სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
კონსტანტინე მარჯანიშვილი 1903-981წწ გარდ. 78 წლის, აკადემიკოსი, ფიზიკა მათემატიკა. რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის შვილი. წარმ. ყვარელი კახეთი

1903-1981 წწ. გარდ. 78 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი მარჯანიშვილი სია

ყვარელი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

6       ბეჭდვა

კონსტანტინე მარჯანიშვილი 1903-981წწ გარდ. 78 წლის, აკადემიკოსი, ფიზიკა მათემატიკა. რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის შვილი. წარმ. ყვარელი კახეთი

კონსტანტინე კონსტანტინეს ძე მარჯანიშვილი (დ. 26 აგვისტო [ძვ. სტ. 13 აგვისტო] 1903მოსკოვი — გ. 13 თებერვალი1981მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1949), საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1974), სოციალისტური შრომის გმირი (1973), კომუნისტური პარტიის წევრი 1939 წლიდან. ცნობილი ქართველი რეჟისორის კოტე მარჯანიშვილის შვილი.


1924 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1925 წელს საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა გერმანიაში მიავლინა საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად. 1927 წელს გერმანიიდან საქართველოში დაბრუნებული კონსტანტინე მარჯანიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო მუსხელიშვილმა აიყვანა ასისტენტად, იმავ დროულად იგი უმაღლესი მათემატიკისა და თეორიული მექანიკის კურსებს კითხულობდა ამიერკავკასიის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ აქტიურად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან ნიკო მუსხელიშვილის ინიციატივით მათემატიკის ინსტიტუტის დაარსების ორგანიზაციასა და საქმიანობაში.


1933 წელს მამის გარდაცვალების შემდეგ იგი დედასთან ერთად საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა და სიცოცხლის ბოლომდე სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მუშაობდა.[2] ძირითადი შედეგები აქვს მიღებული რიცხვთა ადიციურ თეორიაში და გამოყენებით მათემატიკაში. ავტორია 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა.[3]

დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[4]

თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 16.04.2021
ბოლო რედაქტირება 17.02.2022
სულ რედაქტირებულია 2

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 15.05.2023
სულ რედაქტირებულია 2



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0