სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10638

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გიორგი ჩიტაია 1890-1986წწ. აკადემიკოსი, ეთნოლოგი. წარმ. სოფ. ქვიშანჭალა (ორპირი) აბაშა.

1890-1986 წწ. გარდ. 96 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ჩიტაია სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

61       ბეჭდვა

გიორგი ჩიტაია 1890-1986წწ. აკადემიკოსი, ეთნოლოგი. წარმ. სოფ. ქვიშანჭალა (ორპირი) აბაშა.

გიორგი სპირიდონის ძე ჩიტაია (დ. 10 ნოემბერი1890ფოთი — გ. 28 აგვისტო1986თბილისი) — ქართველი ეთნოლოგი, ეთნოგრაფი, ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1963), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1969).


გიორგი ჩიტაიას მშობლები წარმოშობით სენაკის მაზრის სოფელ ორპირიდან იყვნენ. გიორგი ჩიტაია ფოთში დაიბადა. შვიდწლედში იქვე სწავლობდა და მუშაობდა ჯერ ფოთის პორტში, შემდეგ სტამბაში. 1097 წელს დაამთავრა ფოთის საქალაქო სასწავლებელი, ხოლო 1911 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე ქართულ-სომხური ფილოლოგიის სპეციალობით. სტიპენდიის მისაღებად მას გიმნაზიის ქართული ენის პედაგოგმა სერგი გორგაძემ უშუამდგომლა. პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდნეობის კათედრის გამგე მაშინ იყო ნიკო მარი. მარმა ჩიტაია ჩართო ანისის ნაქალაქარის გათხრებში. ამის შემდეგ ჩიტაია ჩაერთო იოსებ ორბელის მიერ მოწყობილ შირაქის ექსპედიციაში, სადაც დაინტერესდა სოეხთა რტრადიციული ყოფით და შეისწავლა დარბაზული ტიპის სომხური საცხოვრებელი გლახატუნი, რასაც მიუძრვნა თავისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი „გლეხის სახლი ქვაბლიანის ხეობაში“. ჩიტაიას უნივერსიტეტში ასევე ურთიერთობა ჰქონდა ალექსანდრე ცაგარელთან და ივანე ჯავახიშვილთან. ჯავახიშვილმა ჩიტაია ჩართო ქართველ სტუდენტთა სამეცნიერო წრეში. ჩიტაია 1914-1916 წლებში ამ წრის გამგეობის თავმჯდომარე იყო. მცირე ხნით ჩიტაია კენიგსბერგის უნივერსიტეტში სწავლობდა და შემდეგ ისევ პეტერბურგში დაბრუნდა.

1917 წელს ჩიტაია ფოთში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო გიმნაზიის მასწავლებლად. ასწავლიდა ქართულ ენას და ლიტერატურას. ეჭირა ქალაქ ფოთის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა პირველი რესპუბლიკის დროს 1918-1921 წლებში.

1922 წლიდან დაიწყო სამეცნიერო მუშაობა. თავდაპირველად მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ეთნოლოგიის განყოფილებაში. 1926 წელს იყო მუზეუმის სწავლული მდივანი. ამავე წესლ დაიწყო მოღვაწეობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამოაქვეყნა სამი ნაშრომი ეთნოლოგიის პრობლემებზე. 1936 წლიდან იყო ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიული სექციის, 1938 წლიდან კი ეთნოგრაფიული განყოფილების ხელმძღვანელი. 1961 წელს დაინიშნა ამავე ინსტიტუტში საქართველოს და კავკასიის ეთნოგრაფიული სექტორის გამგედ, 1970 წელს საქართველოს ეთნოგრაფიული განყოფილების გამგედ.


1936-1939 წლებში მისი მეცადინეობით დაარსდა ებრაელთა ეთნოგრაფიული მუზეუმი თბილისში, 1940 წელს მისი თაოსნობით შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოგრაფიის კათედრა და 1973 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა მას. 1966 წელს თბილისში დააარსა ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს. ხელმძღვანელობდა მხარეთმცოდნეობის მუზეუმების დაარსებას საქართველოში.

მან საფუძველი ჩაუყარა ქართულ ეთნოგრაფიულ სკოლას და მყარი მეცნიერული საფუძველი შეუქმნა მას, აღზარდა არაერთი მეცნიერი. შექმნა პირველი სალექციო კურსი და ზოგადი ეთნოგრაფიის შესავალი. უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა საველე ეთნოგრაფიული მასალის შეგროვებას, დანერგა საველე მუშაობის კომპლექსურ-ინტენსიური მეთოდი და პირველმა ნათელჰყო მისი უპირატესობა. ყოველივე ეს აისახა მეცნიერის ორასამდე ნაშრომში, რომლებიც დაფუძნებულია მდიდარ საველე მასალაზე.

ჩიტაია სწავლობდა ქართველი ხალხის ეთნოგენეზს, ქართველთა სამეურნეო ყოფას და მატერიალურ კულტურას. ჩიტაიას მეცნიერული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია მის მიერ თეორიულ დონეზე შესწავლილი მემინდვრეობის სისტემები საქართველოსა და ამიერკავკასიაში და ამ სისტემებთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღებისა და ნაგებობების, შრომის ორგანიზაციის, რწმენა-წარმოდგენების, რიტუალების, სოციალურ ურთიერთობათა თავისებურებანი. ხანგრძლივი ნაყოფიერი ძიების შედეგად მკვლევარმა დაადგინა, რომ საქართველო ერთ-ერთი დიდად განვითარებული სამიწათმოქმედო კულტურის ქვეყანაა, დაადგინა სახველი იარაღების განვითარების ძირითადი ფორმები, სამცხე-ჯავახეთში ტერასული მიწათმოქმედების საკითხები, ქართული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების სტრუქტურული კლასიფიკაციის პრინციპები, ქართული ხალხური ორნამენტის ორი სტილი. ავტორის ეს ღვაწლი მნიშვნელოვან მონაპოვრად აღიარეს აგრო-ეთნოგრაფიის დარგში, რისთვისაც მეცნიერი აირჩიეს აგრარული ეთნოგრაფიის საერთაშორისო კომიტეტის წევრად.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის პატივსაცემად თბილისში, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში მდებარეობს მისივე სახელობის ქუჩა. მისი შრომები ხუთ ტომად გამოიცა 1997-2001 წლებში.

  • ცაგარეიშვილი, თ.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 139.
  • თოფჩიშვილი, რ. „აკადემიკოსი გიორგი ჩიტაია“, „კავკასიის ეთნოლოგიური კრებული“ XVI გვ. 9-27 — „უნივერსალი“, თბილისი, 2015 ISSN 1987-7374
  • ბაბუნაშვილი, ზ., ნოზაძე, თ. „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 380, თბილისი, 1994
  • ითონიშვილი, ვ., „ღვაწლმოსილი მეცნიერი“ — „მნათობი“ N1, 1981
  • ჭყონია, ი. „საქართველოს ეთნოგრაფიის თავკაცი“ — „მაცნე“ N2, 1981
  • გეგეშიძე, მ. გიორგი ჩიტაია: ქართული საბჭოა ეთნოგრაფიის ფუძემდებელი, თბილისი, 1980
  • თოდუა რ., „გ. ჩიტაიას დაბეჭდილი შრომების ბიბლიოგრაფია“, „მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისთვის“, ტ. 12-13, 1963




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 23.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0