სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10632

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში
გიორგი ღუჭაშვილი 1991-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი გიორგი ღუჭაშვილი 1991-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი

1991-2013 წწ. გარდ. 22 წლის

ბმულის კოპირება

გარდ. მებრძოლები საზღვარგარეთ და სამშვიდობო მისიებში

გვარი ღუჭაშვილი სია

გარდაბანი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

53       ბეჭდვა

გიორგი ღუჭაშვილი 1991-2013წწ გარდ. ავღანეთი დაბ. სოფ. მარტყოფი გარდაბანი

გიორგი ღუჭაშვილი 10.12.1991 - 06.06.2013 პირველი კლასის რიგითი


საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა 2010 წლიდან. დაიღუპა 2013 წლის 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, მეამბოხეთა მიერ 42-ე ბატალიონის ბაზაზე განხორციელებული იერიშის შედეგად.

ავღანეთში 6 ივნისს გმირულად დაღუპული 7 ქართველი ჯარისკაციდან მეორე, ყველაზე ახალგაზრდა გიორგი ღუჭაშვილია. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ის 18 წლიდან ირიცხებოდა. ჰელმანდის პროვინციაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გიორგი ღუჭაშვილს თანამებრძოლები ნანგრევებში დიდხანს ვერ პოულობდნენ და რამდენიმე საათი დაკარგულად მიიჩნეოდა, თუმცა საძიებო სამუშაოების შემდეგ მისი ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს. 22 წლის ახალგაზრდა გარდაბნის რაიონის სოფელ მარტყოფიდან იყო. სოფელში მას დედა და ორი ძმა დარჩა. მამა მის გმირობას ვერ მოესწრო... მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მოვლა-პატრონობა გიორგიმ საკუთარ თავზე აიღო და თავისი მომავალი ქართულ ჯარს დაუკავშირა.


ლეილა ღუჭაშვილი, გიორგის დედა: - გიორგიმ ჯარში წასვლის გადაწყვეტილება მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. 6 დეკემბერს დაიღუპა ჩემი მეუღლე და 10 დეკემბერს გიორგის დაბადების დღეზე დავკრძალეთ. გიორგი 18 წლის სკოლაში გახდა. როგორც კი სრულწლოვანი გახდა მითხრა, რომ ჯარში წასვლა სურდა. მივხვდი, რომ გადაწყვეტილება მიღებული ჰქონდა და წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი. ძალიან ვღელავდი ამ ყველაფრის გამო, მაგრამ მარწმუნებდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და აუცილებლად დავბრუნდებიო. ძალიან ბედნიერი და ენერგიული ბიჭი იყო. ყველას მიმართ სითბოს და სიყვარულს გამოხატავდა. ყველას მიმართ თანადგომის და დახმარების სურვილს გამოთქვამდა. როგორც შეეძლო, ყველას ეხმარებოდა.


დამოუკიდებლად იღებდა ყველა გადაწყვეტილებას. ავღანეთში წასვლაც თვითონ გადაწყვიტა. მე ძალიან ვღელავდი და ვეუბნებოდი, შვილო, არ წახვიდე-მეთქი. გიორგის გარდა კიდევ ორი ბიჭი მყავს და ბავშვობიდან ისე ვზრდიდი მათ, რომ ერთი დღე არსად არ დამიტოვებია. ამიტომაც ვთხოვდი, რომ არ წასულიყო. ვუთხარი, შვილო, მე ექვსი თვე ვერ გავძლებ და არ წახვიდე მეთქი, მაგრამ არაო! დამამშვიდა ჩამიხუტა და მითხრა, ნუ გეშინია, დავბრუნდებიო!... დღესაც თვალწინ მიდგას ის წამები, როდესაც სახლიდან გავაცილე, პირჯვარი გადავსახე და ღმერთს ვევედრებოდი მის დაბრუნებას! შიში მქონდა ყოველთვის, ეტყობა დედის გული გრძნობდა ამ უბედურებას, რაც მომივიდა! მართლაც ასე მოხდა. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს რაც დაგვემართა.

რამდენი რამ ვერ მოასწრო. შვილები მაინც დარჩენოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა მეგობრებმა და უახლოესმა ადამიანებმა მითხრეს, შეყვარებული ჰყავდა და ოჯახის შექმნაზე ფიქრობდაო. მაგრამ მერე ეს უბედურება მოხდა და აღარ დასცალდა. გიორგის გარდაცვალება ძალიან მძიმე იყო მთელი ოჯახისთვის. გიორგის გარდა კიდევ ორი ბიჭი მყავს, სოსო და ამირანი. ამირანი ყველაზე პატარაა, როგორც ყველას, მასაც ძალიან უმძიმს, იმდენად გაუჭირდა, რომ ტაძარში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. მამაოებთან არის და მისი ძმის სულის მოსახსენიებლად ლოცულობს!

