სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10630

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
მერაბ ქვილითაია 1960-93წწ დაკ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მერაბ ქვილითაია 1960-93წწ დაკ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი მერაბ ქვილითაია 1960-93წწ დაკ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

1960-1993 წწ. გარდ. 33 წლის

ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი ქვილითაია სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

36       ბეჭდვა

მერაბ ქვილითაია 1960-93წწ დაკ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

მერაბ შოთას ძე ქვილითაია დაიბადა ქ. სოხუმში 1960 წლის 26 ნოემბერს.

1967-1977 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმის მე-11 საშუალო სკოლაში.
1978-1979 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის რიგებში: 6 თვე იმსახურა ქ. თბილისის სანიტარ-ინსტრუქტორის სასწავლებელში, შემდგომი 18 თვე იმსახურა ქ. ქუთაისის სამხედრო ნაწილში ზერიგითად. 1981-1986 წლებში სწავლობდა ქ. სოხუმში «საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში» მექანიზაციის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე. პარალელურად მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტში. 1987 წლიდან მუშაობდა N6 სამშენებლო ტრესტში – ინჟინრად.

1992 წლის აგვისტოში სოხუმში დაწყებული საომარი მოქმედებების დროს ქვილითაია მერაბი პირველად სამედიცინო დახმარებას უწევდა დაჭრილებს ბრძოლის ველზე, ინსტრუქტაჟს უტარებდა მეომრებს სამხედრო ქვედანაყოფებში, თუ როგორ აღმოეჩინათ პირველადი სამედიცინო დახმარება დაჭრილებისათვის. სამხედრო სამედიცინო ასეული «კობრა»-ს ჩამოყალიბების პირველივე დღიდან მსახურობდა და მონაწილეობდა ასეულის მიერ განხორციელებულ ყველა ოპერაციაში. ბრძოლებში მიღებული ჭრილობების, თუ ქალაქის დაბომბვის შედეგად მას არაერთი სამხედრო თუ სამოქალაქო პირისათვის აღმოუჩენია პირველადი სამედიცინო დახმარება. ხშირად იყო ფრონტის წინა ხაზზე და ორმხრივი ცეცხლის დროს საკუთარი სიცოცხლის თავგანწირვის ფასად არაერთგზის გამოუყვანია დაჭრილი მეომრები, დროული პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შედეგად ბევრ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნა. 1993 წელს წარდგენილი იყო სამთავრობო ჯილდოზე «ვახტანგ გორგასლის» სახელობის ორდენზე. მისი გმირობის შესახებ იწერებოდა საქართველოს პრესაში, იყო ტელევიზიების რესპოდენტი.
1993 წლის 21 სექტემბერს სოხუმზე მტრის მიერ განხორციელებული შემოტევისას ძიძარიის ქუჩის მიმდებარე სომხური სკოლის ტერიტორიიდან სამედიცინო ასეულ «კობრა»-ში მიღებულ იქნა რადიო შეტყობინება დაჭრილების დახმარების შესახებ. გამოძახებაზე გავიდა მორიგე ჯგუფი: სან-ინსტრუქტორი – ქვილითაია მერაბი, სანიტარი – ფაჩუაშვილი მერაბი, მძღოლი – კარტოზია ზაზა. მასირებული სროლების გამო მანქანით გამოძახების ადგილამდე მისვლა შეუძლებელი იყო. ქვილითაია მერაბმა გადაწყვიტა ფეხით განეგრძო გზა. ადგილზე მისულმა შენიშნა, რომ აღნიშნული ტერიტორია უკვე მტრის კონტროლის ქვეშ იყო. ის სწრაფად გაერკვა ვითარებაში და საკუთარი თავგანწირვით შეძლო მ. ფაჩუაშვილის და ზ. კარტოზიას გაფრთხილება: «ბიჭებო თავს უშველეთ, აქ მტერია». მათ შეძლეს სამშვიდობოს გამოსვლა. ქვილითაია მერაბი მას შემდეგ უგზოუკვლოდ არის დაკარგული. ცნობა მისი ადგილსამოყფელის, ან დაღუპვის შესახებ დღემდე უცნობია.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 13.06.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 02.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0