სულ ვიზიტორი : 6983454241
განთავსებული სტატია : 9269

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
რევაზ გამყრელიძე 1927წ. აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა, დაბ. ქუთაისი, იმერეთი.
აკადემიკოსი

გვარი გამყრელიძე სია

ქუთაისი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

91       ბეჭდვა

რევაზ გამყრელიძე 1927წ. აკადემიკოსი, ფიზიკა, მათემატიკა, დაბ. ქუთაისი, იმერეთი.

რევაზ ვალერის ძე გამყრელიძე (დ. 4 თებერვალი1927ქუთაისი) — საქართველოსა და რუსეთში მოღვაწე ქართველი მათემატიკოსითამაზ გამყრელიძის ძმა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1962).


რევაზ გამყრელიძე 1945-1946 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 1946 წლიდან კი სწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. აქ იგი ლევ პონტრიაგინის მოსწავლე იყო და თავდაპირველად ტოპოლოგიასა და ალგებრულ გეომეტრიას სწავლობდა. 1953 წელს გახდა მეცნიერებათა კანდიდატი, 1961 წელს კი დოქტორის ხარისხი მოიპოვა. 1953 წლიდან იგი მუშაობს სტეკლოვის ინსტიტუტში, სადაც 1988-1998 წლებში დიფერენციალური განტოლებებისა და კონტროლის თეორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა.

1955 წლიდან ლევ პონტრიაგინთან ერთად იგი ავითარებდა ოპტიმალურ კონტროლის თეორიას. მისმა წიგნმა ამ თეორიის შესახებ 1962 წელს ლენინის პრემია მოიპოვა. ოპტიმალური კონტროლის თეორია წარმოადგენდა მათემატიკურ მიდგომას თვითმფრინავებისა და რაკეტებისათვის ოპტიმალური ასაფრენი ბილიკის შექმნასთან დაკავშირებით.


რევაზ გამყრელიძე არის დამფუძნებელი რედაქტორი მათემატიკური მეცნიერებების ენციკლოპედიისა (Encyclopedia of Mathematical Sciences).

1969 წლიდან რევაზ გამყრელიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრია, 1981 წლიდან კი პარალელურად რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრიც. 1980 წლიდან იგი ფლობს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის პრემიას.

აკადემიკოსი


მათემატიკის ინსტიტუტი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია


მეცნიერული ინტერესების სფერო: ტოპოლოგია, დიფერენციალური განტოლებები, მართვის თეორია

გამოქვეყნებული შრომების საერთო რაოდენობა – 100-მდე


განათლება - სამეცნიერო ხარისხი და წოდება:

2003


აკადემიკოსი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

1981


წევრ-კორესპონდენტი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

1969


აკადემიკოსი

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია

1966


პროფესორი

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

1961


ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

1953


ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

1950-1953


ასპირანტურა

მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1946-1950


უმაღლესი

მ. ლომონოსოვის სახ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკამათემატიკის ფაკულტეტი

1945-1946


უმაღლესი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

დაკავებული თანამდებობები

1999- დღემდე

პრეზიდიუმის მეცნიერი მრჩეველი

რუსეთის მეცნიერებათა აკადემია

1988-1998

განყოფილების გამგე

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის დიფერენციალური განტოლებებისა და მართვის თეორიის

1955-1988

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

1953-1955

უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი

სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ.სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი

პრემიები, ჯილდოები და სხვა მიღწევები

1980

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ა. რაზმაძის სახელობის პრემია

1962

ლენინური პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

http://science.org.ge/?team=%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A7%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94



საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

კონტაქტი Facebook

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2021

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი რედაქტირება 17.05.2023



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ნიკიტა თალაკვაძე 1873-1933წწ მართმ. დეკანოზი დაბ. სოფ. ასკანა ოზურგეთი გურია

2 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


აკადემიკოსი


საიტზე mematiane.ge ძებნის ინსტრუქცია

2 0

გამოგვიგზავნეთ თქვენი ქალაქის სოფლის გამოჩენილი ადამიანები ავტვირთავთ თქვენი სახელით

1 1


ქალიშვილების და ჭაბუკების ხარკად აკრძალვა 1774 წელი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი

1 0


შეიძლება დაგაინტერესოთ ნიმუში

1 0


გურიის რესპუბლიკა, გურიის მხვნელ-მთესველთა რესპუბლიკა 1905-1906 წლები

1 0


ქართლი 141-ი, წმიდა გიორგის ტაძარი

2 0

ერეკლე მეორე (1720-1798) ძირითადი ბრძოლების სია

1 0


ვინ იყვნენ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები, რომლებიც მოკლეს. 6 ღვთისმსახური

3 0


აფხაზეთი 10-ი, წმიდა გიორგის გიორგის ტაძარი

2 0

თბილისის დაცემა 523-1921 წლები 25 ბრძოლა

1 0