სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12294

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ოთარ ონიაშვილი 1915-1968წწ აკადემიკოსი, ინჟინერი. დაბ. თბილისი.

1915-1968 წწ. გარდ. 53 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ონიაშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

84       ბეჭდვა

ოთარ ონიაშვილი 1915-1968წწ აკადემიკოსი, ინჟინერი. დაბ. თბილისი.

ოთარ დავითის ძე ონიაშვილი (დ. 13 მაისი1915თბილისი — გ. 14 აგვისტო1968, იქვე) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი სამშენებლო მექანიკის დარგში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე.


1935 წელს დაამთავრა კიროვის სახელობის ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი1936-1944 წლებში მუშაობდა მოსკოვისა და თბილისის საპროექტო დაწესებულებებსა და სამშენებლო ორგანიზაციებში. 1947 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტში სამშენებლო მექანიკისა და კონსტრუქციების განყოფილებას. ო. ონააშვილის სამეცნიერო შრომებს, მიძღვნილს გარსების დინამიკისა და სეისმომედეგობისადმი, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა ამ დარგის განვითარებაში. მან საფუძველი ჩაუყარა აგრეთვე გარსთა ტექნიკური თეორიის ქართულ სკოლას, ხელმძღვანელობდა კვლევით სამუშაოებს თაღოვანი კაშხლების გაანგარიშებისა და კიდულ სისტემათა თეორიაში. იყო სივრცითი კონსტრუქციების საერთაშორისო ასოციაციის ერთ-ერთი დამაარსებელი, მისი აღმასკომის წევრი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის მთავარი სარედაქციო კოლეგიისა და მყარი სხეულის მექანიკის მიღწევების, ინგლისური გამოცემის სარედაქციო კოლეგიის წევრი.


დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 15.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


ონიაშვილი - გვარის 1 ღვთისმსახური

2 0

ალექსი ონიაშვილი თამაზის ძე დაკარგ. 1993წ. აფხაზეთი გადმოსვ. 2023წ.

2 0