მერი შინდიკაშვილი, რძალი: - გიორგისთვის ეს პირველი საკონტრაქტო იყო. ავღანეთში წასვლის გადაწყვეტილება რომ მიიღო, წინააღმდეგობის გაწევა არც გვიფიქრია, რადგანაც ის მის გადაწყვეტილებაში კატეგორიული იყო. ჩასვლისთანავე დაგვიკავშირდა, დაგვამშვიდა, არაფერზე ინერვიულოთ ყველაფერი კარგად იქნებაო. ამ ამბიდან რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრეთ... გვარწმუნებდა, რომ ყველაფერი წყნარად იყო და არაფერზე უნდა გვენერვიულა. ძალიან ყურადღებიანი და გამორჩეული იყო, ყველაფერში დამოუკიდებელი ადამიანი. განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა ოჯახის მიმართ. ერთი შვილი მყავს და მასზე გიჟდებოდა. ყველაფერს უსრულებდა და განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა მის მიმართ. თავად კი არ დასცალდა ოჯახის შექმნა და ვერც შვილებს მოესწრო, ისე წავიდა ამ ქვეყნიდან“...

გიული ღუჭაშვილი, გარდაცვლილი გმირის მამიდა: „გიორგის ორი ძმა ჰყავს, ერთ ეზოში ორი დიდი სახლი ძმებს მამამ აუშენა. ერთ სახლში ერთი ძმა ცხოვრობს ოჯახით, გიორგიმ კი ვერაფერი მოასწრო. მამის გარდაცვალების შემდეგ დედაზე და უმცროს ძმაზე პასუხისმგებლობა თვითონ აიღო და ჯარში წავიდა. დედამისს უთხრა, შენ აღარ იმუშავო და მართლა არაფერს აკლებდა ოჯახს. სამხედრო სამსახურისადმი ინტერესით ძმებს შორის ყველაზე მეტად გიორგი გამოირჩეოდა. მეზობლის ბიჭებს, რომლებიც ჯარში მსახურობდნენ, ხშირად ესაუბრებოდა იქაურობაზე და ჩვენც ვამჩნევდით, რომ ინტერესი დიდი ჰქონდა. როცა ხედავდა, მასზე დიდები მიდიოდნენ ჯარში, ამბობდა, მეც მალე წავალო. როდესაც სამხედრო სამსახურში წასვლა გადაწყვიტა, მე წინააღმდეგი წავედი, მაგრამ მის შეჩერებას ვერავინ შეძლებდა და არაფერი გამოგვივიდა! ამბობდა, ჯარი ვაჟკაცების საქმეა და ვერ გავჩერდებიო! მართალი აღმოჩნდა გიორგი, ჯარი მართლაც ვაჟკაცების საქმეა და დღეს ჩვენს ვაჟკაც ბიჭს მთელი ქვეყანა გლოვობს“!

სოსო ღუჭაშვილი, გიორგის ძმა: „გიოს დაღუპვამდე სამი დღით ადრე ვესაუბრე „სკაიპით“. ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მითხრა, კარგად ვარ, არ ინერვიულოთო. რას წარმოვიდგენდი, თუ სამ დღეში ასეთი უბედურება დაგვატყდებოდა თავს. იდეალური ადამიანი იყო და ვამაყობ, რომ ასეთი გმირი ძმა მყავს, ვერავინ იტყვის მასზე ცუდს“.

ლევან იორდანაშვილი, მამიდაშვილი: „მიხარია, რომ ასეთი გმირია ჩემი ბიძაშვილი. გმირობა და ვაჟკაცობა უნდა ჯარში წასვლას და სამშობლოს სამსახურში ყოფნას. სანამ წავიდოდა, წინა დღეებში ვნახე. შიში არასდროს დაუფლებია. პირიქით, მეტი ინტერესი ჰქონდა, სულ ამბობდა, ნეტავ, როდის წავალო. წავიდა და სამუდამო გმირად დაბრუნდა უკან!“

„ჩემი გამორჩეული შვილი, ჩემი გმირი ბიჭი, შენი სახე მენატრება, დედი!“ – ასე ტირის დღეს გიორგი ღუჭაშვილის დედა, რომელსაც ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმა, გიორგის მეგობრებმა ლექსიც კი მიუძღვნეს:

„დედი, გიკვდები,

ხვალ უჩემოდ შეხვდები დილას...

დედი, ქართველი

იავნანით გამიშვი მიწას,

დედი, სამშობლო დავიცავი,

სამშობლო მიყვარს,

დედი, ბოლოჯერ ჩამეხუტე,

ნაომარს მძინავს!“

გამომცემლობა „პრაიმტაიმის“ წიგნი „გმირის“ მიხედვით.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2021
ბოლო რედაქტირება 11.12.2022
სულ რედაქტირებულია 3





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0