აფხაზეთის სამხედრო პოლიცია სრული სია წიგნიდან საქართველოსათვის
ელგუჯა ნატმელაძე დაიბადა 1961 წლის 1 მარტს, ქალაქ სოხუმში. 1992 წლის 25 აგვისტოდან ელგუჯა ნატმელაძე ჩაირიცხა აფხაზეთის სამხედრო პოლიციის შემადგენლობაში. აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში.
ელგუჯა ბრიგადის მეთაურის ბრძანებით, საბრძოლო დავალების შესასრულებლად ვერტმფრენით გაიგზავნა ოჩამჩირეში. ვერტმფრენის აფეთქების შედეგად, 1992 წლის 11 ოქტომბერს, ელგუჯა ნატმელაძე მეგობარ მურთაზ გახოკიძესთან ერთად დაიღუპა. ათი დღის შემდეგ თანამებრძოლებმა, ვახტანგ ლომიძემ და დიმა ცაგურიამ გამოასვენეს. ელგუჯა ნატმელაძე დაკრძალულია სოფელ ვარჩეში.
ელგუჯა ნატმელაძე ჯანგულის ძე დაიბადა 1961 წლის 1 მარტს ქალაქ სოხუმში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/55
1968-1978 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე-16 საშუალო სკოლაში.
1980 წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.
1982-1984 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. კურჩატობში.
იყო სსრკ 31-ე ყრილობის დელეგატი.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1992 წლის 11 ოქტომბერს, საგანგებო მოვალეობის შესრულების დროს, ოჩამჩირის რაიონის სოფელ აძიუბჟაში ვერტმფრენის აფეთქების შედეგად დაიკარგა უგზო-უკვლოდ.