სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10609

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
კარპეზ დონდუა 1891-1951წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. წარმ. სოფ. მარანი აბაშა, სამეგრელო.

1891-1951 წწ. გარდ. 60 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი დონდუა სია

აბაშა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

39       ბეჭდვა

კარპეზ დონდუა 1891-1951წწ აკადემიკოსი, ენათმეცნიერი. წარმ. სოფ. მარანი აბაშა, სამეგრელო.

დაიბადა 13 ოქტომბერი, 1891 გარდაიცვალა 3 ნოემბერი, 1951 


კარპეზ დონდუა დაიბადა 1891 წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში. მის მშობლებს, დარისპან და მარიამ დონდუებს, 9 შვილი ჰყავდათ, ოთხი ვაჟი და ხუთი ქალიშვილი. ოჯახი სოფელ მარანიდან ქუთაისში, „მწვანეყვავილაზე“ სწორედ იმიტომ გადასულა, რომ შვილებისთვის კარგი განათლება მიეცა.

დარისპანი ზაფხულობით სოფელში შრომობდა, ზამთარში ქალაქში პოულობდა სამუშაოს, მარიამი კი სახლში ტრიალებდა. მას საშინაო განათლება ჰქონდა მიღებული, ზეპირად იცოდა „ვეფხისტყაოსანი“, „თამარიანი“, მრავალი ზღაპარი, ანდაზა, ლექსი და მათ შვილებსაც ასწავლიდა. აჩვევდა შრომას, სამეურნეო საქმიანობას, საქმისა და დროის სწორად განაწილებას.

მშობლების ზრუნვასა და შრომას ფუჭად არ ჩაუვლია. შვილებმა ამაგი დაუფასეს და თითოეული მათგანი კარგი პროფესიონალი დადგა. უფროსმა ვაჟმა, ვიქტორმა, პარიზში მიიღო საექიმო განათლება და მერე საცხოვრებლად იქ დარჩა. ვერამ მოსკოვში შეისწავლა საბიბლიოთეკო საქმე. მარგარიტა და მინადორა პედაგოგები გახდნენ. საინტერესოა, რომ მარგარიტა დონდუა ყოფილა „ვეფხისტყაოსნის“ მთარგმნელის, კონსტანტინე ბალმონტის ქართულის მასწავლებელი. ვარლამი იყო ცნობილი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დავითი - გეოგრაფი და პედაგოგი. ოლია მედიცინის და გახდა. უმცროსმა დამ, მარომ კი აგრონომიული დაამთავრა.

ძმებს შორის განსაკუთრებული მონაცემებით გამოირჩეოდა კარპეზ დონდუა, რაც თვალსაჩინო გახდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში სწავლის დროს (1902-1910). ნიჭიერი მოსწავლე  მისმა გიმნაზიის მასწავლებლებმა - ალექსანდრე გარსევანიშვილმა და სერგი რობაქიძემ  თავიანთი ხარჯით გაუშვეს პეტერბურგში და საშუალება მისცეს უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი დაემთავრებინა.

კარპეზ დონდუა ნიკო მარის მოსწავლე იყო. 1911 წელს ის უნივერსიტეტიდან გარიცხეს სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო. მცირე ხნით დააპატიმრეს, შემდეგ გადაასახლეს ვოლოგდაში, საიდანაც ეტაპით გაამგზავრეს ქუთაისში. იქ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მხოლოდ1914 წელს მოახერხა აღედგინა სტუდენტობის უფლება. 2017 წლამდე ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლობდა: ისტორიულ-ფილოლოგიურზე (ოფიციალურად) და აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1918 -1921 წლებში უნივრსიტეტმა (მობილიზაციით) გაამწესა პედაგოგად ვაჟთა გიმნაზიაში.


კარპეზ დონდუა, ნიკო მარის რეკომენდაციით, პეტროგრადის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1922) იქვე დარჩა სამუშაოდ. იმავე წელს ჩაირიცხა ა.ნ. ვესელოვსკის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის შტატში (შემდგომში დასავლეთისა და აღმოსავლეთის ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტი). 1922-1929 წლებში მიწვეული ლექტორის რანგში აღმოსავლური ენების ინსტიტუტში კითხულობდა კავკასიურ კურსს. 1924 წელს მიიღო პირველი თანრიგის მეცნიერ მუშაკის კვალიფიკაცია და დოცენტის თანამდებობა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კავკასიური ენების კათედრაზე. ამავე წლიდან იყო ნ. მარის სახელობის ენისა და აზროვნების ინსტიტუტის შტატიანი მეცნიერ-თანამშრომელი.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში შემავალი სამეცნიერო დაწესებულებების ევაკუაცია შუა აზიის რესპუბლიკებში. კარპეზ დონდუა ოჯახით ტაშკენტში მიავლინეს, მაგრამ მან შეძლო საქართველოს სამეცნიერო წრეებთან დაკავშირება და მალე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოიძახეს.

