თენგიზ აბსანძე 1960-93წწ გარდ. 33 წლის სოხუმი აფხაზეთი დაბ. სოხუმი
თენგიზ აბსანძე დაიბადა 1960 წლის 13 აპრილს ქ. სოხუმში. დაამთავრა ქ. სოხუმის N11 საშუალო სკოლა. სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა უნგრეთში. დაამთავრა ქ. როსტოვის საინჟინრო ინსტიტუტის საექსპლუატაციო ფაკულტეტი.
ომის დაწყებისთანავე ჩადგა სამშობლოს დამცველთა რიგებში. იყო აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირადი დაცვის შემადგენლობაში.
განსაკუთრებით თავი გამოიჩინა შრომა-თავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში.
1993 წლის 27 სექტემბერს იბრძოდა მინისტრთა საბჭოს შენობაში. თანამებრძოლები იგონებენ, როგორ ვაჟკაცურად იბრძოდა თენგიზი, მინისტრთა საბჭოს III სართულიდან მან ცეცხლი გაუხსნა მტერს. ამ ბრძოლის დროს თენგიზ აბსანძე გმირულად დაიღუპა.
თენგიზ აბსანძეს ახასიათებენ როგორც ერთგულ, უღალატო, უშიშარ, შრომისმოყვარე, განათლებულ, მებრძოლი სულისკვეთების მქონე ადამიანს. ასეთი ადამიანების მარადისობაში გადასვლა უბრალოდ არ ხდება. მისი ნამუსიანი სიცოცხლე და აღსასრული დასტურია იმისა, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს და გაბრწყინდეს. ამის სჯერათ თენგიზ აბსანძის ახლობლებს, მეგობრებს და ერთადერთ დას – მარინა აბსანძეს.