სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
საინტერესო ადამიანები
ოთარ ზალდასტანიშვილი 1922-2005წწ. გარდ. 83 წლის. არქიტექტორი, ნოვატორი. მსოფლიოს

1922-2005 წწ. გარდ. 83 წლის

ბმულის კოპირება

საინტერესო ადამიანები

გვარი ზალდასტანიშვილი სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

72       ბეჭდვა

ოთარ ზალდასტანიშვილი 1922-2005წწ. გარდ. 83 წლის. არქიტექტორი, ნოვატორი. მსოფლიოს "მერვე საოცრების" "პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელი. წარმ. თელავი

მსოფლიოს "მერვე საოცრების" "პალმა ჯუმეირას" დამპროექტებელი ოთარ ზალდასტანიშვილი 1922 წელს დაიბადა თელავში პოლკოვნიკ სოლომონ ზალდასტანიშვილისა და მერი ხირსელის ოჯახში. 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, "აჯანყების სამხედრო საქმეთა მომწესრიგებელი პოლკოვნიკი" სოლომონ ზალდასტანიშვილი ემიგრაციაში წავიდა. მალე მას მეუღლე და შვილები – ოთარი და გივი შეუერთდნენ. ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა იმის წყალობით შეინარჩუნეს, რომ ყოველ კვირას მათ ოჯახში ქართული სადილი მზადდებოდა და ქართველები იკრიბებოდნენ. პარიზში ზალდასტანიშვილებს განსაკუთრებით ხშირად ქაქუცა ჩოლოყაშვილი სტუმრობდა. ბოლოს დანათესავდნენ კიდეც, ქაქუცა ოთარის ნათლია გახდა. 

ოთარ ზალდასტანიშვილმა დაამთავრა პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა, 1946 წელს ამერიკაში – ჰარვარდის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო ორი დიდი ქართველი მეცნიერის ნიკო მუსხელიშვილისა და ილია ვეკუას შრომებით. მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში (რაც შემდეგ ძალიან გამოადგა ჯუმეირასათვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შესაქმნელად).

ოთარ ზალდასტანიშვილი იყო იულოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუქსის სკოლის კურატორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი. ლექციებს კითხულობდა აეროდინამიკაში, იყო უამრავი თეორიული ნაშრომისა და არაერთი პატენტის ავტორი (მათ შორის ფოლადის კონსტრუქციების დამუშავებაში).

მამა სოლომონ ზალდასტანიშვილი 1891-1941

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო ბოსტონის ერთ–ერთ სამშენებლო კომპანიაში. 1952 წელს გახდა კომპანიის პარტნიორი, 1964-89 წწ–ში იყო კომპანიის პრეზიდენტი, 1989-97 წწ–ში – დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და ეწოდა "Zaldastani Associates Incorporated". 25 ინჟინერი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა დიდ სამშენებლო პროექტებს. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასამდე ცნობილი ნაგებობისა და პროექტის ავტორია, მათ შორის – სასტუმრო "Copley Place" და ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტისა, მასვე ეკუთვნის ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში. მისი პროექტებით არის აგებული მრავალსართულიანი შენობები ერაყში, ალჟირში, საუდის არაბეთსა და საფრანგეთში, აშშ მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას. და ბოლოს ავტორია 2002 წლიდან გახმაურებული ჯუმეირას გენიალური გეგმისა დუბაიში. მის სახელთან არის დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო გადაწყვეტილება და ორიგინალური იდეა. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება.


დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ოთარ ზალდასტანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაში. ის სამჯერ აირჩიეს 1958 წელს დაარსებული "საქართველოს ასოციაციის" პრეზიდენტად, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. ძმასთან და სხვა ქართველებთან (მათ შორის იყო ჯონ შალიკაშვილი) ერთად აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, კერძოდ სუფსაში, ახალი პორტის გეგმაზე. როდესაც გივი ზალდასტანიშვილმა თბილისში ამერიკული აკადემია დაარსა, ოთარი ამ საქმეშიც აქტიურად ჩაერთო. ამერიკული აკადემიის წარმატებულ სტუდენტებს ეხმარებოდა ჰარვარდისა და სიმსონის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში.

ოთარ ზალდასტანიშვილი 2005 წელს გარდაიცვალა, დასაფლავებულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე.

ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი მოზრდილ სტატიათან ერთად შევიდა ამერიკის საცნობარო ხასიათის წიგნში "ვინ ვინ არის" (Who is Who), რომელშიც ამერიკის ყველაზე ცნობილი ადამიანების სახელებია შეტანილი.

