ელდარ ივეჩიანი 23 ბრიგადა
ელდარ ივეჩიანი დაიბადა 1969 წლის 15 დეკემბერს ქ. სოხუმში. გულრიფშის რაიონის სოფელ პტიშის 4-წლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო სოფ. ჩხალთის საშუალო სკოლაში. მოიხადა სავალდებულო სამხედრო სამსახური.
აფხაზეთის კონფლიქტის დროს მოხალისედ ჩაირიცხა 23-ე ბრიგადის მე2 ბატალიონში.
1993 წლის 17 მარტს მტერთან ერთ-ერთ შეტაკების დროს ხელჩართულ ბრძოლაში რამდენიმე ბოევიკი გაანადგურა და თვითონაც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში.
გამოჩენილი გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა „ვახტანგ გორგასლის მე-3 ხარისხის ორდენით“, სიკვდილის შემდეგ.
ჩვენ ინფორმაცია მოგვაწოდა ლაშა სირანაშვილმა
ელდარ ოთარის ძე ივეჩიანი
დაიბადა 1969 წლის 14 დეკემბერს, გულრიფშის რ-ნი სოფელ ჩხალთაში. დაამთავრა
ჩხალთის საშუალო სკოლა.
ელდარი ივეჩიანი იყო ზემსახური, რადგანა სავალდებულო სამსახური გაიარა ყოფილ
საბჭოთა არმიაში 1988-1990 წლებში ქ.მურმანსკში.
1992 წლის 24 სექტემბერს ელდარ ივეჩიანი ჩაირიცხა საქართველოს რესპუბლიკის
ეროვნული გვარდიის 23 ბრიგადის მე-2 მოტო მსროლელ ბატალიონში.
აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ საბრძოლო
ოპერაციებში გუმისთის მისადგომებთან.
1993 წლის 17 მარტს მტერთან ერთ-ერთ შეტაკების დროს ხელჩართულ
ბრძოლაში რამდენიმე ბოევიკი გაანადგურა და თვითონაც გმირულად დაეცა
ბრძოლის ველზე, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში. გამოჩენილი
გმირობის, მამაცობისა და თავდადებისათვის დაჯილდოვდა „ვახტანგ გორგასლის მე3 ხარისხის ორდენით“, სიკვდილის შემდეგ.