სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
აფხაზეთის ომი
ჟულიერი არღვლიანი 1957-92 წწ გარდ.  გაგრა დაბ. სოხუმი აფხაზეთი ჟულიერი არღვლიანი 1957-92 წწ გარდ.  გაგრა დაბ. სოხუმი აფხაზეთი
ბმულის კოპირება

აფხაზეთის ომი

გვარი არღვლიანი სია

სოხუმი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

45       ბეჭდვა

ჟულიერი არღვლიანი 1957-92 წწ გარდ. გაგრა დაბ. სოხუმი აფხაზეთი

ჟულიერ ვალიკოს ძე არღვლიანი, მსახურობდა ქ. გაგრის შს განყოფლებაში საგზაო პოლიციის ინსპექტორის თანამდებობაზე. 1992 წლის 31 აგვისტოს, აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაიღუპა ქ. გაგრაში.

წყარო მარინა ნაჭყებია დაიბადა სოხუმში 1956 წლის 24 დეკემბერს

 წიგნიდან საქართველოსთვის ომის ქრონიკები  აფხაზეთი 1992-93წწ რედ. ირმა ირემაძე

ჟულერ ვალიკოს ძე არღვლიანი დაიბადა 1957 წელს, ახალმა სიცოცხლემ სიხარული და ზეიმი შეიტანა არღვლიანების ოჯახში.

ქალბატონი ჟენია ბავშვობიდანვე ვაჟკაცური სულისკვეთებით ზრდიდა პირმშოს, თვალტანადი, ახოვანი, სიკეთით სავსე ვაჟკაცი გაიზარდა ჟიულვერი. ღირსეულად განვლო ჭაბუკობის წლებმა... მუშაობა დაიწყო ქალაქ გაგრის შინაგან საქმეთა საქალაქო განყოფილებაში, სადაც მალე დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა, გახლდათ პოლიციის ზემდეგი, პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე ჟიულვერ არღვლიანი აქტიურად ჩაება სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. 1992 წლის 31 აგვისტოს ჟიულვერი სახლში იმყოფებოდა, როცა აფხაზი სეპარატიეტები თავს დაესხნენ, მტრის სიმრავლეს არ შეუშინდა, მამაცურად იცავდა თავის კერას. დაჭრილი ჟიულვერი აფხაზებმა ალყაში მოაქციეს და მისი თავგანწირვით გაცოფებულებმა დედის თვალწინ აწამეს და ცოცხლად დამარხეს... „... განა არსებობს დედა ჩემზე გამწარებული? ყველა დედა, რომელმაც შვილი დაკარგა, ცოდვაა შვილო, მაგრამ ჩემი საცოდაობა აუწონავია, რა დამავიწყებს იმ საზარელ დღეს, როცა ხელში დაჭრილი საკუთარ სახლს იცავდი, ლომივით ბორგავდი, მაგრამ, ვაი, რომ სიმრავლით დაგჯაბნეს ბიჭო, ჩემს თვალწინ გაწამეს და ცოცხლად დაგმარხეს, მიწა თრთოდა, მიწა ვერ გუობდა შენს მხარბეჭს, შენ მოგიკვდეს შენი გამწარებული დედა, ნუთუ ეს არის შენი სამართალი ღმერთო, მე ცოცხალი უნდა ვამძიმებდე ამ ცოდვილ მიწას და ჩემი შვილი ამქვეყნად აღარ იყოს?!..“ _ ეს არის ამონარიდი ჟიულვერის გულმკვდარი დედის წერილიდან, რომელსაც ნუგეშად დარჩენია სახელოვანი შვილის ვაჟკაცური სახელის ნათელი ხსოვნა...





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნანუკა ღვინაშვილი
ნანუკა ღვინაშვილი ბოლო რედაქტირება 08.09.2021
სულ რედაქტირებულია 1



მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0