2012 წელს ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილმა ლიზი ზალდასტანიშვილმა გამოთქვა სურვილი, რომ ზალდასტანიშვილების ოჯახის საკმაოდ დიდი არქივი გადაეცეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრანტულ დარბაზს.


კვირის პალიტრა სტატია

დასანანია, რომ ”მსოფლიოს მერვე საოცრების” შესახებ ინფორმაციაში არ არის მითითებული დამპროექტებლის, ოთარ ზალდასტანიშვილის სახელი, მისი ემიგრანტობის გამო...

XXI საუკუნის ”მსოფლიოს მერვე საოცრებად" მიჩნეულია სპარსეთის ყურეში განხორციელებული პროექტი ”პალმა ჯუმეირა” - ხელოვნური კუნძულების კომპლექსი ზღვაში. ამ უნიკალური პროექტის შესახებ არაერთხელ გვსმენია სხვადასხვა მედიასაშუალებით, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ პროექტის ავტორი ჩვენი თანამემამულე, ემიგრანტი ოთარ ზალდასტანიშვილია. საქართველოში უკეთ იცნობენ ოთარის ძმას, ამერიკელ ბიზნესმენ გივი ზალდასტანიშვილს, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა საქართველოში და 2001 წელს


ძმა გივი ზალდასტანიშვილი 1919-2007წწ 

ამერიკული აკადემიაც დააარსა. 88 წელს მიღწეული გივი ზალდასტანიშვილი 2007 წლის 15 ოქტომბერს თბილისში გარდაიცვალა.

ცნობილი ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი ზალდასტანიშვილებზე გვიამბობს:

- ოთარისა და გივის მამა სოლომონ ზალდასტანიშვილი ეროვნული არმიის პოლკოვნიკი, დამოუკიდებლობის კომიტეტისა და სამხედრო ცენტრის წევრი და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აჯანყების

სისხლში ჩახშობის შემდეგ სასტიკი რეპრესიები დაიწყო. სოლომონი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულებთან ერთად თურქეთის გზით საფრანგეთში გაიხიზნა. მიუნხენში 1956 წელს გამოცემული მისი წიგნი ”საქართველოს 1924 წლის ამბოხება", ერთ-ერთი საინტერესო ნაშრომია იმ ტრაგიკული მოვლენების შესახებ.

სოლომონ ზალდასტანიშვილს საფრანგეთში მალე მეუღლე მარი ხირსელი და შვილები  - 5 წლის გივი და 2 წლის ოთარიც შეუერთდნენ. საფრანგეთში 17 წელი იცხოვრეს, მაგრამ ბავშვებმა ქართული ცნობიერება და ენა შეინარჩუნეს. ყოველ კვირას დედა ქართულ კერძს ამზადებდა და მათ ოჯახში ქართველები იკრიბებოდნენ. ხშირად სტუმრობდა ქაქუცაც. მასთან დანათესავდნენ კიდეც - ოთარის ნათლია გახდა. ზალდასტანიშვილები სხვა ქართველებთან ერთად აღნიშნავდნენ შობა-ახალ წელს, აღდგომას, ნინოობას, 26 მაისსა და სხვა ქართულ დღესასწაულებს. მოკლედ, მშობლებმა გივი და ოთარი ქართული ტრადიციით აღზარდეს და შესანიშნავი განათლებაც მისცეს.

მეორე მსოფლიო ომის დროს სხვა ემიგრანტებთან ერთად სოლომონიც ჩაება ტყვეთა გათავისუფლების კამპანიაში. რუმინეთში ჩავიდა და დიდი ბრძოლით მიაღწია 500 ქართველის ბანაკიდან გამოყვანას, მაგრამ დაავადდა და 1941 წლის დეკემბერში ბუქარესტის საავადმყოფოში ტვინის ანთებით გარდაიცვალა. სოლომონ ზალდასტანიშვილის მეუღლემ და ვაჟმა გივიმ 1947 წელს დატოვეს ომგადახდილი და დანგრეული ევროპა და ამერიკაში გადასახლდნენ, სადაც უკვე ცხოვრობდა ოთარი. საფრანგეთში სკოლადამთავრებულმა გივიმ ჰარვარდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, მარიმ კი ჭრა-კერვა დაიწყო, რათა შვილებს მატერიალურად დახმარებოდა. უნივერსიტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ გივიმ ბიზნესს მიჰყო ხელი. იყო ნიუ-იორკის სათვისტომოს აქტიური წევრი...

