სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10530

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
ომის გმირი 1941-45 წწ
 აშოტ მინასის ძე ასრიანი (1920-უცნობია)  სამამულო ომის გმირი. თბილისი, ქართლი.
ბმულის კოპირება

ომის გმირი 1941-45 წწ

გვარი ასრიანი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

24       ბეჭდვა

აშოტ მინასის ძე ასრიანი (1920-უცნობია) სამამულო ომის გმირი. თბილისი, ქართლი.

ასრიანი აშოტ მინასის ძე (3 მარტი 1920-1982) _ ქალაქი თბილისი. 1944 წლის 2 ნოემბერს ფინელებთან ბრძოლისას გამოჩენილი უმაგალითო მამაცობისათვის მიენიჭა გმირის წოდება;


აშოტ მინასის ძე ასრიანი დაიბადა 1920 წელს ქ. თბილისში. სწავლობდა თბილისის 73-ე სკოლაში, შემდეგ მოსკოვის საავტომობილო ტექნიკუმში. მოსკოვში განათლების მიღების შემდეგ ისევ თბილისს დაუბრუნდა. დიდი სამამულო ომის აქტიური მონაწილე გახლდათ დღიდან მისი დაწყებისა - დამთავრებამდე. დაჯილდოებულია ორდენებით: ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, მრავალი მედლით. მონაწილეობდა ბერლინის შტურმში. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა 1944 წლის 2 ნოემბერს - ჩრდილოეთის ფრონტზე გამოჩენილი გმირობისა და თავდადებისათვის. ა. ასრიანი გვარდიის პოლკოვნიკის რანგში  გარდაიცვალა 1992 წელს.


უმცროსი ლეიტენატი ასრიანი ლენინგრადის ფრონტზე, მოწინავე სატანკო ბატალიონში იბრძოდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდებაზე წარდგინების დოკუმენტში წერია: "მტრისადმი სიძულვილით ანთებულმა აშოტ ასრიანმა წინ მიმავალ ტანკს გადაასწრო და მაქსიმალური სიჩქარით გადაირბინა გზის გზაჯვარედინზე, რომელიც ქალაქ პეტსამოსთან გერმანელების მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტს წარმოადგენდა. თავისი ტანკის მუხლუხებითა და ცეცხლით მან გაანადგურა მოწინააღმდეგის ქვეითებითა და სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული  40-მდე ავტომანქანა, ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხების ბატარეია, 5 მოტოციკლი, 10 მსუბუქი ავტომანქანა, 12 ძოტი, 7 ტანკსაწინააღმდეგო შაშხანა, 100-მდე ჯარისკაცი და ოფიცერი, ტყვედ აიყვანა მოწინააღმდეგის ქვეითთა ჯგუფი. ამ ბრძოლაში ეკიპაჟის ყველა წევრი დაიჭრა, ტანკს ცეცხლი წაეკიდა, მაგრამ მამაცმა ოფიცერმა არ მიატოვა ალმოდებული ტანკი, არამედ ცეცხლი თავისი ტანსაცმლითა და მიწით ჩააქრო.

მას შემდეგ, რაც მძიმედ დაჭრილ ეკიპაჟის წევრებს ჭრილობები გადაუხვია, მან განაგრძო ტანკთან მოახლოებულ გერმანელებთან ბრძოლა. ამხანაგ ასრიანს დაუზიანდა ქვემეხი და ტყვიამფრქვევები. მაშინ მან გრანატები და პისტოლეტი გამოიყენა, ბოლო წუთამდე იცავდა უკვე გაფუჭებულ ტანკს. თავისი გმირობით ამხანაგმა ასრიანმა საშუალება მისცა ჩვენს სხვა ტანკებსა და ქვეითებს, წინ წაწეულიყვნენ და წარმატებით გაენადგურებინათ თავდაცვაზე გადასული მოწინააღმდეგე და მის დასახმარებლად მოსული რეზერვები, პეტსამო-კირკენესის ტრასაზე. ამხ. ასრიანი გადაჯდა გამართულ ტანკზე და პირველი შეიჭრა პეტსამოს სამხრეთ ნაწილში".



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 31.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0