ნური აფრასიძე ბიძინას ძე დაიბადა 1954 წლის 8 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში.
წყარო http://www.molodini.org/ge/dakargulebi/personsPage/184
1961-1971 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის სკოლა-ინტერნატში.
1971-1973 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში ქ. სუდაკში.
შემდეგ მუშაობდა ბიჭვინთაში მშენებლობაზე.
1989 წლიდან მუშაობა დაიწყო ქ. სოხუმში ავტობუსის მძღოლად.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის 26 სექტემბერს, ქ. სოხუმთან დაიკარგა უგზო-უკვლოდ.
წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე
ნური ბიძინას ძე აფრასიძე დაიბადა 1954 წლის 17 ივნისს გულრიფშის რაიონის სოფელ საკენში. 1961-1971 წლებში სწავლობდა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდის სკოლა-ინტერნატში. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ სუდაკში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობდა ბიჭვინთაში მშენებლობაზე, ხოლო1989 წლიდან _ ქალაქ სოხუმში ავტობუსის მძღოლად.
1993 წლის 2 მაისიდან ნური აფრასიძე ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის სამხედრო-საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის პირველი დივიზიონის საკომენდატო ოცეულის მეთაურის მოადგილედ. 1993 წლის 26 სექტემბერს, სოხუმთან გამართული ერთ-ერთი ბრძოლის დროს ნური აფრასიძე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
ნური ბიძინას ძე აფრასიძე
დაიბადა 1954 წლის 13 ივლისს.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს აფრასიძე ნური ჩარიცხული იყო
მეორე საარმიო კორპუსის 23 _ე მექ. ბრიგადის მეორე ბატალიონის პირად
შემადგენლობაში, ყუმბარმტყორცნელად. 1992 წლის სექტემბრიდან (ბრძანება # 3.
23 სექტემბერი.1992). მონაწილეობას ღებულობდა ბატალიონის მიერ ჩატარებულ
ყველა საბრძოლო ოპერაციაში. მან განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 15-16
მარტის შემოტევების დროს (მძიმედ დაიჭრა), რისთვისაც ის საქართველოს
სახელმწიფო მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის ბრძანებულებით დაჯილდოვდა
მედლით ,,საბრძოლო დამსახურებისთვის“(00220).
ამის შემდეგ ნური აფრასიძე დანიშნულ იქნა პირველი საზღვაო დივიზიონის
საკომენდანტო შენაერთის მეთაურის მოადგილედ.
აფროსიძე ნური ბიძინას ძე 1993 წლის 27 სექტემბერს ქ.სოხუმში მიმდინარე
საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა.
მარინა ნაჭყებია