სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
გურამ შარაძე 1940-2007წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. გურიანთა, ოზურგეთი. გურია.

1940-2007 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი შარაძე სია

ოზურგეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

82       ბეჭდვა

გურამ შარაძე 1940-2007წწ აკადემიკოსი, ისტორიკოსი. დაბ. სოფ. გურიანთა, ოზურგეთი. გურია.

გურამ სევერიანის ძე შარაძე (დ. 17 ოქტომბერი1940გურიანთაოზურგეთის რაიონი — გ. 20 მაისი2007თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი, პოლიტიკოსი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორისაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997).


1958 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თსუ-ს დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო იქვე. 1968-2007 წლებში მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში1991-1992 წლების მიჯნაზე იყო საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მიერვე დაარსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1975 წელს სადოქტორო დისერტაცია, რომელიც მიეძღვნა თეიმურაზ ბაგრატიონის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.

ფუნდამენტური ორტომეული ნაშრომი დაწერა ილია ჭავჭავაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე (1987-1990), რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1987 წლიდან იყო საქართველო-უნგრეთის მეგობრობისა და კულტურული ურთიერთობის საზოგადოების პრეზიდენტი. 1989 წლიდან იყო ივანე მაჩაბლის საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე. ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი. პოლიტიკური მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“ თავმჯდომარე. მემედ აბაშიძისნიკო ბერძენიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატი. აგრეთვე დაჯილდოებული იყო უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს მედლითა და ვახტანგ გორგასლის ორდენით. საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობას: 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. 1999 წელს შექმნა საზოგადოებრივი მოძრაობა „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ხოლო 2001 წელს მოძრაობა „ენა, მამული, სარწმუნოება“.

2007 წლის 20 მაისს გურამ შარაძე მოკლეს თბილისის ცენტრში.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


შარაძე - გვარის 3 ღვთისმსახური

2 0

შორენა შარაძე დ.1991წ მსოფლიო პრიზიორი სამბო დაბ. ბათუმი

1 0

1 1 4