1941-1945 წწ. კარპეზ დონდუა მუშაობდა თბილისში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იკვლევდა ქართველურ და მთის იბერიულ-კავკასიურ ენებს, ზოგად ენათმეცნიერულ პრობლემებს.

კარპეზ დონდუას საენათმეცნიერო შრომათაგან აღსანიშნავია - „ემფათიკური ნათესაობითის საკითხისათვის ძველ სალიტერატურო ქართულში“ (რუს.ენაზე, 1930; „ქართული ბრუნების აგლუტინაციური ხასიათის შესახებ“(რუს. ენაზე, 1931); „მრავლობითობის ორი სუფიქსის შესახებ ქართულში“ (რუს. ენაზე, 1932); „აფემინიზებელი ხმოვანი ქართულში“ (რუს. ენაზე, 1935); „ინკლუზივ-ექსკლუზივის კატეგორიის შესახებ სვანურში და მისი კვალი ძველ ქართულში" (რუს. ენაზე, 1938); „მიმართებითი ნაცვალსახელისა და მისამართი სიტყვის ურთიერთობისათვის ძველ ქართულში“ (1940); „შედარებით-აღმატებითი ხარისხის ფორმის გენეზისისათვის ქართველურ ენებში“ (რუს. ენაზე, 1940); „ადიღეური ტიპის მოთხრობითი ბრუნვის გენეზისისათვის სვანურში“ (1943); „გრამატიკული უარყოფა როგორც ზოგადი ენათმეცნიერების პრობლემა“ (რუს. ენაზე, 1948); „დამოკიდებული წინადადების განვითარების ისტორიიდან ძველ ქართულში“ (1949); „ქართული ენის მესხური კილო“ (რუს. ენაზე, 1967);

ყურადღებას იმსახურებს კარპეზ დონდუას კვლევები რუსთველოლოგიაში. მის ნაშრომებში - „ამირანდარეჯანიანი“ (რუს. ენაზე, 1937), „შოთა რუსთაველი და ქართული ლიტერატურა“ (რუს. ენაზე, 1938), „მეტაფორა ფართო გაგებით და პოეტური მეტაფორა“ (რუს. ენაზე, 1938), „კიდევ ერთხელ რუსთაველის ცხოვრებისადმი მიძღვნილი წიგნის შესახებ“ (რუს. ენაზე, 1940), „ვეფხიტყაოსნის ერთი შესავალი სტროფის ლინგვისტური ანალიზისათვის“ (1943) და სხვ. გაშუქებულია შოთა რუსთაველის ბიოგრაფიისა და შემოქმედების, აგრეთვე მისი ეპოქის ქართული კულტურის საკითხები.

კარპეზ დონდუა იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1944); ფილოლოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1935); ლენინგრადისა (1924-დან) და თბილისის უნივერსიტეტების პროფესორი (1940-იდან).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარპეზ დონდუა ლენინგრადის უნივერსიტეტს დაუბრუნდა. ის გახლდათ ლენინგრადის უნივერსიტეტის კავკასიური ფილოლოგიის კათედრის უკანასკნელი გამგე (თავდაპირველად აღმოსავლურ, შემდეგ კი ფილოლოგიურ ფაკულტეტზე). გარდაიცვალა 1951 წლის 3 ნოემბერს. დაკრძალულია სანკტ-პეტერბურგში, სერაფიმოვოს სასაფლაოზე.

კარპეზ დონდუას მეუღლე იყო ანასტასია პეტროვიხი. მათ ერთმანეთი 1918 წელს გაიცნეს, როცა ახალგაზრდა მეცნიერი პეტერგოფის გიმნაზიაში მასწავლებლობდა. აქვე საბუნებისმეტყველო საგნებს ასწავლიდა პროფესორი ნიკოლოზ პეტროვიხი, ანასტასიას მამა. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდები დაქორწინდნენ. ეყოლათ ორი ვაჟი - გიორგი (1927-1979) და არჩილი (1929). გიორგი დონდუა იყო ფიზიკო-მატემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლეს მათემატიკას ასწავლიდა ლენინგრადის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩილ დონდუა ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია და დღესაც მოღვაწეობს სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

წყარო:

1. საქართველოენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.482

2. oralhistory.ru › tag › Дондуа_К_Д

3. Харатишвили, ГенрикоДондуа Карпез Дариспанович (1891-1951) // Грузины-профессора и преподаватели Восточного факультета Санкт-Петербургского университета / Генрико Харатишвили. - Санкт-Петербург, 2005. - С. 56-61

Дондуа Карпез Дариспанович


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 18.04.2021
ბოლო რედაქტირება 01.01.1970
სულ რედაქტირებულია 0

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 17.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0