გიორგი (გოგიტა) ბოთერაშვილი 1973-93წწ გარდ. სოფ. გუმისთა სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბოთერაშვილი გიორგი(გოგიტა)
დაიბადა ქ. სოხუმში 1972 წლის 19 მარტს.დაამთავრა ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა 1989 წელს და იმავე წელს ჩაირიცხა ქ. ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ქუთაისის უნივერსიტეტის მორაგბეთა სამეფო კლუბ ''აიეტის'' აქტიური წევრი იყო. აფხაზეთში დაწყებულმა საომარმა მდგომარეობამ დაფრთხე შეუქმნა საზღვრების მთლიანობას და მის მშობლიურ ქ . სოხუმს.
--''ჩემს სოხუმს უჭირსო!'' თქვა მან, დროებით გადასდო სწავლილ საქმე და იარაღით ხელში ჩადგა თავის ერთადერთ უმცროს ძმასთან, კობასთან ერთად ქალაქის დამცველთა რიგებში და თვეების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებაში ფრონტის წინა ხაზზე.
1993 წლის 16 მარტი საბედისწერი გამოდგა მისთვის. მდინარე გუმისტასთან ყველაზე დიდი, მასიური შემოტევის დროს ბრძოლას გმირულად შეეწირა მისი ხანმოკლე, მაგრამ ღრმა შინაარსიანი ლამაზი სიცოცხლე. სოხუმელი ვაჟკაცი დასაფლავებულია გულირიფშია სასაფლაოზე.
სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გმირის წოდება ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენით და დაჯილდოებულია მედლით''მხედრული მამაცობისათვის. 21 წლის ვაჟკაცის ცხოვრების ნიშანსვეტად დარჩა მხოლოდ ორი თარიღით .....