სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10420

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეცნიერება/ხელოვნება/მედიცინა
აკადემიკოსი
ხვედრი ინასარიძე  1932წ. აკადემიკოსი, ალგებრა. წარმ. სოფ. ჭობარეთი, ასპინძა.
ბმულის კოპირება

აკადემიკოსი

გვარი ინასარიძე სია

ასპინძა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

ხვედრი ინასარიძე 1932წ. აკადემიკოსი, ალგებრა. წარმ. სოფ. ჭობარეთი, ასპინძა.

ხვედრი ინასარიძე (დ. 6 დეკემბერი1932პარიზისაფრანგეთი) — ქართველი მათემატიკოსი და საზოგადო მოღვაწე. ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი


ხვედრი ინასარიძის მამა მწერალი ნიკოლოზ ინასარიძე (ინდო ინასარი, 1895-1952) იძულებული გახდა უცხოეთში გადახვეწილიყო. მან მეუღლესთან — ნინო ინასარიძესთან და თერთმეტკაციან ჯგუფთან ერთად 1929 წელს სამცხე-ჯავახეთიდან არალეგალურად გადაკვეთა საქართველოს საზღვარი და თურქეთში გადავიდა; ცხრა თვე კონსტანტინოპოლში, ქართულ მონასტერში გაატარეს, რომელსაც მამა პიო ბალიძე პატრონობდა. 1930 წლის ზაფხულში კი საფრანგეთში გაემგზავრნენ — ჯერ მარსელში და შემდეგ პარიზში. აქ, 1932 წლის 6 დეკემბერს, წყვილს შეეძინა ვაჟი, რომელსაც პოეტმა გიორგი ყიფიანმა „ხვედრი“ დაარქვა იმის გამო, რომ მას ბედმა უცხოეთში დაბადება არგუნა.

ხვედრი ინასარიძე 1947 წლამდე სწავლობდა კლოდ ბერნარის ლიცეიში, პარიზში. მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა მთავრობამ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნება შესთავაზა. ინდო ინასარის სამშობლოში დაბრუნებას ემიგრაციაში მცხოვრები მწერლის მეგობრები საშიშ ნაბიჯ თვლიდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ. მათ აზრს კარგად გამოხატავს ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრის, ინდო ინასარის მეგობრის ალექსანდრე სულხანიშვილის სიტყვები, რომელიც პარიზიდან გაცილებისას უთხრა:


„ტყუილა ენდობი ბოლშევიკებს, მხოლოდ სამარე გაასწორებს მათ და რახან მაინც მიდიხარ, წმინდანი კაცი ხარ და ჩვენს ამბორს შენგან მიიღებს მშობლიური მიწა“

1947-1950 წლებში ხვედრი ინასარიძემ დაამთავრა თბილისის მე-6 ვაჟთა საშუალო სკოლა. 1951 წლის 26 დეკემბერს ნიკოლოზ ინასარიძე ოჯახით, სხვა ათასობით ქართველთან ერთად, ყაზახეთის უდაბნოში გადაასახლეს. 1952 წლის მარტში იგი თბილისში მარტო დააბრუნეს, ვითომ მისი საქმის განხილვაზე დასასწრებად. ერთი თვის შემდეგ გადასახლებაში მყოფ მეუღლესა და შვილს გამოუცხადეს, რომ ნიკოლოზ ინასარიძემ თავი მოიკლა. სინამდვილეში, როგორც ირკვევა, დაიღუპა ქართველი ჩეკისტების მიერ წამების დროს. მწერლის საფლავის ადგილმდებარეობა უცნობია. 1954 წელს ნიკოლოზ ინასარიძე, ოჯახის წევრებთან ერთად, რეაბილიტირებულ იქნა. ხვედრი ინასარიძემ 1950-1958 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი1958-1961 წლებში იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1970 წელს, ე. ი. ძალიან მოკლე ხანში, რაც იშვიათ შემთხვევად უნდა ჩაითვალოს, სადოქტორო დისერტაცია. არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1989); აკადემიკოსი (2001); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (1987); 1989 წლიდან დღემდე თბილისის ანდრია რაზმაძის სახ. მათემატიკის ინსტიტუტის ალგებრის განყოფილების გამგე; 1990-1997 წლებში საქართველოს ეროვნული მათემატიკური კომიტეტის პრეზიდენტი; 2006 წლიდან დღემდე თბილისის მათემატიკური მეცნიერებების ცენტრის დირექტორი.


