სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9617

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვიქტორ ჩხიკვაძე 1912-2006წწ აკადემიკოსი, იურისტი. დაბ. სოფ ზოვრეთი, ზესტაფონი, იმერეთი.

1912-2006 წწ. გარდ. 94 წლის

აკადემიკოსი

გვარი ჩხიკვაძე სია

ზესტაფონი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

264       ბეჭდვა

ვიქტორ ჩხიკვაძე 1912-2006წწ აკადემიკოსი, იურისტი. დაბ. სოფ ზოვრეთი, ზესტაფონი, იმერეთი.

ვიქტორ მიხეილის ძე ჩხიკვაძე (დ. 1 იანვარი, 1912, [ ძვ. სტ. 19 დეკემბერი, 1911], სოფ. ზოვრეთი, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — გ. 2006) — საბჭოთა იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1947), სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1964); 1991 წლიდან რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.


1930 წელს სკოლის დამთავრებისთანავე ჩაერიცხა ქ. თბილისის საბჭოთა მშენებლობისა და უფლების ინსტიტუტში, საიდანაც ორი წელი სწავლის შემდეგ გადავიდა ქ. მოსკოვის სტუჩკის სახელობის საბჭოთა უფლების ინსტიტუტში, რომელიც 1934 წელს წარჩინებით დაამთავრა.

1937 წელიდან იმავე ინსტიტუტში შეუდგა სამეცნიერო პედაგოგიურ მუშაობას.

1939 წელს დაიცვა საკანდიდატო მინიმუმი ხოლო 1941 წელს მიიღო დოცენტის ხარისხი.

1938 წელს გაწვეულ იქნა ჯარში რომელიც სამხედრო-იურიდიულ აკადემიაში როგორც უფროსმა პედაგოგმა გაიარა. მონაწილეობა მიიღო მეორე მსოფლო ომში როგორც ჩრდილო-დასავლეთის ფრონტის სამხედრო პროკურორის თანაშემწემ.

1947 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და იმავე წელს მიიღო პროფესორის ხარისხი. ხელმძღვანელობდა სამხედრო იურიდიული აკადემიის სისხლის სამართლის კათედრას, სადაც მალევე მიიღო სამეცნიერო განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა.

1948 წლიდან ხელმძღვანელობდა აკადემიას.


1947–1948 წლებში შეთავსებით მუშაობდა იურიდიულ მეცნიერებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორად.

1953 წელს არჩეულ იქნა საქართველოს ცკ მდივნად, რომელიც მალევე დატოვა მაშინდელი 1 ცკ მდივანთან ვასილ მჟავანაძესთან საკადრო პოლიტიკის უთანხმოების გამო.

1954 წელს დაინიშნა სსრკ უფლებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ.

1958 წელს მივლინებულ იქნა მშვიდობის მსოფლიო საბჭოში საბჭოთა წარმომადგენელად. სტოქჰოლმის კონგრესი „განიარაღებისა და საერთაშორისო თანადგომაზე“ არჩეულ იქნა მშვიდობის მსოფლიო საბჭოს მდივნად და ბიუროს წევრად. ამავდროულად იყო ვენის მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორიც.

1963 წელს ხელმძღვანელობდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს იურიდიულ კომისიას.

1968 წელს ხელმძღვანელობდა საერთაშორისო კონგრესში საბჭოთა სამთავრობო დელეგაციას, რომელიც ეძღვნებოდა ადამიანის უფლებების დეკლარაციის 20 წლის თავს.

1970 წელს ჩხიკვაძის ინიციატივით დაფუძნდა პოლიტიკურ მეცნიერებათა საბჭოთა ასოციაცია, რომლის პირველი პრეზიდენტი თავადვე იყო.

გარდაიცვალა 2006 წლის 4 აპრილს.



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 13.04.2021

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 17.05.2023



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0