ოთარ ზალდასტანიშვილს საიჟინრო დარგში უამრავი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის სამოქალაქო ინჟინერიის ამერიკის საზოგადოებისგან. ამ ჯილდოს, როგორც წესი, არაამერიკელებს აძლევენ. იყო უილოკის კოლეჯის, ბოსტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ბრუკსის სკოლის კურატორი. აქტიურად მონაწილეობდა ნიუ-იორკის ქართული სათვისტომოს საქმიანობაშიც. 50-იან წლებში ოთარ და გივი ზალდასტანიშვილები სათვისტომოს თავმჯდომარეები იყვნენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ოთარ ზალდასტანიშვილის თავმჯდომარეობა. 8 წელი იყო ეროვნული ორგანიზაციის, 1958 წელს დაარსებული ”საქართველოს ასოციაციის” პრეზიდენტი, რომლის მიზანი იყო საქართველოსა და მისი კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა. როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი ოთარ ზალდასტანიშვილი 1961 წელს მესამედ აირჩიეს ასოციაციის პრეზიდენტად, გაზეთი ”ქართული აზრი”, რომელიც ნიუ-იორკში იბეჭდებოდა, წერდა: ”საზოგადოების მხრივ ეს იყო უდიდესი მადლობის გამოხატულება თავისი თავმჯდომარის მიმართ. მართლაც, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში უდიდესი ცვლილება მოხდა ქართული სათვისტომოს ისტორიაში, მან მოიპოვა შეერთებულ შტატებში არსებული კორპორაციებისა და საზოგადოებების უფლება და გადაიქცა იმ ოფიციალურ დაწესებულებად, რომლის მიმართაც სახელმწიფო გარკვეულ ვალდებულებებს კისრულობს: მას იცავს, მფარველობს და ეხმარება”. სხვათა შორის, ასოციაციის პრეზიდენტი 1966-74 წლებში გივიც იყო. ასეთივე აქტიური გახლდათ ოთარ ზალდასტანიშვილის ქალიშვილი ლიზი, რომელიც 1995-2001 წლებში იყო ასოციაციის პრეზიდენტი. ოთარის ვაჟი ნიკოლასიც მშენებელია და კომპანიას ხემძღვანელობს.



- საქართველო თუ ახსოვდა?

- ოთარი მჭიდროდ თანამშრომლობდა გაერთიანებული სარდლობის ყოფილ თავმჯდომარე ჯონ-მალხაზ შალიკაშვილსა და სხვა ცნობილ მოღვაწეებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროექტებზე შავ ზღვაზე, სუფსაში, ახალი პორტის გეგმაზე. თავის ძმას გივის თბილისში ამერიკული აკადემიის დაარსებაში, შემდეგ კი აკადემიის საუკეთესო სტუდენტებს ჰარვარდისა და სიმპსონის კოლეჯებში სწავლის გაგრძელებაში ეხმარებოდა.

რაც შეეხება ჯუმეირას - ”პალმა” ეწოდება იმიტომ, რომ ნახევარმთვარის ფორმის რიფებით გარშემორტყმული 200 კუნძული დუბაის სანაპიროსთან 17-ტოტიან პალმის ხეს ქმნის. ხის ტანი 2 კმ სიგრძისა და 450 მ სიგანისაა. არქიპელაგზე უმაღლესი დონის 7 სასტუმრო, უამრავი მაღაზია და საცხოვრებელი შენობაა. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ”მარინში” 2 სასტუმროა. მათგან განსაკუთრებულია აფრის მსგავსი ბურჯ-ალ-არაბი. აქ არის იახტკლუბი, სპეციალიზებული მაღაზიები და ორი დიდი ნავსაყუდელი. ”პალმას” ტანსა და ვარჯზე, ასევე ნახევარმთვარეზე, სულ 60 სასტუმრო, 4000 ექსკლუზიური ვილა და კოტეჯი, აგრეთვე 5000 აპარტამენტია. აქვეა წყალქვეშა პარკები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, სპორტული კლუბები, კინოთეატრები და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურა. უძრავი ქონების ღირებულება ერთიდან შვიდ მილიონამდე მერყეობს. ეს ერთადერთი ადგილია დუბაის მახლობლად, სადაც არამუსლიმს მიწის შეძენის უფლება აქვს. მშენებლობა ჯერ არ არის დამთავრებული, მიწის, ვილების, სახლების ყიდვა  კი დიდი ხანია დაწყებულია. ერთ-ერთი პირველი კლიენტები ბექჰემები იყვნენ. მათ აპარტამენტებში 12 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს. რიგით მეორე კუნძული პალმა-ჯებელ-ალი პალმაზე ნახევარი კილომეტრით გრძელია. მასზე ”ზღვის სოფელია” გაშენებული, სადაც 8 სასტუმრო, ელიტური საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო კომპლექსები და სხვადასხვა დასასვენებელი დაწესებულებაა. მთლიანად კუნძულების მშენებლობაზე 100 მილიონი კუბური მეტრი ქვიშა და ქვა დაიხარჯა, ხოლო დუბაის სახმელეთო ზოლი 120 კილომეტრით დაგრძელდა. ახლა დაწყებულია უნიკალური კომპლექსის 7 კონტინენტისაგან შემდგარი ”მსოფლიოს” მშენებლობა, რომელიც 200 კუნძულისაგან შედგება, მსოფლიოს თითოეულ ქვეყანას წარმოადგენს და მისასვლელი მხოლოდ ზღვიდან აქვს.



