ვლადიმერ ლევანის ძე ბეროშვილი (დ. 1907, სოფ. კარდანახი, ახლანდელი გურჯაანის რაიონი ― გ.4 ოქტომბერი 1943), საბჭოთა კავშირის გმირი (16 ოქტომბერი, 1943).
დაამთავრა უმცროს მეთაურთა სკოლა. II მსოფლიო ომში მეთაურობდა მეტყვიამფრქვევეთა ოცეულს, შემდეგ ასეულს. დნეპრის გადალახვისა და მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
- 1943 - საბჭოთა კავშირის გმირი, მდინარე დნეპრის გადალახვისა და მარჯვენა ნაპირზე პლაცდარმის დაკავებისას გამოჩენილი მამაცობისათვის
- ლენინის ორდენი
- დაჯილდოებულია 2 სხვა ორდენით და მედლებით.