აქტიურად მონაწილეობდა 1989 წლის 9 აპრილის (9 აპრილის ტრაგედია) ცნობილ მოვლენებში; 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). მეუღლე — ცისანა ფირცხალავა, ასევე მათემატიკოსი; შვილები: ქეთი ინასარიძე — ფსიქოლოგი, ნიკო ინასარიძე — მათემატიკოსი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

მისი საკანდიდატო დისერტაცია იყო „სავსებით რეგულარული სივრცეების და მათი უწყვეტი ასახვების სასრული რიგის კომპაქტური გაფართოებები“ აკადემიკოს გიორგი ჭოღოშვილის ხელმძღვანელობით, ხოლო სადოქტორო — „კოჰომოლოგიები კოეფიციენტებით ნახევრად-ჯფუფებში“. სამეცნიერო ინტერესების სფერო: ჰომოლოგიური და ჰომოტოპიური ალგებრა, ასოციური რგოლების K-თეორიაარაკომუტაციური გეომეტრიაჰომოლოგიის თეორიებიალგებრული ტოპოლოგიაკატეგორიათა თეორია.

1998-2006 წლებში საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Homology, Homotopy and Applications“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Journal of Homotopy and Related Structures“[1] დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2008 წ. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „Tbilisi Mathematical Journal“[2] დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი; 2006 წ. „Georgian Mathematical Journal“[3] რედკოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია: 1998 წ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია. 1999 წ. ირანის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის საერთაშორისო ხორიზმის სახელობის პირველი პრემია.

საქართველოში პირველ ალგებრაისტად ალბათ ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი და სპორტსმენი გიორგი ნიკოლაძე შეიძლება ჩაითვალოს; სორბონაში 1928 წელს დაცული მისი დისერტაცია ალგებრული წირების ალგებრული სისტემების შესახებ მალე პარიზში ცალკე წიგნადაც გამოიცა. ალგებრის ქართული სამეცნიერო სკოლის ჩამოყალიბების პატივი ისტორიამ წილად ხვედრი ინასარიძეს არგუნა. ინასარიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელებისათვის თავისი შესანიშნავი „პროსემინარები“ დაიწყო 1967-1968 წლებში. პროსემინარის მონაწილეებს ხვედრი ინასარიძემ შეუქმნა თავისუფალი შემოქმედებითი მუშაობისათვის საჭირო იდეალური ატმოსფერო, შედეგი დაუჯერებელი აღმოჩნდა; სულ რაღაც 4-5 წელიწადში საქართველოში სიტყვა „ალგებრაისტი“ ნიშნავდა ან ხვედრი იანასარიძეს, ან მის რომელიმე მოწაფეს. ინასარიძის 19-მა მოწაფემ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია (ანბანურად): იოსებ გუბელაძემ, თამარ დათუაშვილმა, გურამ დონაძემ, დალი ზანგურაშვილმა, ნიკოლოზ ინასარიძემ, თამაზ კანდელაკმა, ალეკო ლანდიამ, ალექსანდრე პაჭკორიამ, გიორგი რაქვიაშვილმა, ემზარ რთველიაშვილმა, მერაბ ურიდიამ, ნგუენ ხუან ტუენმა, ბესარიონ ფაჩუაშვილმა, თეიმურაზ ფირაშვილმა, რევაზ ქათამაძემ, ემზარ ხმალაძემ, გიორგი ჯანელიძემ, ზურაბ ჯანელიძემ, მამუკა ჯიბლაძემ. ხუთმა მათგანმა — იოსებ გუბელაძემ, თამარ დათუაშვილმა, ნიკოლოზ ინასარიძემ, თეიმურაზ ფირაშვილმა და გიორგი ჯანელიძემ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; გიორგი ჯანელიძე არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრად.






კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 29.04.2021
ბოლო რედაქტირება 05.10.2021
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 22.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



რა გვარის არიან და სად დაიბადნენ ქართველი აკადემიკოსები

1 0


ირაკლი ივანეს ძე ჯორჯაძე 1917-92წწ გარდ. 72 წლის, საბჭოთა არტილერიის გენერალ-ლეიტენანტი. აკადემიკოსი. მუშაობდა გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის საჰაერო თავდაცვის დეპარტამენტის ლექტორად. სოფ. საბუე ყვარელი კახეთი

3 0


იასონ (იჩო) აბაშიძე (თუშეთი) 1904-90წწ გარდ. 86 წლის. პროფესორი, მეტყევე. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ზოგადი მეტყევეობის, დენდროლოგიისა და ტყის კულტურების კათედრის გამგე. დაბ. სოფ.ზემო ალვანი ახმეტა კახეთი

1 0


ვლადიმერ პაპავა 1955წ. აკადემიკოსი ეკონომისტი წარმ. ჩხოროწყუ, სამეგრელო.

4 0


ფილიპე ზაიცევი 1877-1957წწ. ენტომოლოგი, აკადემიკოსი დაბ. კიევი, უკრაინა.

1 0


ბორის კუფტინი 1892-1953წწ აკადემიკოსი არქეოლოგი, ეთნოგრაფი დაბ. სამარა, რუსეთი.

2 0