ტარიელ სტეფლიანი 23_ე მექანიზირებული
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტს გუმისტის მისადგომებთან შემოტევის დროს, სადაც დაიღუპა გმირულად.
სიკვდილის შემდეგ ტარიელ სტეფლიანი დაჯილდოვდა მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის“.
ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა
დაიბადა 1953 წლის 25 ივნისს. 1981 წლიდან 1993 წლამდე მუშაობდა სოხუმის ტრანს.სააგენტოში მძღოლად.
რესპუბლიკის ეროვნული გვარდიიდს მე-3 ბრიგადის მეთაურის 1992 წლის 25 სექტემბრის ბრძანება #3-ის და საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების 23_ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურის 4 დეკემბრის #71 ბრძანების საფუძველზე იგი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23 მექნიზირებული ბრიგადის მე-2 მოტომსროლელ ბატალიონის მე-2 ასეულის, მე-2 ოცმეთაურის მოადგილე.
აფხაზეთში მიმდინარე ომის პერიოდში მან თავი გამოიჩინა, როგორც საქართველოს ერთიანობისა და დამოუკიდებლობისთვის თავდადებულმა მებრძოლმა. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის ყველა საბრძოლო ოპერაციაში. განსაკუთრებით თავი გამოიჩინა 1993 წლის 16 მარტს გუმისტის მისადგომებთან შემოტევის დროს, სადაც დაიღუპა გმირულად.
სიკვდილის შემდეგ ტარიელ სტეფლიანი დაჯილდოვდა მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის“.