დუშეთის რაინში გარდაცვლილი 54 მებრძოლი ბადრი პაპიაშვილისგან გადადი ლინკზე
მალხაზ ჩხუტიაშვილი ვაჟს ძე 1971-93წწ გარდ. ოჩამჩირე აფხაზეთი დაიბადა 25 დეკემბერი 1971წელი სოფ. ყარსიმაანი დუშეთი გარდ.01 ნოემბერი ბატალიონი "თბილისელი" რიგითი
მალხაზი ვაჟას ძე ჩხუტიაშვილი დაიბადა 1971 წლის 25 დეკემბერს. დუშეთის რაიონის სოფ. ყარსიმაასში. აღიზარდა და სკოლა დაამთავრა დაბა ჟინვალში, დედასთან, უმამოდ, გულით ეწადა მონაწილეობა მიეღო სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლაში და ამიტომაც ჩაეწერა მოხალისეთა რიგებში. იგი ყოველთვის პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, იბრძოდა ოჩამჩირის ტერიტორიაზე. ახლობლებს მონატრებულმა 4 იანვარს დარეკა და დედას შეპირდა, რომ 14-15 იანვარს სახლში იქნებოდა, მაგრამ ამავე დღის ბოლოს არ დაინდო სნაიპერის ტყვიამ და სასიკვდილოდ შეუნგრია გულ-მკერდი. ჩაუქრო 21 წლის დედისერთა ვაჟკაცს სიცოცხლე.