგე, 1978 წლიდან ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. წლების მანძილზე ვახტანგ ჯაოშვილი იყო ინსტიტუტის დირექტორის მრჩეველი. იგი აგრეთვე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციების კურს მოსახლეობის გეოგრაფიაში.


მისი ნაშრომები ეძღვნება ეკონომიკურ გეოგრაფიას, მოსახლეობის და განსახლების გეოგრაფიას და ქალაქთმცოდნეობის საკითხებს. მეცნიერული მუშაობის ძირითადი სფერო იყო საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია. მუშაობდა უმთავრესად დემოგრაფიისა და ურბანიზაციის საკითხებზე, აგრეთვე რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრობლემებზე. შეიმუშავა საქართველოს დემოგრაფიული სიტუაციის გაუმჯობესებისა და რესპუბლიკის ურბანიზაციის კონცეფცია.[2]

გამოქვეყნებული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 12 მონოგრაფია. მისი შრომები დაიბეჭდა აშშ-ში, საფრანგეთშიპოლონეთშიუნგრეთშიინდოეთში და სხვა ქვეყნებში.[2] დაჯილდოებული იყო წითელი ვარსკვლავისა და დიდი სამამულო ომის II ხარისხის ორდენებითა და მედლებით.

1970 წელს მიენიჭა სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების სემიონოვ-ტიან-შანსკის სახელობის ოქროს მედალი, 1971 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1993 წელს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია, 1997 წელს კი ღირსების ორდენი. დაკრძალულია თბილისში, ვერეს სასაფლაოზე.[2] მისი სახელობისაა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთის საჯარო სკოლა

  • საქართველოს მოსახლეობა XVIII-XX საუკუნეებში, თბ., 1984;
  • ქუთაისი. ეკონომიკურ-გეოგრაფიული დახასიათება, თბ., 1962.

სქოლიო


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 18.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0