ვასილი გერაშენკო 1965-93წწ. გარდ. სოხუმი დ. სოხუმი აფხაზეთი
გერაშენკო ვასილი
დაიბადა 1965 წელს ქ. სოხუმში. დაამთავრა მე-4 საშუალო სკოლა. ჩაირიცხა როსტოვის საზღვაო სასწავლებელში. მუშაობდა სოხუმის საზღვაო პორტში.
ომის დაწრების პირველივე დღეებში სამხედრო შტაბში გამოცხადდა და საქაღთველოს თავდაცვის სამინისტროს მეორე საარმიო კორპუსის 23-ე ბრიგადის მოტომსროლელ ბატალიონში ჩაირიცხა. საბრძოლო ოპერაციების დროს ოცეულის სნაიპერი იყო.
1993 წლის მარტის შუა რიცხვებში სოხუმის შტურმოთ აღება დაიგეგმა. იერიში 15 მარტს გამთენიისას დაიწყო. სამი ყუმბარა ესროლა ზედიზედ, მტერი გაანადგურა და თვითონაც ბრძოლის ველზე დარჩა.
სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით “მხედრული მაკაცობისათვის“.
წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს
ვასილ გერაშენკო უკრაინული წარმოშობის ახალგაზრდა ვასილ გერაშენკო 1965 წელს ქალაქ სოხუმში დაიბადა. დაამთავრა სოხუმის მე-4 საშუალო სკოლა, შემდეგ როსტოვის საზღვაო სასწავლებელი და ისევ სოხუმში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო ქალაქის საზღვაო პორტში.
ომის დაწყებისთანავე საკუთარი სურვილით გამოცხადდა შტაბში და საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის მოტომსროლელთა ბატალიონში ჩაირიცხა. საბრძოლო მოქმედებების დროს ოცეულის სნაიპერი იყო.
1993 წლის მარტში მოიერიშემ სოხუმის შტურმით აღება გადაწყვიტა და 15 მარტს, გარიჟრაჟზე შეტევა დაიწყო. ვასილი მედგრად დაუდგა მტერს, ზედიზედ სამი ყუმბარა ესროლა, ისიც გაანადგურა და თვითონაც გმირის სახელით დატოვა წუთისოფელი.