სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10555

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ვახტანგ შამილაძე 1935-2010წწ აკადემიკოსი, ეთნოლოგი. დაბ. სოფ. ახალშენი, ხელვაჩაური, აჭარა. ვახტანგ შამილაძე 1935-2010წწ აკადემიკოსი, ეთნოლოგი. დაბ. სოფ. ახალშენი, ხელვაჩაური, აჭარა.

1935-2010 წწ. გარდ. 75 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი შამილაძე სია

ხელვაჩაური გამოჩენილი ადამიანები სრული სია

41       ბეჭდვა

ვახტანგ შამილაძე 1935-2010წწ აკადემიკოსი, ეთნოლოგი. დაბ. სოფ. ახალშენი, ხელვაჩაური, აჭარა.

ვახტანგ შამილაძე (დ. 15 სექტემბერი1935, სოფელი ახალშენიხელვაჩაურის რაიონი — გ. 5 დეკემბერი2010, დაკრძალულია ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიბათუმი) — ქართველი ეთნოლოგი და კულტურის ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1986), ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1979), პროფესორი (1986).



1958 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1959-1983 წლებში მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს — დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 1984 წლიდან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთნოლოგიის კათედრის გამგეა, შეთავსებით მუშაობდა ბათუმის სამეცნიერო კვლევის ინსტიტუტში, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში.


ავტორია 7 მონოგრაფიისა და მრავალი ნაშრომისა, რომლებშიც განიხილავს ქართველი ხალხის მეურნეობის, მატერიალური და სულიერი ზოგადთეორიულ ასპექტებს, ეთნოგრაფიულ მეთოდიკასა და მეთოდოლოგიურ საკითხებს. 1993 წლიდან აშშ-ში კავკასიურ კულტურათა შემსწავლელი საზოგადოების წევრია, 1977 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული კავკასიის ქვეყნებთან სამეცნიერო თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „სრულიად საქართველოს აღორძინების კავშირი“. 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი .


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 14.04.2021
ბოლო რედაქტირება 19.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0