დასანანია, რომ მსოფლიოს ამ ”მერვე საოცრების” შესახებ არსებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული დამპროექტებლის ვინაობა მისი ემიგრანტობის გამო. შეიძლება იმიტომაც, რომ ხანგრძლივმა ავადმყოფობამ შეაფერხა ოთარ ზალდასტანიშვილის საქმიანობა. მაგრამ უფრო დასანანი ის არის, რომ საქართველოში ასეთ დიდი პიროვნებას არ იცნობენ. ამის დასტურია ისიც, რომ მის გარდაცვალებას 2005 წლის 9 აგვისტოს მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი გამოეხმაურა მოკრძალებული ნეკროლოგით. 83 წლის ოთარ ზალდასტანიშვილი გარდაიცვალა 11 აგვისტოს და დაკრძალულია მაუთ ობურნის სასაფლაოზე, რომელსაც მსოფლიოს უამრავი ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე დაესწრო. იმ დღეს წესი აუგეს და სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინეს თბილისშიც, ფერისცვალების ტაძარში.

ოთარ ზალდასტანიშვილი

ოთარ ზალდასტანიშვილი 1922 წელს დაიბადა თბილისში. დაამთავრა პარიზის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი, შემდეგ სწავლა გააგრძელა სორბონას უნივერსიტეტში, 1946 წელს კი ამერიკაში, ჰარვარდის უნივერსიტეტში. გატაცებული იყო დიდი ქართველი მეცნიერების - მუსხელიშვილისა და ვეკუას შრომებით და მათ თეორიებზე დაყრდნობით 1952 წელს სახელგანთქმულ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილთან ერთად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია აეროდინამიკასა და ნიადაგის მექანიკაში (რომელიც შემდეგ ძალიან გამოადგა ჯუმეირასათვის ზღვაში ხელოვნური ნიადაგის შექმნისას), გახდა აეროდინამიკის კათედრის გამგის მოადგილე და როგორც პროფესორმა, დაიწყო ლექციების კითხვა აეროდინამიკაში. ჰქონდა უამრავი თეორიული ნაშრომი და პატენტი.

სამეცნიერო საქმიანობასთან ერთად, 1949 წელს ოთარ ზალდასტანიშვილმა მუშაობა დაიწყო ბოსტონის ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. 1952 წელს გახდა კომპანიის პარტნიორი, 1964-89 წლებში იყო მისი პრეზიდენტი, 1989-1997 წლებში კი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე. 1971 წელს ფირმას სახელი შეეცვალა და დაერქვა Zaldastani Assotiaits incorporated. 25 ინჟინერი მისი ხელმძღვანელობით ახორციელებდა დიდ სამშენებლო პროექტებს. ოთარს შესრულებული აქვს პროექტების რეკორდული რაოდენობა - 1000-ზე მეტი ამერიკაში, ევროპაში, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. მათ შორისაა: ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის სტადიონისა და ბრაუნის უნივერსიტეტის მოიჰანის აუდიტორიის აღდგენის პროექტები, სასახლეები ვაშინგტონსა და ამერიკის სხვა ქალაქებში, მაღლივი შენობები საფრანგეთში, ალჟირში, ერაყში, აშშ-ის მემორიალი ნორმანდიაში დესანტის გადასხმის ადგილას და ბოლოს, 2002 წლიდან გახმაურებეული ჯუმეირას გენერალური გეგმა საუდის არაბეთში. ის იყო პიონერი სამშენებლო კონსტრუქციების ტექნიკის განვითარებაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ავტოსტრადის ზედა სივრცის გამოყენება. მის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი კონსტრუქციული ინოვაციები.

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 12.03.2021
ბოლო რედაქტირება 12.02.2022
სულ რედაქტირებულია 4





რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0