გლდანის მემორიალის სრული სია გადადი ლინკზე
გულიკო გოდოლაძე
1993 წლის 13 მარტს რუსული სამხედრო თვითმფრინავებიდან, ქ.სოხუმის მიდამოებში ჩამოყრილი იქნა 500 კილოგრამიანი საავიაციო ბომბები, რომელთა უმრავლესობა არ აფეთქდა.
მეორე დღეს ვიცე–პოლკოვნიკ ანდრო მაღლაკელიძის მეთაურობით, ერთ–ერთი ასეთი აუფეთქებელი ბომბის გასანაღმავად, მესანგრეთა რვა კაციანი ჯგუფი სოფელ აჩადარას პოზიციაზე გავიდა. ბომბი ჯანჯღავების ოჯახის ეზოში იყო ჩამოგდებული. მესანგრეთა ჯგუფს ჟურნალისტებიც ახლდნენ. განაღმვის დროს ბომბი აფეთქდა და ახლო რადიუსში მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.
დაიღუპა 7 მესანგრე (გიული თაკალანძე, რამაზ ბესელია, ავთანდილ კოპალიანი, რუსლან ცხადაია, ნოდარ ოსაძე, აკაკი მიმინოშვილი, ვიცე-პოლკოვნიკი ანდრო მაღლაკელიძე), 4 ჟურნალისტი (საქართველოს პრესცენტრის და დოკუმენტური ფილმების სტუდია „მემატიანეს“ თანამშრომლები – გიორგი პოპიაშვილი, ალექსანდრე კარაპეტიანი, ჯუმბერ ეზუგბაია, გულიკო გოდოლაძე) და ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი (???).
მესანგრეთა ჯგუფიდან მხოლოდ დიტო ტალახაძე გადარჩა, რომელიც ვიცე პოლკოვნიკის ბრძანებით მეზობელ სახლში ფიცრის მოსატანად იყო წასული.
14 მარტი მესანგრეების ხსენების დღეა!!!
გულიკო გოდოლაძე, რამაზ ბესელია
აკაკი მიმინოშვილი, გიული თაკალანძე
წყარო ლაშა სირანაშვილი