სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12287

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ზაზა ალექსიძე 1935-2023წწ აკადემიკოსი, ისტორია, ფილოლოგია: ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს. დაბ. თელავი.

1936-2023 წწ. გარდ. 87 წლის

ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ალექსიძე სია

თელავი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

99       ბეჭდვა

ზაზა ალექსიძე 1935-2023წწ აკადემიკოსი, ისტორია, ფილოლოგია: ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ და სომხურ ენებს. დაბ. თელავი.

ზაზა ალექსიძე (დ. 18 ოქტომბერი1935 -24 იანვარი 2023) — ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1958 წელს დაამთავრა ი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. ღირსების ორდენის კავალერი.



1958–1968 წლებში იყო ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1968–1979 ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1979–2006 — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არმენოლოგიის კათედრის გამგე; 1989–2006 — ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი; 



2006 წლიდან არის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი და არმენოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი. 2002–2004 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი. არის 130 სამეცნიერო ნაშრომისა და 15 წიგნის ავტორი.


საკანდიდატო დისერტაციის თემა – „ეპისტოლეთა წიგნი“, დაიცვა 1969 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – „ადრეული შუასაუკუნეების კავკასიისა და საქართველოს კულტურისა და იდეოლოგიის პრობლემები“, დაიცვა 1984 წელს.

ფლობს ინგლისურგერმანულფრანგულიტალიურ და სომხურ ენებს.

  • კავკასიის ალბანეთის დამწერლობა, ენა და მწერლობა = Caucasian Albanian Script, Language and Literature : აღმოჩენა სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში (ავტორი), თბ., 2003, 224 გვ., ISBN: 99940-755-1-9
  • ალბანური მწერლობის ძეგლი სინას მთაზე და მისი მნიშვნელობა კავკასიოლოგიისათვის (ავტორი), თბ., ლოგოსი, 1998, 78 გვ.
  • ატენის სიონის ოთხი წარწერა (ავტორი). - თბ., საბჭოთა საქართველო, 1983, 41 გვ.
  • ატენის სიონის სომხური წარწერები (ავტორი), თბ., მეცნიერება, 1978, 143
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001208/
  • http://science.org.ge/?team=%E1%83%96%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 26.04.2021
ბოლო რედაქტირება 24.01.2023
სულ რედაქტირებულია 4

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 2


დავით ალექსიძე 1966წ. მხატვარი. პედაგოგი. დაბ. თბილისი.

1 0


ალექსი ალექსიძე. 1891-1915წწ. მსახიობი. დაბ. ბათუმი. აჭარა.

1 0


მარიამ ალექსიძე-ტყემალაძე 1890-1978წწ მწერალი, პოეტი, დაბ. თბილისი

1 0


მერაბ ალექსიძე 1930-93წწ აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა. წარ. სოფ. ატენი, გორი.

1 0


გურამ ალექსიძე 1939წ. აკადემიკოსი, ბიოლოგია: გამოიკვლია პესტიციდების მოქმედება მავნე და სასარგებლო მწერებზე და შეიმუშავა ეკოლოგიური თვალსაზრისით მათი უსაფრთხოდ გამოყენების მეთოდები; დაბ. თელავი.

1 0