სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ომარ ფანჩვიძე 1958-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი ომარ ფანჩვიძე 1958-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ფანჩვიძე სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

4       ბეჭდვა

ომარ ფანჩვიძე 1958-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოფ. ბირცხა სოხუმი აფხაზეთი

ომარ ფანჩვიძე დაიბადა 1958 წლის 2 მაისს სოხუმის რაიონის სოფ. ბირცხაში. სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოვლის შემდეგ შეუდგა შრომის ფერხულს, დაოჯახდა სოფ. ახალშენის მკვიდრ მადონა სანიკიძეზე, შეეძინათ სამი შვილი და მრავდებოდა პატიოსანი, მშრომელი, ტრადიციული ქართული ოჯახი.
საუბედუროდ არ დასცალდათ ომარის ახალგაზრდა ოჯახს ბედნიერება და სიხარული 1992 წელს აფხაზეთში დაიწყო რუსეთ-საქრთველოს სამამულო ომი.
ომარი ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში, იბრძოდა 23-ე ბრიგადის მე-8 ბატალიპნის 1-ელ (ცუგუროვკის) ასეულში მსროლელად.
ასეული იცავდა ქ. სოხუმის მისადგომებთან სტრატეგიულ სიმაღლეებს იაშტუხისა და ცუგუროვკის მთებზე.
ომარი მონაწილეობდა ყველა საბრძოლო ოპერაციებში, პირნათლად ასრულებდა მეთაურის დავალებებს, გამოირჩეოდა მამაცობით, სამხედრო საქმის უზადოდ მცოდნემ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი 1993 წლის 2-27 ივლისს მიმდინარე ბრძოლებში, როდესაც რუსეთის გენერალურ შტაბში დაიგეგმა ქ. სოხუმის აღება შემოვლითი გზებით და მნიშვნელოვანი სიმაღლეების დაკავებით.
2 ივლისს რუსეთის საჯარისო ნაწილები, სომხების, აფსუა სეპატატისტების, ჩრდილო-კავკასიელი კონფედერატების ბატალიონები მოადგნენ ჩვენს პოზიციებს ცუგუროვკასა და იაშტუხის მთაზე ომარი თავის თანამებრძოლებთან ერთად ეკვეთა მტრის ჭარბ ძალებს. მასიური საარტილერიო დაბომბვის შემდეგ მოწინააღმდეგე გადმოვიდა შეტევაზე. ომარი იმ პერიოდისათვის იცავდა ყველაზე მნიშვნელოვან 1-ელ საგუშაგოს იაშტუხის მთაზე. პირველი დარტყმა სწორედ ომარიმ და მისმა თანამებრძოლებმა აიღეს თავის თავზე. მათ უტევდა სომხების ,,ბაგრამიანის ბატალიონი,,. უთანასწორო ბრძოლაში ქართველმა მებრძოლებმა არნახული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს და გაანადგურეს მათი არაერთი მებრძოლი. ამ სისხლისმღვრელ ბრძოლებში 4 ივლისს გამთენიისას ომარ ფანჩვიძე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, მისი ძმა თამაზი, აწ გარდაცვლილი ბენო ბენიძე, ლეონტი მამალაძე კი მძიმედ დაიჭრნენ. საბოლოოდ მოხერხდა მტრის სრული განადგურება და უკუქცევა თავისი ყურ-ფეხმოგლეჯილ მეთაურთან გ.ტრაპიზონიანთან ერთად. გამარჯვება ჩვენი იყო!
გმირი ქართველი ვაჟკაცი დაკრძალულია ძმათა სასაფლაოზე სოფ. თავისუფლებაში თავისი სახელოვანი მამულიშვილების აკაკი კურტანიძის, რომან ბერულავას, ერეკლე ბენიძის, ლევან შურღაიას, ელგუჯა კოპალიანის, ემზარ კიკალეიშვილის, ნუგზარ გიორბელიძის გვერდით. სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვებულია მედლით ,,მხედრული მამაცობისათვის,, მისი გმირული, მხედრული სული კი დავანებულია სამშობლოსათვის შეწირულ მამულიშვილთა ზეციურ სავანეში!!!

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.03.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 10.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0