სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12257

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
პეტრე მელიქიშვილი 1850-1927წწ აკადემიკოსი, ქიმია. დაბ. თბილისი.

1850-1927 წწ. გარდ. 77 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მელიქიშვილი სია

თბილისიი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

47       ბეჭდვა

პეტრე მელიქიშვილი 1850-1927წწ აკადემიკოსი, ქიმია. დაბ. თბილისი.

პეტრე გრიგოლის ძე მელიქიშვილი (დ. 11 ივლისი [ ძვ. სტ. 29 ივნისი]1850თბილისი — გ. 23 მარტი1927თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი, თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორი (1918) და ამავდროულად 1918 წლიდან 1927 წლამდე ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1927).


პეტრე მელიქიშვილი დაიბადა ქართველი კათოლიკეების ოჯახში. 1868 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, 1872 წლიდან სწავლობდა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე. 1873 წლიდან იყო ევროპაში, ეცნობოდა ლოთარ მაიერისა და იოჰანეს ვილიცენუსის ლაბორატორიებს და იქ მიმდინარე სამუშაოებს. 1881 წელს გახდა ქიმიის მაგისტრი ნოვოროსიის უნივერსიტეტში, 1885 წელს დოქტორი. ერთი წლით ადრე, 1884 წელს დაწყებული საქმიანობა გააგრძელა, როგორც დოცენტმა, ხოლო სადოქტოროს დაცვის შემდეგ როგორც პროფესორმა


1885-1917 წწ. მელიქიშვილი იყო ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის აგრონიმიული ქიმიის კათედრის პროფესორი. მელიქიშვილი იყო პირველი, რომელმაც მიიღო ორგანულ ნაერთთა კლასი, რომელთაც გლიციდმჟავები უწოდა. მელიქიშვილმა თავის მოსწავლე ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო ზოგიერთი ელემენტის (U,Nb,Ta,W,Mo,B,Ti,V) ზემჟავები. მათ ასევე აჩვენეს, რომ წყალბადის ზეჟანგის მრავალი სავარაუდო ფორმულიდან ყველაზე სწორი და მისაღებია H-O-O-H. მელიქიშვილი იყო პირველი ვინც მიიღო ამონიუმის ზეჟანგი და ნატრიუმის პერბორატი. ივანე ჯავახიშვილთან ერთად პეტრე მელიქიშვილი იყო ერთ-ერთი მთავარი ფიგურა თბილისის უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.

1900 წელს მელიქიშვილმა ლევ პიზარჟევსკისთან ერთად მიიღო პეტერბურგის აკადემიის უმაღლესი ჯილდო, ლომონოსოვის პრემია მონოგრაფიისთვის ზემჟავებისა და ზეჟანგების შესახებ, რომელიც 1899 წელს გამოსცა. ამ შრომას მაღალი შეფასება მისცა დიმიტრი მენდელეევმა, ხედავდა რა მასში საკუთარი (და აგრეთვე მენდელეევისგან დამოუკიდებლად მომუშავე ლოთარ მაიერის) სისტემის მტკიცე დასტურს. 1927 წელს მელიქიშვილი აირჩიეს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად.





კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1


პეტრე მელიქიშვილი ლევანის ძე 1862-1934წწ გენერალ მაიორი რუსეთი

2 0


ნიკოლოზ მელიქიშვილი ლევანის ძე 1867-1924წწ გენერალ ლეიტენატი დაბ. თბილისი

1 0


ლევან მელიქიშვილი ივანეს ძე (1817-92) რუსეთის გენერალი თბილისი

1 0


ივანე მელიქიშვილი 1779-1850წწ რუსეთის გენერალი Меликов (Меликишвили) Иван Христофорович

1 0


დავით მელიქიშვილი (მელიკოვი) ზაქარიას ძე (1856-1909) რუსეთის გენერალი დაბ. თბილისი

2 0


ბასილ მელიქიშილი 1904-1930წწ მწერალი დაბ. სოფ. ზირბითი, თეთრი წყარო, ქვემო ქართლი

1 0


გიორგი მელიქიშვილი 1918-2002წწ აკადემიკოსი. ისტორიკოსი. თბილისი, ქართლი.

1 1


გიორგი მელიქიშვილი, მსოფლიო ჩემპიონი მკლავჭიდი დაბ. რუსთავი

1 0

9 2 2