სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12286

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
სარგის ცაიშვილი 1929-92წწ აკადემიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. წარმ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი.

1929-1992 წწ. გარდ. 63 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ცაიშვილი სია

ზუგდიდი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

73       ბეჭდვა

სარგის ცაიშვილი 1929-92წწ აკადემიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. წარმ. სოფ. ცაიში, ზუგდიდი.

სარგის სოლომონის ძე ცაიშვილი (დ. 20 დეკემბერი1929თბილისი — გ. 18 მაისი1992, იქვე) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, პროფესორი.


დაიბადა ქართული ლიტერატურის ცნობილი მკვლევარის სოლომონ ცაიშვილის ოჯახში. 1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი და სწავლა გააგრძელა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში, რომლის დირექტორიც მოგვიანებით გახდა.

ფართოდაა ცნობილი ს. ცაიშვილის შრომები, როგორც ძველი ქართული მწერლობის შესახებ, ასევე რუსთველოლოგიაში, 1964 წლიდან იყო „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ჯერ თავმჯდომარის მოადგილე, შემდეგ მეცნიერ-დირექტორი.

სარგის ცაიშვილის კალამს ეკუთვნის გამოკვლევები და ესეები იაკობ ცურტაველზედავით გურამიშვილზევახტანგ VI-ზე, ბესიკზეიოსებ ტფილელზენიკოლოზ ბარათაშვილზეილია ჭავჭავაძეზევაჟა-ფშაველაზენიკო ლორთქიფანიძეზეგალაკტიონ ტაბიძეზეგერონტი ქიქოძეზეკონსტანტინე გამსახურდიაზესიმონ ჩიქოვანზელევან გოთუაზე და სხვებზე. მისი მრავალი ნაშრომი თარგმნილია უცხო ენებზე. გამოჩენილი კრიტიკოსისა და მეცნიერის ღვაწლი აღინიშნა 1977 წელს საქართველოს მწერალთა კავშირისა და 1989 წელს კორნელი კეკელიძის პრემიებით.


სარგის ცაიშვილს დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის შექმნაში. დააარსა ჟურნალი, „ლიტერატურა და ხელოვნება“, იყო მისი მთავარი რედაქტორი. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის უცხო ენების ინსტიტუტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც 1986 წლიდან გარდაცვალებამდე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრას ხელმძღვანელობდა. ის ასევე იყო სპორტსმენ-ალპინისტი, სპორტის ოსტატი და საქართველოს ალპინისტთა ფედერაციის პრეზიდენტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ნოდარ დუმბაძესთან ერთად 


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.04.2021
ბოლო რედაქტირება 21.12.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 16.05.2023
სულ რედაქტირებულია 1