სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10595

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
მეცნიერება
იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1904-1990 წწ. გარდ. 86 წლის

ბმულის კოპირება

მეცნიერება

გვარი აბაშიძე სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

55       ბეჭდვა

იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

იასონ (იჩო) აბაშიძე დაიბადა 1904 წლიის 10 აპრილს ახმეტის რაიონის სოფლელ ზემო ალვანში.



1923 წელს დაამთავრა თელავის ვაჟთა გიმნაზია. 1924 წელს შევიდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის სატყეო განყოფილებაზე, რომელიც 1928 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1926 წელს, სწავლასთან პარალელურად, მან დენდროლოგიის კათედრაზე პრეპარატორად დაიწყო მუშაობა.
1929 წლიდან იასონ აბაშიძე სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ეწეოდა ჯერ საქართველოს ცენტრალურ ტყისსაცდელ სადგურში, ხოლო შემდეგ 1931-1936 წლებში ამიერკავკასიის ტყის მეურნეობის და ტყის მრეწველობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტში. მუშაობდა ბორჯომის ტყეებში ჯერ ტაქსატორად, შემდეგ კი მეტყევის თანაშემწედ.



დიდია იასონ აბაშიძის ღვაწლი მეტყევე სპეციალისტების მომზადების და მათი ჩამოყალიბების საქმეში. პედაგოგიური საქმიანობა მან 1929 წლიდან საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში დაიწყო. 1934-1935 წლებში სატყეო-სამეურნეო ფაკულტეტის დეკანი; 1935-1936 წლებში სასწავლო-სამეცნიერო ნაწილში დირექტორის მოადგილე; 1936-1937 წლებში თბილისის მეტყევეობის მუშაკთა ფაკულტეტის დირექტორი. 1931-1938 წლებში კითხულობდა ლექციებს დენდროლოგიაში სატყეო მეურნეობის და აგრარულ ფაკულტეტებზე, იყო ამავე უნივერსიტეტის დოცენტი. 1938-1959 წლებში საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ბოტანიკის კათედრაზე, კითხულობდა ლექციებს ბოტანიკასა და დენდროლოგიაში, სატყეო მეურნეობის ფაკულტეტზე. 1952-1968 წლებში იყო ტყის მეურნეობის ფაკულტეტის დირექტორი.
1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე აწარმოებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1937 წლიდან 1945 წლამდე იყო თბილისის ტყის ტექნიკური ინსტიტუტის თბილისის დენდროლოგიური პარკის დირექტორი. 1945-1952 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტყევეობის ინსტიტუტის ტყის კულტურის გამგედ. 1959 წლიდან მუშაობდა კათედრის პროფესორად, ხოლო 1960 წელს გახდა ზოგადი მეტყევეობის და დენდროლოგიის კათედრის გამგედ. 1960-1982 წლებში იყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე.
1939 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1960 წელს სადოქტორო დისერტაცია.
შექმნილი აქვს 105 სამეცნიერო შრომა ტყის წარმოების, დენდროლოგიის, მეტყევეობის, მათ შორის სამთო მეტყევეობის შესახებ. მნიშვნელოვანია მისი მონოგრაფიები: „ევკალიპტები’’ და „მსოფლიოს პოლოთესლოვანი მცენარეულობის გეოგრაფიული გავრცელება“.
იასონ აბაშიძემ დიდი შრომა გაწია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტერიტორიაზე დენდროლოგიური პარკის მშენებლობისათვის. მისი ხელმძღვანელობით მეტყევეობისა და დენდროლოგიის კათედრაზე შეიქმნა უნიკალური დენდროლოგიური მუზეუმი, რომელსაც დიდი შემეცნებითი მნიშვნელობა აქვს.



ცნობილი მეტყევე-დენდროლოგი დაჯილდოვებული იყო საპატიო ნიშნის ორდენით და მედლით.
იასონ აბაშიძე გარდაიცვალა 1990 წლის 5 თებერვალს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 08.03.2022
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 10.10.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0


ნიკოლოზ ლანდია 1919-1984წწ აკადემიკოსი ქიმია დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

1 0