დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
გონერი პავლიაშვილი გურამის ძე 1966-93წწ გარდ. სოხუმი დ. სოფ. ოძისი დუშეთი გარდაიცვალა 29 სექტემბერი 1993 წელს თავდაცვის სამინისტროს ბატალიონი გორდა
გონერ პავლიაშვილი დაიბადა 1966 წლის 4 აგვისტოს დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში.
სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში სამედიცინო აპარატურის მოწყობილობებისა და ექსპლუატაციის სპეციალობაზე. პირნათლად მოიხადა მხედრული ვალი პოლონეთში.
საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ჩაება და მკერდით იცავდა სამშობლოს თავისუფლებას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში. ჩაირიცხა თავდაცვის სამინისტროს საგანგებო დანიშნულების ბატალიონში (მეთაური თ. მეფარიშვილი).
1992 წლიდან სამაჩაბლოში იმყოფებოდა სამშვიდობო ბატალიონში. სოფელ ვანათში მან და მისმა მეგობარმა თანამებრძოლებმა სოფლის ეკლესია აღადგინეს. აქაური მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურეს.
1992 წლის ოქტომბერში იბრძოდა ქ. გაგრაში, რომლის დაცემის შემდეგ, 47 დღის განმავლობაში, ტყვეობაში იმყოფებოდა.
1993 წლის თებერვლიდან გონერი ჩაირიცხა ბატალიონ „გორდაში“ ოცმეთაურად. სექტემბერში იგი სოხუმის დამცველთა რიგებში იყო. 23 სექტემბერს გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე.
გონერ პავლიაშვილი სიცოცხლეში დაჯილდოვდა მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“, ხოლო სიკვდილის შემდეგ – ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.
1993წ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემისას გმირნი დაღუპულნი/დახვრეტილნი